31 ივლისი, 2014
რომელ დეპუტატს მოუნდა ''ნანუკას შოუში'' ცეკვის სცენების ნახვა
კომენტარებში ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებდნენ ''გუშინ ''ნანუკას შოუს'' ვუყურე. კარგი ინდური ფილმი იყო. დამაკლდა საცეკვაო სცენები'',- დაწერა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა ''ფეისბუქის'' გვერდზე, ვაღიარებ, ბოლომდე არ მიყურებია, განმარტა მოგვიანებით. ''ფეისბუქის'' მეგობრები მის სტატუსს აკომენტარებდნენ, ცეკვები ბოლოსკენ იყო, უნდა გეყურებინაო.

რასაკვირველია, ირაკლი სესიაშვილს მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. სტატუსის კომენტარებში ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებდნენ, პენსია როდის გაიზრდებაო, ეკითხებოდნენ.

ზოგი ნაციონალების არხის დაიგნორებისკენ მოუწოდებდა დეპუტატს.

''რუსთავი 2''-ის ყოფილი ხელმძღვანელი ქიბარ ხალვაშმა კი დაწერა, რომ მსგავს შოუს უკვე ათი წელია რაც ვუყურებთ.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის


ბეჭდვა