04 ივნისი, 2014
გივი სიხარულიძეს კუბელი შვილი გამოუჩნდა - ''სიკვდილის წინ უთხრა, რომ ქართველი მამა ჰყავდა...''
ჩემმა შვილმა მხოლოდ ახლა მოახერხა ჩამოსვლა ''ჯიდიესის'' დილის ეთერში დღეს, 4 ივნისს, კულინარიულ ბლოკში გივი სიხარულიძე ჰყავდათ სტუმრად. მოულოდნელად, იმის მაგივრად, რომ მის მიერ მომზადებულ სალათაზე გაგვეკეთებინა აქცენტი, თბილისის კოლორიტმა გამოაცხადა, რომ მის გვერდით მდგომი შავკანიანი ახალგაზრდა მისი ახლად გამოჩენილი შვილია, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, კუბიდან ესტუმრა.
რასაკვირველია, სალათის ინგრედიენტები და მწვანე ფოთლები აღარავის ახსოვდა, გადაცემის წამყვანები შოკში ჩაცვივდნენ და ჩელე, იგივე დათო მგელაძე, რომელსაც ''ჯიდიესის'' დილის გადაცემა მიჰყავს, გაოცებული სახით, ჩართვის დასრულების შემდეგაც
ამბობდა, ბატონ გივის უნდა შევხვდე და ვკითხო, მართალია თუ არა ეს ამბავიო. რასაკვირველია, ჩვენც დავინტერესდით ამ ამბით და ბატონ გივის დავუკავშირდით. ხუმრობს თუ მართალს ამბობს, თავად გადაწყვიტეთ.

- ბატონო გივი, თქვენს შვილთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე შეკითხვა.
- მკითხე, ''დავაი''.
- ხუმრობთ თუ მართლა გყავთ კუბაზე შვილი?
- არაა ხუმრობა, მართლა მყავს კიდევ ერთი შვილი.
- მოგვიყევით თქვენი ახლად გამოჩენილი ვაჟის შესახებ.
- 1961 წელს კუბაზე ვიყავი და დედამისი გავიცანი. ამ ბიჭს ბებია რომ გარდაეცვალა, სიკვდილის წინ უთხრა, რომ ქართველი მამა ჰყავდა - გივი სიხარულიძე და მან მომძებნა. ორი დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში. ორი დღეა, რაც ვიცი მისი არსებობის შესახებ.
- ბებია დიდი ხანია გარდაიცვალა?
- ხუთი წლის წინ გარდაიცვალა და ჩემმა შვილმა მხოლოდ ახლა მოახერხა ჩამოსვლა.
- ''ჯიდიესის'' დილაში რომ ვნახე, ვერ მიგამსგავსეთ და თქვენ მაშინვე დაიჯერეთ, რომ თქვენი შვილია?
- ნამდვილად ჩემი შვილია. ტანი და აღნაგობა ჩემი აქვს.
- ამიტომაც დეენემის ანალიზს არ მოითხოვთ?
- არანაირ ანალიზს არ მოვითხოვთ.
- როგორი იყო თქვენი ემოციები, როდესაც გაიგეთ, რომ კიდევ ერთი შვილი გყავთ?
- ძალიან გამიხარდა. ორ დღეში მიწა უნდა გადავუფორმო. მცხეთის რაიონში ძალიან კარგი მიწა მქონდა და გადავუფორმებ. ყველაფერს გავუკეთებ, რომ კუბაზე კარგად იყოს.
- დედამისთან შეხვედრაზე არ გიფიქრიათ?
- დედამისი გათხოვილია და მეუღლესთან ორი შვილი ჰყავს.
- თქვენმა შვილებმა როგორ მიიღეს ძმა?
- ძალიან გაუხარდათ. ძმას უკვე საჩუქრები გაუკეთეს. კუბაზე ჭირს ცხოვრება და ძალიან გახარებულია, სიხარულით ცაში დაფრინავს, ასე რომ დავხვდით.
- თქვენს შვილს დედამ ავი რატომ დაარქვა?
- რომ შევხვდი, მე ვასწავლე, გურული ქალები ავები არიან-მეთქი. ეს სახელი იმიტომაც შეურჩია შვილს...

იხილეთ ვიდეო


მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
:-)
მოკლედ რა, ვეღარ გაიგეთ რომ შაყირობს? ნეტაი თქვენ, "სარანჩასავით" რომ შეესიეთ :-)
11:29 / 09-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
მიწის გაყიდვა უნდა ალბათ და ეს ვარიანტი მოიგონა........
10:36 / 08-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ორი დღეა ჩამოვიდა და რა კარგად იცის ქართული,ყველაფერი ესმის,თარგმანიც არ უნდა.ყოჩაღ გივი,ღადაობ როგორც შეგიძლია :))
08:29 / 08-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
თითქო კაპიროვკით გადაუყვანიათო ქაა :D
16:03 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია ცინცაძე
ბატონო გივი ავი უცხოელია და ჯერ ერთი მიწას ვერ გადაუფორმებთ ძაანაც რომ მოინდომოთ,და მეორე ან არის ან არა ეგ მართალი,მაგრამ ასეთი დახვედრა თუ მოუწყვეთ რაც უკვე ყველას მოგვიყევით,ხომ არ დაგიდგებათ კართან შვილების რიგები?
13:05 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS