21 ივლისი, 2014
სოფო ნიჟარაძე: "ძალიან გახვედით თავს, დაკითხვაზე თქვენი ოჯახის წევრები დაიბარეთ"...
სტატიაში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალიას და სანდრა რუსლოვსის და რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსების დაბადების დღეზე სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში გაზეთ "ქრონიკაში" გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა. სტატიაში ვკითხულობთ:

"პროკურატურა მალე დაკითხავს ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებს – ბუბა კიკაბიძეს, სოფო ნიჟარაძეს, ლელა წურწუმიას, მერაბ სეფაშვილს, ნინა წკრიალაშვილს, ეკა კახიანს, ნინი ბადურაშვილს, ნინო ჩხეიძეს, ანა კეკუას, სალომე ბაკურაძეს, ნოდიკო ტატიშვილს, ნიაზ დიასამიძეს, აჩიკო გულედანს, დუეტ "ჯორჯიას" – მაკა ზამბახიძესა და რატი დურგლიშვილს და სხვა მომღერლებს. ასევე, "კომედი შოუს" მსახიობებსა და
სხვადასხვა მუსიკალური ანსამბლის წევრებს. მათ, სავარაუდოდ, მოწმის სახით დაჰკითხავენ.

"საქმე ის გახლავთ, რომ სხვადასხვა დროს გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, ამ და სხვა მომღერლებისთვის ჰონორარი გადახდილია სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან"...

სტატიაში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალიას და სანდრა რუსლოვსის და რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსების დაბადების დღეზე.

"ძალიან გახვედით თავს, დაკითხვაზე თქვენი ოჯახის წევრები დაიბარეთ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ეგღა მაკლია დაბადების დღეებზე ჰონორარით ვიმღერო?! დაბადების დღეზე გამონაკლის შემთხვევაში, მხოლოდ მეგობრების წრეში, მათი დაბადების დღის აღსანიშნავად საჩუქრად თუ მიმიძღვნია სიმღერა და ჩემი სურვილისამებრ რა თქმა უნდა. სხვა შემთხვევაში შეკვეთილი დაბადების დღეები და ჰონორარები? ნურას უკაცრავად, ჩემს თავს ცოტა ამაზე მაღლა ვაყენებ. დიდი ბოდიში სტატიის ავტორებო" - წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი


ბეჭდვა