- გვანცა, რამდენიმე დღის წინ ''ფეისბუქზე'' დაწერე, ''თუ ვინმეს იმაზე პრეტენზია აქვს, რომ მე ბიჭები არ მომწონს, შეგიძლიათ მეგობრებიდან
- ბიჭები მაწუხებენ და ვიფიქრე, ამ სტატუსის მერე იქნებ აღარ შემაწუხონ-მეთქი. ჩემი ორიენტაცია ჩემი პირადი საქმეა და ამასთან დაკავშირებით ბევრი ლაპარაკი არ მინდა.
- სტატუსი ბევრმა ისე გაიგო, რომ გოგონები მოგწონს
- ბევრი გადაკეთებულ კაცსაც მიწოდებს (იცინის). ბოზსაც და რა ვიცი, კიდევ ათას სხვა რამეს. ოღონდ გული მოიფხანონ.
- რა თქმა უნდა, ორიენტაცია შენი უფლებაა, უბრალოდ გამიკვირდა, თუ გოგონები მოგწონს, ცოტა ხნის წინ გათხოვებას გეგმავდი?
- ვგეგმავ კიდეც. აბა, ცოლს ხომ არ მოვიყვან (იცინის).
- ?!
- დაგაბნიე?
- აშკარად. არ გინდა, უფრო გარკვევით თქვა? ისე, რომ მკითხველიც არ დაიბნეს.
- მოდი, მაშინ მკითხველს ასე ვეტყოდი. რასაც ვამბობ, მათ ყველაფერი უკუღმა ესმით. ზოგი რაღაცაში დარწმუნებულია და ზოგი კიდევ ისე აღიქვამს ყველაფერს, როგორც თვითონ უნდათ. ჩემზე რამდენიმე საოცარი კომენტარი ვნახე. წერდნენ, რომ პიარს ვიკეთებდი და კაცებს ვიზიდავდი ჩემი ლესბოსელობით. ასეთი რაღაცით როგორ შეიძლება, იზიდავდე კაცებს, როცა პირიქით ხდება ამ დროს... მე ჩემი სათქმელი ვთქვი და თუ უნდათ, პირდაპირ გაიგონ, თუ უნდათ პიარს მიაწერონ და თუ უნდათ, კაცების დასაფრთხობ საშუალებას.
სპეციალურად საიტისთვის