25 აპრილი, 2014
რატომ გადაუხადა ნინო ძოწენიძემ ლევან მასპინძელაშვილს დაბადების დღე
თავს კომფორტულად არ ვგრძნობ პროექტის „ერთი ერთში“ მეორე სეზონი საინტერესო მონაწილეებით რომ დაკომპლექტდა ეს მეორე ტურზევე გამოჩნდა. წინა ტურის ლიდერები, დუტა სხირტლაძე და ქეთი ორჯონიკიძე მეორე ტურში ლევან მასპინძელაშვილმა უკან ჩამოიტოვა. იუბილარი მეორე ლაივის ლიდერი გახდა და მაყურებლის სიმპათიაც დაიმსახურა. ქალად გარდაქმნილმა მომღერალმა სრული შოკი მოჰგვარა მაყურებელს.

- ლევან, კონკურსები, მუსიკალური პროექტები რამდენად არის შენი. კარგად გრძნობ თავს როცა ვიღაცას ეჯიბრები?
- რომ გითხრათ, ჩემი მოწოდებაა მუსიკალური კონკურსები-მეთქი, მოგატყუებთ. პირველი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე იყო „საქართველოს
ვარსკვლავი“, სადაც სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ჩემმა თანამშრომელმა გაგზავნა ანკეტა ჩემს მაგივრად. მერე მამამ მიბიძგა, მეგობრებმა და გავრისკე. ეს იყო ჩემი პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ასეთ გადაწყვეტილებებს მარტივად არ ვიღებ. ბევრი ფიქრი და ანალიზი მჭირდება ხოლმე.
- პოპულარობა არ მოგწონს?
- ჩემი თვითმიზანი პოპულარობა არ ყოფილა, თუმცა სასიამოვნოა როცა ქუჩაში გცნობენ, გიღიმიან, სიყვარულს გამოხატავენ. თუმცა, არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. თავს კომფორტულად არ ვგრძნობ. „საქართველოს ვარსკვლავის“ შემდეგ არანაირ მუსიკალურ კონკურსში აღარ მივიღებდი მონაწილეობას, რომ არ ყოფილიყო ასეთი ფორმატი. ვერ წარმოიდგენთ რამდენად საინტერესოა გარდასახვა, სხვისი როლის მორგება.
- ორმაგად სასიხარულო იყო გუშინდელი დღე შენთვის, იყავი ლიდერი და გქონდა დაბადების დღეც. ალბათ ბევრი საჩუქარი მიიღე...
- ჩემი მეგობრები მელოდებოდნენ და მერე ყველა ერთად წავედით გასართობად. ეს ყველაზე მეტად გამიხარდა. გამიხარდა ორჯერ რომ ვიმღერე ჩემი სიმღერა. ეს მაგარი გრძნობაა, ყველა მონაწილეს ვუსურვებ ამ სიამოვნების შეგრძნებას.
- დღესაც აპირებთ შეკრებას მეგობრები?
- დღეს ნინოსთან მივდივარ. ნინო ძოწენიძის დაბადების დღეც არის. რესტორანში იხდის. ისე გამოდის რომ ნინო ძოწენიძე მიხდის დაბადების დღეს (იცინის)
- მაშ აღარ შეგაყოვნებ. წარმატებებს გისურვებ.
- მადლობა.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თეკო
ძალიან მიყვარს ეს ბიჭი! საოცრად ნიჭიერია და ძალიან კარგი ადამიანია. გულით ვუსურვებ გამარჯვებას1
14:06 / 25-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS