23 ივლისი, 2014
ანრის შემდეგ კესარიასთან გადაღებული ფოტოს გამო სკანდალში კურტანა გაეხვა...
ფოტო შარშან ერთ-ერთ კლუბშია გადაღებული სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძისა და ''ჩემი ცოლის დაქალების'' მსახიობ ლაშა კურტანიძე იგივე კურტანასთან ერთად გადაღებული ფოტო გავრცელდა. ფოტო მსახიობს მეგობრებმა ''ფეისბუქის'' გვერდზე გამოუქვეყნეს. ზოგიერთმა მისმა მეგობარმა მოიწონა. ზოგი კი კითხვას სვამდა, რა ხდება თქვენს შორისო. მკითხველს შევახსნებთ, რომ მსახიობ ანრი ბიბინეიშვილს კესარიასთან გადაღებული ფოტო, ლამის კარიერის ფასად დაუჯდა. დავინტერესდით სად არის კესარიასა და კურტანას ფოტო გადაღებული და რა ხდება მათ შორის. კესარიას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ფოტო შარშან ერთ-ერთ კლუბშია
გადაღებული. ლაშა კურტანიძეს რელურად არ ვიცნობ. კლუბის გარეთ არც მინახავს არასდროს.
- ''ჩემი ცოლის დაქალებს'' არ უყურებ?
- არა, ერთი სერიაც არ მაქვს ნანახი.
- როგორ ფიქრობ, მამაკაცებთან ერთად გადაღებულ შენს ფოტოებს რატომ მოჰყვება ხოლმე ხშირად ხმაური?
- ლამაზი ვარ, კარგი ვარ და ალბათ ვერ წარმოუდგენიათ კაცი გულგრილად მიყურებდეს. კლუბში ჩემთან ერთად შეიძლება, ბევრმა გადაიღოს სურათი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან რაიმე ტიპის ურთიერთობა მომაწერონ.


მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნიკა
ეს კესაარიაა ვიგას დაეკარგა მიდის ცნობილ სახეებტან ფოტოებს იგებს და აკვეკნებს არაანაერი კავცირი არ აკ არავისტან არავინ მაგას ადამიანატ არ ტვლის კაცებს აკეტ უხდის პულს ესე ვიციტ ბიტებმა
15:11 / 25-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ჩემი ქმრის დაქალები
უხდებიან ერთმანეთს მშვენიერი წყვილია მინდა ბედნიერება უსურვო და კოველივე კარგი ისინი მართლაც ერთმანეთის ღირსნი არიან და იმსახურებენ ერთმანეთს როგორც კესო კურტანას ისე კურტანა კესოს ფერი ფერსო ამათზეა ნათქვამი დზალია უხდებით მუდამ ერთათ მენახეთ
13:45 / 24-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
იმ ანრიმ მერე ნანუკას შოუში კესოს ანომალია და ბუნების შეცდომა უწოდა..კესო ლამაზი ბიჭია მაინც ბიჭს გავს ტანით სახის მოყვანილობით.
10:01 / 24-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS