30 მაისი, 2013
ვისთან ერთად გაიღვიძა დილით ზალიკო ბერგერმა
სახლი თავდაყირა დავაყენეთ, გასაბერი ქალებით დაწყებული, რა არ ყრია გარშემო. ''რეიტინგთან'' ინტერვიუში ზალიკო ბერგერმა იმდენი იწუწუნა, ტელეგენური ვარ, დადებითი აურა მაქვს, მაყურებელს ჩემი ეკრანზე გამოჩენა სიამოვნებს, ხალხს ვუყვარვარ და სატელევიზიო გადაცემას სიამოვნებით წავიყვანდიო, რომ გადაცემის წაყვანა ჯერ არა, მაგრამ ფილმში მონაწილეობა ინტერვიუს დაბეჭდვიდან მალევე შესთავაზეს.

Ratingირაკლი ჩხიკვაძის რეჟისორობით გადაღებულ ქართულ ფილმში ''რა მოხდა კიევში'', ზალიკო საკუთარ თავს განასახიერებს. სიუჟეტის მიხედვით, ზალიკო კიევში მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანთან ერთად ერთ საწოლში იღვიძებს. გადაღებები კიევსა და რუსთავში მიმდინარეობდა. ფილმი მაისის
ბოლოს გამოვა კინოთეატრების ეკრანებზე. რაც ყველაზე საინტერესოა, თავად ზალიკო კინოთეატრში სულ ორჯერაა ნამყოფი. მას კინოში წასვლა არ უყვარს და ფილმის ნახვა სახლში ურჩევნია.

Rating- სამსახიობო სააგენტოს ხელმძღვანელი მიშა აფხაზავა დამიკავშირდა და ამერიკული ფილმის ქართულ ვერსიაში მონაწილეობა შემომთავაზა. არაპროფესიონალი მსახიობების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და მის შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი. ფილმის პირველი ნაწილი კიევში გადავიღეთ, შემდეგი - რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ქართველი მეგობრები გუდაურში იწყებენ ქეიფს და კიევში იღვიძებენ, ისე, რომ აღარაფერი ახსოვთ. თორნიკეს და ჩემი ერთად გაღვიძების ანონსი უკვე პოპულარული გახდა და ძალიან სასაცილო მომენტია. გადაღება კიევში, ერთ-ერთ პენტჰაუსში მიმდინარეობდა, რომლის ფანჯრები მთელ კიევს გადაჰყურებს. სახლი თავდაყირა დავაყენეთ, გასაბერი ქალებით დაწყებული, რა არ ყრია გარშემო, კედლები ავაჭრელეთ, მაყურებელი ამ ყველაფერს ნახავს, მხოლოდ ჩემს პერსონაჟს ახსოვს წინა დღე. შემდეგ რუსთავში გადავინაცვლეთ, სადაც, სიუჟეტის მიხედვით, ვითომ ჩერნობილია და ბოშებმა გამიტაცეს. ფილმში ასევე საკუთარ თავს თამაშობს ფეხბურთელი გიორგი ლორია, რომელიც ასევე გატაცებული ჰგონიათ. დანარჩენი მსახიობები ძალიან სასაცილო პერსონაჟები არიან. როცა მაყურებელი ფილმს ნახავს, მერე უფრო საინტერესო იქნება გადაღებების კურიოზების მოყოლა. ჩემი გათავისუფლების სცენის გადაღებისას ბევრი დუბლი დაგვჭირდა და მანქანიდან გადმოგდებისას გვერდები დამანგრიეს. ბევრი სასაცილო მომენტია, როგორ მომათრევენ.
- როგორც ვიცი, კინოში სიარული არ გიყვარს, პრემიერაზე საკუთარი თავის სანახავად თუ წახვალ?
Rating- კინოში ალბათ სულ ორჯერ ვარ ნამყოფი და ძლივს გავძელი. საკუთარ ფილმზე ალბათ ძალიან გავერთობი. ეს ისეთი ფილმია, რეკლამას რომ ვუყურებ, უკვე ძალიან ვხალისობ. სამაგიეროდ, იმ გადაცემის ნახვა არ მიყვარს, სადაც მიწვევენ ხოლმე.
- ადვილად გაართვი თავი გადაღებებს? ეს ხომ შენი სამსახიობო დებიუტია...
- როგორც ადრე ''რეიტინგთან'' ინტერვიუში ვთქვი, სამსახიობო ნიჭს არ ვუჩივი. ფილმში ჩემი თამაშით გადამღები ჯგუფი კმაყოფილი დარჩა. ერთ-ერთი მსახიობისგან კომპლიმენტიც მივიღე, ძალიან ნიჭიერი ყოფილხარო.

ზაზა გიგაური

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ქეთი
წაკითხვა მეზარება და მოკლედ მითხარით ვისთან ერთად გაიღვიძა?
16:30 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS