12 აგვისტო, 2020
როგორ გამოიყურება ნოე სულაბერიძის არისტოკრატი სიდედრი - ემა ხაჟომია სილამაზით ჯანეტს ტოლს არ უდებს
ერთი წლის წინ პროდიუსერმა ნოე სულაბერიძე ჯანეტ ქერდიყოშვილზე იქორწინა და წყვილს უკვე საერთო შვილი ჰყავთ. ნოესთვის ჯანეტი მესამე ცოლია.

ჯანეტისთვის კი ნოე ოფიციალურად პირველი ქმარი, თუმცა საზოგადოებას კარგად ახსოვს ფაქტი, როდესაც ჯანეტს "მის საქართველოში" მონაწილეობისას დააბრალეს, რომ გათხოვილი იყო. მაშინ გოგონამ ოფიციალური დოკუმენტი წარადგინა, რომ არ ყოფილა ქორწინებაში.

ჯანეტს მდიდარი მშობლები ჰყავს. წლების წინ აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და მოდელის მამა მოსკოვში ცნობილი ბიზნესმენია. 

მშვენიერი ჯანეტი ფიზიკურად ძალიან ჰგავს დედას, ემა ხაჟომიას,
რომელიც საოცრად არისტოკრატული ქალბატონია და სილამაზით შვილს ტოლს არ უდებს. 

ემა ხაჟომია ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე აქტიურობს და ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს. 

Rating

Rating

Rating

ბეჭდვა