25 ივლისი, 2014
მაკა ზამბახიძე: ''ნუცას ნიჭიერებასთან ერთად თავისი იმიჯი აუცილებლად სჭირდება''...
ქართველები როგორც ყოველთვის არც ამჯერად ივიწყებენ კრიტიკას იურმალაში კონკურსი ''ახალი ტალღა'' დასასრულს უახლოვდება. სოციალურ ქსელში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ, რომ გამარჯვება ნუცა ბუზალაძეს ეკუთვნის. აგინებენ ფილიპ კირკოროვს, რომელმაც ნუცას ქულები ორივე ტურში უსამართლოდ დააკლო. თუმცა ქართველები როგორც ყოველთვის არც ამჯერად ივიწყებენ კრიტიკას და ნუცას კონკურსის პირველი და მეორე დღის ჩაცმულობა ბევრმა გააკრიტიკა. კონკურსზე ვესაუბრეთ, მომღერალ მაკა ზამბახიძეს. მაკას და რატი დურგლიშვილს ''ახალი ტალღა'' 2008 წელს აქვთ მოგებული.

- ნუცა ძალიან მომწონს. მოტივირებული და თავის თავში
დარწმუნებული გოგოა. ნიჭიერებასთან ერთად თავისი იმიჯი აუცილებლად სჭირდება. ასაკთან ერთად ნუცა თავის იმიჯს ალბათ დაგვანახებს. მთავარია, რომ სასტარტო ეტეპი კარგი აქვს.

მაკა ზამბახიძესთან ვრცელი ინტერვიუ, შეგიძლათ, ჟურნალ ''რეიტინგის'' ორშაბათის ნომერში იხილოთ.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS