27 ივლისი, 2020
"არ მჯერა რამდენი ადამიანი მწერს და განიცდის, მაგრამ ეს რეალობა არ არის" - ქეთი წიქვაძის განმარტება "ჩცდ"-ს ბოლო სერიაზე
გუშინ ეთერში სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სერია გავიდა. მაყურებლის დიდი ნაწილი ამ სეზონის დასასრულით უკმაყოფილო დარჩა. განსაკუთრებულად გააღიზიანათ ნინას პერსონაჟმა, რომელმაც 5 შვილი დატოვა და სახლიდან გაემგზავრა, სადაც ანწლის ნაყენით სიმსივნის დამარცხებას ჰპირდებოდნენ.

საზოგადოებისთის მოულოდნელი აღმოჩნდა ბაქარისა და ლეკას დაშორებაც. სწორედ ამ თემაზე და მაყურებლის რეაქციაზე გამოაქვეყნა ვრცელი განმარტება ქეთი წიქვაძემ, რომელიც სერიალში ლეკას როლს ასრულებს.

ქეთი წიქვაძე:

"არ მჯერა რამდენი ადამიანი მწერს და განიცდის ლეკას და ბაქარის დაშორებას. მადლობა ამდენი სითბოსთვის და ყურადღებისთვის,
მაგრამ ეს რეალობა არ არის. რადგან ესე გულთან ახლოს მიგაქვთ ეს ამბავი, ესე იგი ამ პერსონაჟებმა რაღაც ელემენტარული შეძლეს და შექმნეს და ეს ყველაზე მეტად მახარებს.

რაც შეეხება კითხვას: "როდის დაიწყება ახალი სეზონი" - პასუხი ჯერ არ გვაქვს, არ ვიცით, მოვლენები როგორ განვითარდება, სიახლეებს აუცილებლად შეგატყობინებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამხელა სიყვარულისთვის" - წერს ქეთი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ტოტო
არ ვიცი ვინ გწერთ და რამდენი გწერთ,მაგრამ აშკარად ვინც გწერთ,ძირითადად ინდურ ფილმებზე აღზრდილი მგონია.
00:34 / 29-07-2020
გამოხმაურება / 0 /
...
ანუ მიზანი მიღწეულია? შრომისუნარიანი და ქმედუნარიანი მოსახლეობა ბოლომდე გამოსერიალდა? ბრავო და ბრავისიმო იდეის ავტორებს, ასე გააგრძელეთ და 2-3 წელიწადში რომელი სეზონია და ცივა თუ ცხელა, იმის შეგრძნება აღარ დარჩება...
20:38 / 28-07-2020
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ზოგადად ქვეყანაშია ასეთი მდგომარეობა-ბოროტი იმარჯვებს კეთილზე!
16:49 / 28-07-2020
გამოხმაურება / 0 /
ქ-ნ მარიამს
ლეკას სიკეთე რაში დაინახეთ.ეტყობა თქვენც ვაკელი ბრძანდებით
15:41 / 28-07-2020
გამოხმაურება / 0 /
ღმერთს ებარებოდეთ
ყველაზე გამორჩეული ინტელექტუალების ტელევიზია,მიშა მშვილდაძის გემოვნებიანი იუმორი,ლიფონავას დახვეწილი რეჟისურა ხოლო ქეთი დევდარიანი ნამდვილი მოვლენაა.ახალი სერიალი თესეა სულიერების და ადამიანობის ზეიმია
15:37 / 28-07-2020
გამოხმაურება / 1 /
ნია
:D :D :D :D :D :D :D :D :D
03:07 / 07-08-2020
TOPS