17 ივლისი, 2014
რა საჩუქარი გაუკეთა სალომე ტეტიაშვილს გულშემატკივარმა
მანქანასაც ჩემი შრომით გამომუშავებული თანხით შევიძენ მას მერე, რაც ''X ფაქტორს'' გამოეთიშა, სალომე ტეტიაშვილმა აქტიური მუშაობა დაიწყო ზურა მოსიავას ბენდთან ერთად. ცოტა ხნის წინ მომღერალი თბილისი ქუჩებში მანქანის საჭესთანაც ვნახე. ამ ახალი ამბის გადასამოწმებლად სალომეს დავუკავშირდი.

- სალომე, ამასწინათ საჭესთან გნახე, მანქანა შეიძინე?
- არა, არ შემიძენია, ავტოსკოლაში დავდივარ და ალბათ პრაქტიკის დროს შემნიშნეთ.
- რას გეუბნება მასწავლებელი, ადვილად აითვისებო?
- კი. ზოგადად ადვილად ვითვისებ ყველაფერს, რისი სწავლაც მინდა. შესაბამისად მანქანის მართვასაც მარტივად ვსწავლობ. სიმართლე გითხრათ,
დიდი ხანია მინდოდა, მარნქანის მართვა მესწავლა. უბრალოდ, ამისთვის დრო ვერ გამოვნახე. მოხდა ისე, რომ ჩემმა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა აბონემენტი მაჩუქა, მითხრა, რომ მგულშემატკივრობს და უნდა საჩუქარი გამიკეთოს. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, სიამოვნებით მივიღე საჩუქარი.
- მართვის მოწმობას რომ აიღებ, მანქანის ყიდვაც მოგიწევს. გაქვს უკვე დანაზოგი, თუ ვინმე დაგპირდა მანქანის ჩუქებას?
- არავინ არაფერს დამპირებია. ჯერჯერობით არც დანაზოგი მაქვს. საერთოდ ყველაფერს ჩემით ვაკეთებ და მანქანასაც ჩემი შრომით გამომუშავებული თანხით შევიძენ. ამ მხრივ პრეტენზიული არ ვარ. მთავარია, ეკონომიური იყოს და ცოტა ლამაზი.
- შენს კარიერაში რა ხდება? როგორც ვიცი, ზურა მოსიავას ბენდს შეუერთდი. ახლა რა ეტაპზეა თქვენი თანამშრომლობა?
- გავერთიანდით და ყოველდღე ვმუშობთ, ვრეპეტიციობთ იმისთვის, რომ მსმენელს ხარისხიანი მუსიკა შევთავაზოთ და მუდმივად ჰქონდეთ ჩვენს საღამოებზე დასწრების სურვილი.

ჩვენს ბენდს ფუნკყ ჰოუსე ჰქვია და პარასკევს უკვე პირველი ერთობლივი საღამო გვექნება. მინდა, იმ ადამიანებს, რომელთაც სიამოვნებთ ჩემი და ზურა მოსიავას მოსმენა, არ მოვაკლო კარგი და გემოვნებიანი მუსიკა და მუდმივად ახალი სახე დავანახვო.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS