- ნიკოლოზ, ''ვეფხისტყაოსნის'' გადაღების იდეა როგორ დაიბადა?
- ჯერ მხოლოდ რამდენიმე ტრეილერი გა
- გადაწყვეტილი გაქვთ, მთავარ როლებს ვინ შეასრულებენ?
- რაც გადავიღეთ, ქართული მოცეკვავეები არიან დაკავებული. გადაწყვეტილი გვაქვს, უცხოელმა მსახიობებმა შეასრულონ მთავარი როლები.
- უცხოელი მსახიობებიდან ვის შესთავაზებთ მიუზიკლში მონაწილეობას?
- ამაზე საუბარი ნაადრევია. ახლა მიმდინარეობს ვარჯიში თუ რამდენად კარგად გავართვმევთ თავს ასეთი მასშტაბური ფილმის გადაღებას.
- მაინცდამაინც მიუზიკლის გადაღება რატომ გადაწყვიტეთ?
- პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართული ცეკვა იქნება წარმოდგენილი კარგად და პოპულარიზაციას გავუწევთ ''ვეფხისტყაოსანს'', ქართულ ცეკვას და კულტურას.
- ფილმის დასრულებას როდის გეგმავთ?
- როგორც კი გვექნება ფინანსები, დავიწყებთ ფილმზე მასშტაბულ მუშაობას. რეალურად ფილმი უკვე შეკრულია. მოგვიანებით მხოლოდ სცენარს დავხვეწავთ და განვავითარებთ. გვინდა, ერთი წლის განმავლობაში ფილმი უკვე დასრულებული იყოს.
- ტარიელის როლზე ვინ წარმოგიდგენიათ?
- ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის და წინასწარ რა აზრი აქვს. ჯეისონ მომოა წარმომიდგენია ტარიელის როლში, მაგრამ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მაგარი მსახიობი და ტიპაჟია.
მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის