20 მაისი, 2014
ვინ ეხუტება კესარიას მკერდზე - ''შემიძლია, მათ ჩემი ''ვაჟკაცის'' ზომაც ვუთხრა''...
მხიარული ფოტო ნამდვილად არის ანრი ბიბინეიშვილი თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. დღემდე ჟურნალისტები მხოლოდ მის შემოქმედებაზე ვწერდით. მას შემდეგ, რაც ''ფეისბუქზე'' კესარია აბრამიძესთან ერთად გადაღებული სკანდალური ფოტო გამოქვეყნდა, ანრი ჩვენი ყურადღების ქვეშ მოექცა. სად გადაიღეს პიკანტური ფოტო, ამ კითხვებით მსახიობს დავურეკეთ.

- ანრი, რამდენმე წუთის წინ ''ფეისბუქზე'' შენი და კესარია აბრამიძის მხიარული და პიკანტური ფოტო გავრცელდა, ნახეთ?
- ჯერ ერთი, ეს ფოტო ჩემმა მეგობარმა გადაიღო და მეორეც ჩემს ''ფეისბუქს'' ვაკონტროლებ და რასაკვირველია, ვიცი ამ ფოტოს შესახებ.
კითხვა რაში მდგომარეობს ვერ მივხვდი. მხიარული ფოტო ნამდვილად არის.
- კესარიას კარგად იცნობ? დიდი ხანია, მასთან მეგობრობ?
- იმ კატეგორიის ადამიანი ვარ, რომლისთვისაც მთავარი მოტივაცია მხოლოდ ადამიანობაა და არა მისი ორიენტაცია. კესოსთან ვმეგობრობ და შემიძლია, მას მხოლოდ მეგობარი ვუწოდო. ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს. პრობლემა არაა. შეიძლება ბევრი ავადმახსენებელი ჰყავს ამ ადამიანს და ბევრი შეურაცხმყოფელი. მაგრამ ადამიანობა და ორიენტაცია ერთმანეთთან არაფერ შუაში არაა. პირადად მე კესარიასთან მეგობრობით თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.
- ფოტოზე ვინმემ შეიძლება, ინტიმი დაინახოს და იფიქროს, თქვენ შორის მეგობრობაზე დიდი გრძნობაა.
- სამწუხაროდ, დღევანდელი საზოგადოება სხვისი ცხოვრების განხილვითაა დაკავებული და ამით კმაყოფილდებიან. რაც ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის მისაღებია მხოლოდ ის, რომ ვინც მე მიყვარს, ის ჩემზე კარგს ფიქრობდეს. რაც შეეხება ჩემს ორიენტაციას, ვისაც აინტერესებს შემიძლია, ანბანის მიხედვით მივცე იმ ქალების სია, ვისთანაც სექსი მქონია. შემიძლია, მათ ჩემი ''ვაჟკაცის'' ზომაც ვუთხრა.
- ძალიან მაგარია, რომ ამ ყველაფერს იუმორით პასუხობთ. მადლობა კომენტარისთვის.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
xato
Magaze uketesi ar genaxos anri:-) :-) rac mtavaria zuzu aq da sxvas ki daanebe tavi. Vai she duyu
14:41 / 22-05-2014
გამოხმაურება / 0 /
დუნია
რაც თეატრშია ეს ანრი, ის არის ამ ფოტოზეც ))))))))) აწმყო თუ არა გცყალობს, მომავალი- შენია !
22:45 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რას ერჩით ამ ბიჭს , კესარია ნამდვილად მაგარ ფორმაშია :) როგორ გინდა კაცმა უარი თქვას? :) უნდა ვაგიარო და ნამდვილად ბევრ მადნილოსანს სჯობია მიმზიდველობით :D
18:57 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ვაიმე ანრი რა მაგარი ტიპი ხარ, ვგიჟდები შენზეე , ვაი შენს პატრონს
12:34 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
არიქა ჩაუსაფრდით ახლა ამ ბიჭს და შეავსეთ ,,ძვირფასი" კომენტარებით...რა ვისი საქმეა ვის ვისთან აქვს სურათი გადაღებული .დააბრალეთ ყველა უზნეობა!ნეტა იმაზე იფიქროთ ჩვენს ქვეყანას რა ეშველება კრავებივით რომ ვეტორღიალებით ყველას..,,უკეთესი მომავლის" მოლოდინში რეალობა რომ დავკარგეთ და ტირანებით გაივსო ქვეყანა
12:03 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS