27 ივლისი, 2014
მაკა ძაგანია მეორე შვილს ელოდება - მსახიობის პირველი კომენტარი გათხოვების შემდეგ
მაკას რჩეული 25 წლის მსახიობი გია ცერცვაძეა დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ კიდევ ერთ-ერთმა მთავარმა მოქმედმა გმირმა დატოვა. ამ შემთხვევაშიც მიზეზი საპატიო გახლავთ. ლელა მებურიშვილის შემდეგ, მაკა ძაგანიაა ფეხმძიმედ და მსახიობი სერიალში თამაშს ვეღარ გააგრძელებს.

მაკას რჩეული 25 წლის მსახიობი გია ცერცვაძეა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ყველას უმალავდა ახალ სიყვარულს, სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდებოდა მათი საერთო ფოტოები.

მაშინ ჟურნალისტებს მაკას ახალი „ლავ სთორის“ შესახებ ეჭვი გაგვიჩნდა, მაგრამ მსახიობმა ეს ინფორმაცია
არ დაადასტურა. წყვილი ცოტა ხნის წინ დაოჯახდა და მაკა უკვე ოთხი თვის ფეხმძიმეა. ეს ამბავი სერიალის შემოქმედებითი გუნდისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა.

მაკა მეორე შვილს ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ  ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებს, რამდენიმე კითხვაზე მაინც გვიპასუხა.

- მაკა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გათხოვდი, გილოცავთ.
- დიდი მადლობა.
- უკვე აღარ აქვს აზრი, რომ დამალოთ, ძალიან შეყვარებული ხართ და ბავშვს ელოდებით. გვიამბეთ, თქვენს სიყვარულზე, როდის გაიცანით გია?
- ყველა ჟურნალისტს ვუთხარი, რომ ამ თემაზე არ ვისაუბრებდი.
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ასე მოქცეულიყავით? თქვენ ყოველთვის გულახდილი რესპონდენტი იყავით.
- უბრალოდ ასე მაქვს გადაწყვეტილი. სექტემბრამდე არ ვაკეთებ ამ ყველაფერზე კომენტარს.
- როდესაც ბავშვი დაიბადება, მას შემდეგ ყველაფერს გაგვიმხელთ?
- ყველაფერზე ვერც მაშინ ვილაპარაკებ. ახლა დასვენება მინდა და არ მინდა, კომენტარები გავაკეთო ჩემს გათხოვებაზე.
- დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გამოგიშვეს. ამაზე რას იტყვით?
- ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. ყველაფერს სცენარისტი გადაწყვეტს.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
Nინა
ხო Dა იმიტომ დამალა რომ Pატარაა ქმარი 10 წლით ვერ ხვდებით? არ Uნდა საუბარიიიიიი დ. თქვენ რა Gინდათ ვერ Gავიგე, უნდათ და დაქორწინდნენ, თუ დაშორდებიან Eგეც მათი საქმეა Vააააახ
19:38 / 07-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
იფ რა ბიჭი რას მღერის რომ იცოდეთ
00:11 / 31-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
რა იყოთ ხალხო რა მოგივიდათ მერე რა რომ მაკა ასაკით ამ ბიჭზე უფროსია. იმდენი ოჯახები ვიცი ცოლები დიდები რომ არიან ქმრებზე და უბედნიერესები არიან დღემდე. თუნდა ხათუნა ჟორდანიას და ზურა ხაჩიძის წყვილი ავიღოთ 15 წლით დიდია ზურაზე და მაინც ისევ ერთად არიან და ბედნიერები. ეგრე თუ ოჯახის დანგრევაა პატარა ასკობრივი სხვაობის ოჯახები უფრო ინგრევა 1 და 2 წელი რომ არის სხვაობა. ას რომ მოეშვით უაზრო ლაპარაკს
17:14 / 30-07-2014
გამოხმაურება / 0 /
555
რა ტვინი წაიღეთ თქვენს თქვენს ოჯახებს მიხედეთ უყვართ ერთმანეთი და არიან ბედნიერები თვითონ არ აქცევენ ასაკობრივ სხვაობას ყურადღებას თქვენ რა გატლიკინებთ ამდენს მეტი საქმე არ გაქვთ? სხვისი გაკიცხვის და სხვის ცხოვრებაში ძრომიალის მეტი.ვულოცავ და დიდ ბედნიერებას ვუსურვებ მთავარია სიყვარული ასაკი და სხვა რაღაცეები უკვე მეორეხარისხოვანია,იქ სადაც გულწრფელი სიყვარულია ასაკი არაფერს არ წყვეტს
17:06 / 30-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუ ახურხურებთ რაა ყველანი ! აზრს გამოთქვავ და არიქა ბოღმა-ბოღმა,არადა სულ ღომი მახსენდება ამ სიტყვაზე, სხვა რეაქციას ჩემში არ იწვევს,ტყუილად ნუ გაირჯებით...
ანანო,ერთ შემთხვევაში (ანუ თანატოლების ამბავში ვგულისხმობ) შანსი მაინც არის რომ ყველაფერი აეწყოს 10-ზე და რისკიც ნაკლები იყოს,თუმცა 100% ანი გარანტია არც ერთ ურთიერთობას არ აქვს, ხოლო მეორე შემთხვევაში (ამხელა ასაკობრივი სხვაობა) თავშივე განწირულია ურთიერთობა! არ გვინდა ახლა თვალთმაქცური "ბაზარი"- აი თუ უყვართ და ა.შ... ჯერ ერთი კაცს 40 წლის ასაკში მეორე სუნთქვა ეხსნება,თუ ოდნავ მაინც თავს უვლის ხომ საერთოდ,ზოგი ბიჭუშკასავით არის და ამ დროს 48-49 წლის მეუღლე ? სასაცილოა უბრალოდ. დედამიწაზე ერთი ქალი არსებობს მხოლოდ ვისაც ასაკი უხდება კი არადა საერთოდ უალტერნატივო ქალია (მონიკა ბელუჩი), მეტი არ არსებობს უბრალოდ და თანაც რა იციან სიყვარული "რა ხილია" კაცებმა, განსაკუთრებით ჩვენი ერის წარმომადგენლებმა ?! ღმერთო მაპატიე, გარეგნობაზე ქილიკი ყველაზე მეტად მეზიზღება მაგრამ ამ ტიპს დააკვირდი ჰაბიტუსზე უბრალოდ, ეს ეხლა სიყვარულის ცაიმშია საერთოდ.. ?!!
14:52 / 30-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS