20 მაისი, 2014
ვინ ეხუტება კესარიას მკერდზე - ''შემიძლია, მათ ჩემი ''ვაჟკაცის'' ზომაც ვუთხრა''...
მხიარული ფოტო ნამდვილად არის ანრი ბიბინეიშვილი თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. დღემდე ჟურნალისტები მხოლოდ მის შემოქმედებაზე ვწერდით. მას შემდეგ, რაც ''ფეისბუქზე'' კესარია აბრამიძესთან ერთად გადაღებული სკანდალური ფოტო გამოქვეყნდა, ანრი ჩვენი ყურადღების ქვეშ მოექცა. სად გადაიღეს პიკანტური ფოტო, ამ კითხვებით მსახიობს დავურეკეთ.

- ანრი, რამდენმე წუთის წინ ''ფეისბუქზე'' შენი და კესარია აბრამიძის მხიარული და პიკანტური ფოტო გავრცელდა, ნახეთ?
- ჯერ ერთი, ეს ფოტო ჩემმა მეგობარმა გადაიღო და მეორეც ჩემს ''ფეისბუქს'' ვაკონტროლებ და რასაკვირველია, ვიცი ამ ფოტოს შესახებ.
კითხვა რაში მდგომარეობს ვერ მივხვდი. მხიარული ფოტო ნამდვილად არის.
- კესარიას კარგად იცნობ? დიდი ხანია, მასთან მეგობრობ?
- იმ კატეგორიის ადამიანი ვარ, რომლისთვისაც მთავარი მოტივაცია მხოლოდ ადამიანობაა და არა მისი ორიენტაცია. კესოსთან ვმეგობრობ და შემიძლია, მას მხოლოდ მეგობარი ვუწოდო. ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს. პრობლემა არაა. შეიძლება ბევრი ავადმახსენებელი ჰყავს ამ ადამიანს და ბევრი შეურაცხმყოფელი. მაგრამ ადამიანობა და ორიენტაცია ერთმანეთთან არაფერ შუაში არაა. პირადად მე კესარიასთან მეგობრობით თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.
- ფოტოზე ვინმემ შეიძლება, ინტიმი დაინახოს და იფიქროს, თქვენ შორის მეგობრობაზე დიდი გრძნობაა.
- სამწუხაროდ, დღევანდელი საზოგადოება სხვისი ცხოვრების განხილვითაა დაკავებული და ამით კმაყოფილდებიან. რაც ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის მისაღებია მხოლოდ ის, რომ ვინც მე მიყვარს, ის ჩემზე კარგს ფიქრობდეს. რაც შეეხება ჩემს ორიენტაციას, ვისაც აინტერესებს შემიძლია, ანბანის მიხედვით მივცე იმ ქალების სია, ვისთანაც სექსი მქონია. შემიძლია, მათ ჩემი ''ვაჟკაცის'' ზომაც ვუთხრა.
- ძალიან მაგარია, რომ ამ ყველაფერს იუმორით პასუხობთ. მადლობა კომენტარისთვის.

ქეთი დოლიძემ მსახიობი კესარია აბრამიძესთან გადაღებული ფოტოს გამო გალანძღა
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

ბეჭდვა