16 ივნისი, 2014
რატომ აკითხავს ცირკში პრეზიდენტის ქალიშვილი ლევან ჩიჩუას
ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გავიცანით მომღერალ ლევან ჩიჩუას, იგივე თიელს ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ბევრი გულშემატკივრობს. როგორც აღმოვაჩინეთ, მათ შორისაა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი - ანა. სოციალურ ქსელში ლევანის საგულშემატრკივროდ მისული ანას რამდენიმე ფოტო გავრცელდა. ლევანს ამ თემაზე შევეხმიანეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- ლევან, ანა მარგველაშვილს დიდი ხანია, იცნობ?
- ანა დიდი ხნის წინ გავიცანი. თუ სწორად მახსოვს, მაშინ ცამეტი წლის იყო, შეიძლება უფრო პატარაც. ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გავიცანით. ანა დღემდე ჩემი ახლო მეგობარია. ''ცეკვავენ
ვარსკვლავბში'' ჩემი გულშემარტკივარია და ხშირად მოდის საგულშემატკივროდ.
- თავად ანა კარგად ცეკვავს?
- კარგად ცეკვავს. საერთოდ ცეკვა მეტნაკლებად ყველას შეუძლია, მთავარია მოინდომონ.
- ხომ არ იცი, პრეზიდენტი თუ უყურებს ''ცეკვავენ ვარსკვლავებს'' და შენ თუ გგულშემატკივრობს, რადგან მისი შვილის მეგობარი ხარ.
- ასეთი დეტალები არ ვიცი. მეგობრებთან ბევრს ვერ ვსაუბრობ. ბოლო დროს სულ დაკავებული ვარ ცეკვებით და ბევრ მეგობრობთან საერთოდ ვერ ვკონტაქტობ.
- რადგან ანას დიდი ხანის მეგობარი ხარ, ალბათ პრეზიდენტსაც იცნობ?
- არა, ანას ოჯახის წევრებს არ ვიცნობ. საქართველოში რამდენიმე წელი არ ვცხოვრობდი, ამ დროს, ანაც არ იყო საქართველოში. დიდი ხნის მეგობრები ვართ. შეხვედრას კი იშვიათად ვახერხებთ.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
რატომ აფასებს ინგა გრიგოლია ყოველთვის კარგად? იქნებ ინგას ტელეფონი რომ უჭირავს ლევანს უმესიჯებს? არ შეიძლება ესე რომ ინგამ სხვა მონაწილეები ცუდად შეაფასოს. იქნებ ნახევარ ფინალში რომ არ იყო ინგა ლევანს უმესიჯებდა? დაუმესიჯოს მაგრამ არ შეაფასოს სხვა მონაწილეები ცუდათ და ცუდი ნიშნები დაუწეროს !!!!!!
17:16 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თეა
იმედია ეს არ იქნება რეალობა და ნაცნობობით არ მოხვდება პირველობა.გაიმარჯვებს ის ვინც გირსეულია
15:23 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუკა
:D vambobdi me kai zurgi yavs am bichstqo :D exla xo ar ityvis ki myavso da ase shemdeg :D :D sxvaTashoris inga grigoliasac ARACHVEULEBRIVI URTIERTOBA AQVS PREZIDENTTANDA PREZIDENTIS SHVILTAN DA DASKVNEBI TQVEN GAMOITANET AM SHOUZEDA TVITON AM FAQTZEC ;)
13:56 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
ეს რას ნიშნავს??? ძელი დრო დაბრუნდა ხოოო?? თუ პრეზიდენტის ახლობელი ხარ და ან მისი გარემოცვის ე ი ფინალში უნდა იყო?? მაშინ პირდაპირ გადასცენ ჩიჩუას გამარჯვებულის პრიზი..
13:41 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS