23 აპრილი, 2014
როგორ აუხსნა მაკა ზამბახიძეს მეუღლემ სიყვარული - ''დავრეცხავ ჭურჭელს და მივალაგებ სახლს''...
შენ შეავსე ჩემი ცხოვრების ცარიელი სული და გაყინული გული გამითბე მაკა ზამბახიძე და ვახო ჭუმბურიძე უკვე ხუთი წელია ერთად არიან. მათ შესახებ არაერთხელ გავრცელდა ჭორი, რომ დაშორდნენ. თუმცა ეს ჭორი არც ერთხელ არ დადასტურდა. რამდენიმე დღის წინ ვახომ მაკას ''ფეისბუქით'' სიყვარული აუხსნა.

''ხუთი წელი გავიდა, რაც მე და შენ დავქორწინდით და უფლის წინაშე ფიცი და ჯვარი დავიწერეთ იერუსალიმში. როგორ მალე გაირბინა წლებმა. რამდენი პრობლემა შეგვხვდა ცხოვრებაში და რამდენი სიხარული.

მე
შენ მიყვარხარ, იმაზე მეტად ვიდრე შენ წარმოგიდენია. უშენოდ ჩემი ცხოვრება ცარიელი ფორმატის ფურცელია. შენ მე დამანახე და მასწავლე თუ რა არის ერთგული სიყვარული და გვერდში დგომა.

შენ შეავსე ჩემი ცხოვრების ცარიელი სული და გაყინული გული გამითბე. მიყვარხარ უზომოდ, ჩემი ცხოვრება ხარ და ჩემი ყველაფერი.

პ.ს. წავედი ეხლა. დავრეცხავ ჭურჭელს და მივალაგებ სახლს და სადილს მოგიმზადებ. გაკოცე ბევრი''...

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

ბეჭდვა