16 ივლისი, 2014
ირაკლი კუტალაძე შვილის მოსანახულებლად თბილისს ესტუმრა
საზოგადოებას კარგად ახსოვს, ნინისა და ირაკლის სკანდალურად დაშორების დეტალები ნინი ბადურაშვილის ყოფილი მეუღლე ირაკლი კულატაძე მშობლებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და შვილი ელენე კუტალაძე მოინახულა.

მამა-შვილის ერთად გადაღებული ფოტოები ახლობელმა კუტალაძეს სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ატვირთა და დაწერა ''მამას გოგო''.

პატარა ელენესთან უამრავი ფოტო აქვს გადაღებული ბებია-ბაბუასაც. როგორც ჩანს ბადურაშვილსა და კუტალაძეს შორის ურთიერთობა დათბა და მამა ბავშვის სანახავად თბილისში ჩამოდის.

Rating

საზოგადოებას კარგად ახსოვს, ნინისა და ირაკლის სკანდალურად დაშორების დეტალები. მაშინ ნინი ფეხმძიმე გახლდათ და საკმაოდ
მძიმედ გადაიტანა მისი ოჯახისადმი ხალხის ინტერესი.

Rating

ელენე უკვე პოპულარული გოგონაა და მის ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს ნინი ''ფეისბუქის'' პირად გვერდზე.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

ბეჭდვა