21 ივლისი, 2014
სოფო ნიჟარაძე: "ძალიან გახვედით თავს, დაკითხვაზე თქვენი ოჯახის წევრები დაიბარეთ"...
სტატიაში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალიას და სანდრა რუსლოვსის და რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსების დაბადების დღეზე სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში გაზეთ "ქრონიკაში" გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა. სტატიაში ვკითხულობთ:

"პროკურატურა მალე დაკითხავს ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებს – ბუბა კიკაბიძეს, სოფო ნიჟარაძეს, ლელა წურწუმიას, მერაბ სეფაშვილს, ნინა წკრიალაშვილს, ეკა კახიანს, ნინი ბადურაშვილს, ნინო ჩხეიძეს, ანა კეკუას, სალომე ბაკურაძეს, ნოდიკო ტატიშვილს, ნიაზ დიასამიძეს, აჩიკო გულედანს, დუეტ "ჯორჯიას" – მაკა ზამბახიძესა და რატი დურგლიშვილს და სხვა მომღერლებს. ასევე, "კომედი შოუს" მსახიობებსა და
სხვადასხვა მუსიკალური ანსამბლის წევრებს. მათ, სავარაუდოდ, მოწმის სახით დაჰკითხავენ.

"საქმე ის გახლავთ, რომ სხვადასხვა დროს გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, ამ და სხვა მომღერლებისთვის ჰონორარი გადახდილია სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან"...

სტატიაში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალიას და სანდრა რუსლოვსის და რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსების დაბადების დღეზე.

"ძალიან გახვედით თავს, დაკითხვაზე თქვენი ოჯახის წევრები დაიბარეთ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ეგღა მაკლია დაბადების დღეებზე ჰონორარით ვიმღერო?! დაბადების დღეზე გამონაკლის შემთხვევაში, მხოლოდ მეგობრების წრეში, მათი დაბადების დღის აღსანიშნავად საჩუქრად თუ მიმიძღვნია სიმღერა და ჩემი სურვილისამებრ რა თქმა უნდა. სხვა შემთხვევაში შეკვეთილი დაბადების დღეები და ჰონორარები? ნურას უკაცრავად, ჩემს თავს ცოტა ამაზე მაღლა ვაყენებ. დიდი ბოდიში სტატიის ავტორებო" - წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
მმმ
დაკითხვა არ ნიშნას იმას რომ გიჭერენ,ადამიანი რომელიც დემოკრატიაზე ლაპარაკობს დაკითხვაზე რომ დაიბარებენ ასეთი რეაქცია არ უნდა ჰქონდეს..ვინმეზე თავის მაღლა დაყენება კიდე არ არის ჩემი აზრით კორექტული,ნუ მიაყენებ შეურაცყოფას ვინც თავის შრომით ირჩენს თავს თუნდაც დაბადების დღეზე ნამღერში ჰონორარის აღებით...ყველას არ ყავს მიშასნაირი პატრონი....
09:17 / 27-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთინო
რატომ უნდა დაკითხონ ეს მომღერლები კაცო, ამათ არც ადამიანი მოუკლავთ და არც არავისთვის ჩაუდევთ ნარკოტიკი. ვინებიც ამას აკეთებდნენ ისინი უნდა დაკითხონ კი არა ყველა დამნაშავე უკლებლივ ციხეში უნდა გაუშვა. და თუ შეიძლება ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში ნუ განვიხილავთ.
22:31 / 26-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მიშიკო
ეხლა ნუ ახურებთ. სოფო ფულს არ იღებდა მიშასგან.სოფოს სხვა მოტივაცია ჰქონდა. ეს რო ვინმეს ეტ/ყ/ვის თავს გახვედიო.
20:40 / 24-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მარო ბაბო
ნანა-ს. შენი კომენტარიდან გამომდინარე, ერთი დასკვნა შეიძლება გააკეთოს კაცმა. ძალიან გაკლია კაცის ერთი სხეული..სახელი შენ თვითონ იცი, აღარ შეგახსენებ. ხო ვარ მართალი ნანა? კი? ო გენაცვალე. მიყვარს სიმართლის მთქმელი ხალხი.
15:38 / 24-07-2014
გამოხმაურება / 0 /
tamar
Ratom xart aseti shurianebi. Chven unda vamayobdet aseti momgerlebi rom gvyavs saqartveloshi.
00:26 / 24-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS