15 აპრილი, 2014
ვახო რჩეულიშვილი: "ვინც ამ შემთხვევაშიც ბოღმით მაკრიტიკებს, "გავკარი''
მათხოვარი მათხოვრად დარჩება - ეს სულის მდგომარეობაა და არა უბრალოდ სახსრებისა და ქონების დაკარგვა ''ორი ვარსკვლავის'' მორიგ საკონკურსო ტურს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. ჯერ გადაცემის მსვლელობისას პროტესტის ნიშნად თეონა კონტრიძემ დატოვა შოუ, რომელსაც ზურა ყიფშიძის მიერ მისი მისამართით გაკეთებული კომენტარები არ მოეწონა, ბოლოს კი, აუტსაიდერებში მოხვედრილი ნინას და ვახოს წყვილი დაემშვიდობა "ორ ვარსკვლავს''.

მართალია, მოგვიანებით თეონა ჟიურიში დააბრუნეს, მაგრამ ნინა და ვახო "ორ ვარსკვლავს'' გამოეთიშნენ. ეს ისედაც ცხადი იყო, რადგან შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე
ვახომ დაანონსა, რომ პროექტს დატოვებდა, რადგან ჟიურის შეურაცხმყოფელ კომენტარებს ვეღარ უძლებდა, თუმცა როგორ ჩანს, ეს მაინც კონკურსის ფარგლებში მოხდა.

მოგვიანებით, ვახომ სოციალურ ქსელში მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა:

"დღეს, პროექტიდან გავედი. ჩემი გადაწყვეტილებაა. თუმცა მიჭირდა მისი მიღება. ჩემთვის საქორწილო მოგზაურობის შემდეგ ყველაზე დიდი ზეიმი იყო ცხოვრებაში ეს შოუ. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის. განსაკუთრებით ნინას.

ხოლო ყველას, ვინც ამ შემთხვევაშიც ბოღმით მაკრიტიკებს, თუმცა გაირკვა, რომ მშენებლობის ფული და ჩემი ქონებაც ქალაქის ყოფილმა მერმა მიითვისა, გავკარი.

მათხოვარი მათხოვრად დარჩება - ეს სულის მდგომარეობაა და არა უბრალოდ სახსრებისა და ქონების დაკარგვა. ეს ცხოვრება შოუა და შოუს გაუმარჯოს: ახალგაზრდებს ხომ მაინც გავუკეთე კარგი საჩუქარი! უფალმა მისცეთ და საქართველოს ახალგაზრდობას გაუმარჯოს! ჩვენს ხელში არ დაიკარგებით და მერე თავს თავად მიხედეთ!'' - წერს რჩეულიშვილი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ეჰე
წყალნი წავლენ და წამოვლენ რჩეულიშვილ-კერვალიშვილნი დარჩებიანო!
11:37 / 21-04-2014
გამოხმაურება / 0 /
BBB
მართლაც რომ ორი ვარსკვლავის სურათი დაგიდიათ ფერი ფერსაო.....
19:24 / 19-04-2014
გამოხმაურება / 0 /
გიგი
სხვაზე გადაბრალება რა ადვილია არა ბ-ნო ვარსკვლავო?ერტხელ მაინც თქვით სიმართ-ლე კაცობაზე რომ დებთ თავს. რამდენი ხალხის ცოდვა დაიდეთ ტქვენმა ოჯახობამ და უგულავამაც, ჩვენთვის არაფერს ცვლის ვინ ვის რას გადააბრალებს.ფაქტია რომ ყველანი უსინდისოები ხართ და ჩვენი ცოდვიტ ვერ გაიხარებთ.
19:22 / 19-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ვახოს მტერი
ამ კაცს საერტოდ გარეტ არ გამოესვლება იმდენი მტერი ყავს და ტვ ხომ სასაცილოდ აიგდო თავი. რა საზიზღრობაა,მოაცილეთ ჯობია.
19:16 / 19-04-2014
გამოხმაურება / 0 /
,,,,,,
ეს შოუ მარაზმია სუფთა, და წურწუმია ხომ საერთოდ რა სულ ის კლიპი მახსნდება ეს კეკელკა კატარღაზე მარაოს რომ ინიავებს
22:01 / 17-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS