08 ივლისი, 2014
ვინ არის პირველი ლედი - მსოფლიოს პირველი ქალბატონების კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე გაემგზავრება
ამ ინფორმაციის გამოქვეყნებამ უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ–იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 69–ე სესიაზე სიტყვით გამოვა - ამ განცხადებას პრემიერ-მინისტრის პრესამსახური ავრცელებს. ასევე ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის წინაშე 26 სექტემბერს წარსდგება და სხვადასხვა ღონისძიებებს დაესწრება.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ–მინისტრის მეუღლე მიწვეულია მსოფლიოს პირველი ქალბატონების კონფერენციაზე First Ladies’ Global Call to Action Conference on Women and Girls’ Financial Health.

ნუნუკა თამაზაშვილი ქვეყნის გარეთ
პირველად მიიღებს ოფიციალურ ღონისძიებაში მონაწილეობას პირველი ქალბატონის ამპლუაში. ცნობილი ფაქტია, რომ ის მედიასთან არ კონტაქტობს. ინტერვიუზე არასოდეს თანხმდება და ტელეკამერების წინაც დუმილს ამჯობინებს.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნებამ უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა სოციალურ ქსელში. ბევრმა დღემდე ვერ გაიგო, ვინ არის ქვეყანაში პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა თუ ნუნუკა თამაზაშვილი

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

ბეჭდვა