27 ივლისი, 2020
"არ მჯერა რამდენი ადამიანი მწერს და განიცდის, მაგრამ ეს რეალობა არ არის" - ქეთი წიქვაძის განმარტება "ჩცდ"-ს ბოლო სერიაზე
გუშინ ეთერში სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სერია გავიდა. მაყურებლის დიდი ნაწილი ამ სეზონის დასასრულით უკმაყოფილო დარჩა. განსაკუთრებულად გააღიზიანათ ნინას პერსონაჟმა, რომელმაც 5 შვილი დატოვა და სახლიდან გაემგზავრა, სადაც ანწლის ნაყენით სიმსივნის დამარცხებას ჰპირდებოდნენ.

საზოგადოებისთის მოულოდნელი აღმოჩნდა ბაქარისა და ლეკას დაშორებაც. სწორედ ამ თემაზე და მაყურებლის რეაქციაზე გამოაქვეყნა ვრცელი განმარტება ქეთი წიქვაძემ, რომელიც სერიალში ლეკას როლს ასრულებს.

ქეთი წიქვაძე:

"არ მჯერა რამდენი ადამიანი მწერს და განიცდის ლეკას და ბაქარის დაშორებას. მადლობა ამდენი სითბოსთვის და ყურადღებისთვის,
მაგრამ ეს რეალობა არ არის. რადგან ესე გულთან ახლოს მიგაქვთ ეს ამბავი, ესე იგი ამ პერსონაჟებმა რაღაც ელემენტარული შეძლეს და შექმნეს და ეს ყველაზე მეტად მახარებს.

რაც შეეხება კითხვას: "როდის დაიწყება ახალი სეზონი" - პასუხი ჯერ არ გვაქვს, არ ვიცით, მოვლენები როგორ განვითარდება, სიახლეებს აუცილებლად შეგატყობინებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამხელა სიყვარულისთვის" - წერს ქეთი.
ბეჭდვა