22 აპრილი, 2014
ნინო ჩხეიძე მანჩო გიორგობიანს უჩივის?..
მძივებსაც მე ვათხოვებ, ულამაზესები მაქვს, ჩანთებსაც! ნუ, სათვალე ცოტა მენანება - გამეწელება მანჩო გიორგობიანი დიდი ხანია უკვე პოპულარობით სარგებლობს. კვირას "რუსთავი 2"-ზე "კომედი შოუში" მიშა ანდღულაძემ მისი პაროდიაც კი შეასრულა, რასაც მანჩოს გაღიზიანება მოჰყვა. სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა გადაცემის პროდიუსერებს მიმართა:

"მანდ არ მომიყვანოთთ! ვანოს ბიჭებს გადაეცით, პარიკები გაირეცხონ, კბილები გამოიხეხონ ... ტანსაცმელს მე ვათხოვებ ბოლო-ბოლო! ისე იზეპირონ და აფრქვიონ ჩემი ტექსტები.

ანონსში რაც ვნახე , მიშა ანდღულაძე , ნინო ჩხეიძეა - კოპიო - ზმურტლიანი
თმით და მანერები?! კარგით ნუუუ! ვიმეორებ, მანჩო გიორგობიანის პაროდირებისას თმა - დაბანილი (ტანიანად) ! კბილები - გახეხილი ! ტანსაცმელი ჩემზე იყოს... ძონძები - ეკრძალებათ!

მძივებსაც მე ვათხოვებ, ულამაზესები მაქვს, ჩანთებსაც! ნუ, სათვალე ცოტა მენანება -გამეწელება, მაგრამ არა უშავს, გავიმეტებ ბოლო-ბოლო.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მგლის ხახა გარანტირებული აქვთ, "ბეზ შუტოკ"- წერს .

მოგვიანებით მანჩოს ამ სტატუსს მომღერალი ნინო ჩხეიძე გამოეხმაურა:

"ამ ქალს რომ ვუჩივლო, არ შეიძლება? რა უფლებით მაყენებს შეურაცხყოფას და თავის საგაზაფხულო ნევროზს ჩემზე ანთხევს? ავად არის თუ რა როჟაა? ჰა, ჰა, ჰა" - წერს ჩხეიძე.

სალომე დადიანი
სპეციალურად "რეიტინგის" საიტისთვის
ბეჭდვა