27 ივლისი, 2014
მაკა ძაგანია მეორე შვილს ელოდება - მსახიობის პირველი კომენტარი გათხოვების შემდეგ
მაკას რჩეული 25 წლის მსახიობი გია ცერცვაძეა დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ კიდევ ერთ-ერთმა მთავარმა მოქმედმა გმირმა დატოვა. ამ შემთხვევაშიც მიზეზი საპატიო გახლავთ. ლელა მებურიშვილის შემდეგ, მაკა ძაგანიაა ფეხმძიმედ და მსახიობი სერიალში თამაშს ვეღარ გააგრძელებს.

მაკას რჩეული 25 წლის მსახიობი გია ცერცვაძეა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ყველას უმალავდა ახალ სიყვარულს, სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდებოდა მათი საერთო ფოტოები.

მაშინ ჟურნალისტებს მაკას ახალი „ლავ სთორის“ შესახებ ეჭვი გაგვიჩნდა, მაგრამ მსახიობმა ეს ინფორმაცია
არ დაადასტურა. წყვილი ცოტა ხნის წინ დაოჯახდა და მაკა უკვე ოთხი თვის ფეხმძიმეა. ეს ამბავი სერიალის შემოქმედებითი გუნდისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა.

მაკა მეორე შვილს ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ  ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებს, რამდენიმე კითხვაზე მაინც გვიპასუხა.

- მაკა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გათხოვდი, გილოცავთ.
- დიდი მადლობა.
- უკვე აღარ აქვს აზრი, რომ დამალოთ, ძალიან შეყვარებული ხართ და ბავშვს ელოდებით. გვიამბეთ, თქვენს სიყვარულზე, როდის გაიცანით გია?
- ყველა ჟურნალისტს ვუთხარი, რომ ამ თემაზე არ ვისაუბრებდი.
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ასე მოქცეულიყავით? თქვენ ყოველთვის გულახდილი რესპონდენტი იყავით.
- უბრალოდ ასე მაქვს გადაწყვეტილი. სექტემბრამდე არ ვაკეთებ ამ ყველაფერზე კომენტარს.
- როდესაც ბავშვი დაიბადება, მას შემდეგ ყველაფერს გაგვიმხელთ?
- ყველაფერზე ვერც მაშინ ვილაპარაკებ. ახლა დასვენება მინდა და არ მინდა, კომენტარები გავაკეთო ჩემს გათხოვებაზე.
- დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გამოგიშვეს. ამაზე რას იტყვით?
- ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. ყველაფერს სცენარისტი გადაწყვეტს.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

ბეჭდვა