28 მაისი, 2014
რა ხდება უგო ბაგრატიონსა და მერსი სულხანიშვილს შორის - ''პოზიტივი მოდის მისგან''...
უგო დიდი ხანია გახდა ქართული ბომონდური ჭორების მსხვერპლი უგო ბაგრატიონი ბაგრატიონების დინასტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლავთ. ეს სიმპათიური ახალგაზრდა ესპანეთში ცხოვრობს და, როგორც ამბობენ, იქ სასურველ სასიძოდ ითვლება. საქართველოში იშვიათად ჩამოდის. ''ფეისბუქზე'' ძალიან ცოტა ქართველი მეგობარი ჰყავს. მათ შორის არის მერსი სულხანიშვილი. სკანდალური მერსი უგოს ფოტოებს ხშირად უწონებს.

უგო დიდი ხანია გახდა ქართული ბომონდური ჭორების მსხვერპლი. ჯერ ნინო იოსელიანთან დააწყვილეს, რაც ნინომ კატეგორიულად უარყო. ახლა კი ამბობენ, რომ მერსისა და უგოს შორის რაღაც ხდება. გახდება თუ
არა საქართველოს დედოფალი მერსი სულხანიშვილი და რა ურთიერთობა აქვს პრინცთან, მოდის ბლოგერი და ტელეწამყვანი თავად გიამბობთ.

- მერსი, მორიგი ჭორი გავრცელდა შენთან დაკავშირებით. ამბობენ, უგო ბაგრატიონით არის გატაცებული და დიდი მიწერ-მოწერა აქვთო...

- (იცინის). ამ ჭორის გარდა ყველაფერს ველოდი. რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ძალიან გამამხიარულე.
- არ იცნობ უგოს?
- ვიცნობ. საერთო მეგობრები გვყავს. ივენთებზე ვხვდებით ხოლმე. არანაირი მიმოწერა არ გვაქვს.
- ბაგრატიონი ივენთებზე დადის?
- ცხადია დადის. გარდა იმისა, რომ სამეფო ოჯახის წარმომადგენელია, ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც ისევე სჭირდება განტვირთვა და მეგობრებთან ერთად დროს გატარება, როგორც ნებისმიერ ადამიანს.
- ბოლოს რომელ ივენთზე ნახეთ ერთმანეთი?
- ბესსარიონისა და დაშა მალიგინას ივენთებზე გადავიკვეთეთ.
- სად გაიცანით ერთმანეთი?
- შარდენზე, ერთ-ერთ რესტორანში.
- როგორ შთაბეჭდილება დაგრჩა უგოზე?
- უშუალო, თბილი, მეგობრული, ყურადღებიანი ადამიანია. პოზიტივი მოდის მისგან.
- მის ფოტოებზე შენი ლაიქებია, ის იშვიათად იმეგობრებს ქართველ ცნობილებს ''ფეისბუქზე'', ეჭვი აქედანაც ჩნდება...
- სიმართლე გითხრა, არც ვიცოდი, ჩემი ფოტოები რომ დაულაიქებია. ლაიქებს არ ვაკონტროლებ ''ფეისბუქზე''. როცა უგო გავიცანი, მალევე დავმეგობრდით ''ფეისბუქზეც''.
- მას კი არა, შენ გაქვს დალაიქებული მისი ფოტოები.
- მე ყველა კარგ ფოტოს ვალაიქებ, შეიძლება სულ არ ვიცნობდე ადამიანს, მომეწონოს და დავალაიქო.
- ზოგადად უგოს მსგავსი ბიჭები მოგწონს?
- ასე ვერ გეტყვი, ადამიანს რომ დავინახავ, მაშინვე არ ვწყვეტ მომწონს თუ არა. არ ვიცი.
- არ მითხრა ახლა, რომ დედოფლობაზე უარს იტყოდი.
- იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, გვარის ან წარმომავლობის, თუნდაც ფინანსების გამო ვიღაც რომ შევიყვარო.
- გამორიცხავ, რომ თქვენი ურთიერთობა მეგობრობა-ნაცნობობის ფარგლებს გასცდეს?
- არასოდეს თქვა არასოდეს. წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
მარი
მერციას ახლა შორენობა მოუნდა? იმედია უგო დავითივით გამოშტერებული არაა
12:26 / 05-06-2014
გამოხმაურება / 0 /
გუგა
მეტი გემოვნება თუ არ აქვს ამ უგო ბაგრატიონს, მაშინ ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ეს ეშმაკის მაშხალა, ჩვენ რად ვიშალოთ ნერვები
10:41 / 03-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მარგო
მოშორდი ქალო აქედან, რას გავხარ თუ იცი?
20:02 / 02-06-2014
გამოხმაურება / 0 /
შეკითხვა საიტს.
მაინტერესებს როდემდე უნდა მიდიოდეს ასეთი ერთ უჯრედიანების პიარი?
23:00 / 30-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მონარქისტი
- არ მითხრა ახლა, რომ დედოფლობაზე უარს იტყოდი. ჟურნალისტმა იმდენი მაინც არ უნდა იცოდეს (სხვას რომ თავი დავანებოთ), რომ ყველა ბაგრატიონი სამეფო კანდიდატურა არ არის?
18:15 / 30-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS