08 აპრილი, 2014
ეკა კვესიტაძე "რუსთავი 2''-ზე ახალ გადაცემას წაიყვანს
სააგენტოებმა რომ აღარ დამირეკონ და საქმე გავუადვილო, აქვე დავწერ. დავაარსე დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი რამდენიმე კვირის წინ ხმა გავრცელდა, რომ ''პირველი არხიდან'' გამოშვებული ეკა კვესიტაძე ''რუსთავი 2''-ზე იწყებდა მუშაობას. თავიდან ამბობდნენ, რომ ''კურიერ პ.ს.''-ში დათო კიკალიშვილის თანაწამყვანი გახდებოდა.

იმასაც ამბობდნენ, რომ ნაციონალების მხარდამჭერების ერთ ტელევიზიაში თავმოყრა საშიში იქნებოდა ხელისუფლებისთვის და ''რუსთავი 2'' სერიოზულ იარაღად იქცეოდა.

როგორც ჩანს, ეკა კვესიტაძის ''პ.ს''-ის თანაწამყყვანობის თემა განხილვის საგანი დიდხანს არ ყოფილა. ''პ.ს''-ის წამყვანი დათო კიკალიშვილი ჟურნალ ''რეიტინგთან'' ინტერვიუში დელიკატურად აღნიშნავდა,
რომ ეს იდეა, მაინცდამაინც არ მოსწონდა.

''გამიხარდება თუ ეკა ''რუსთავი 2''-ში დაიწყებს მუშაობას, მაგრამ მას ყოველთვის ანალიტიკური გადაცემები მიჰყავდა და ''პ.ს''- ში ვერ წარმომიდგენიაო'', ამბობდა.
დღეს კი ცნობილი გახდა რომ ეკა კვესიტაძის გადაცემა უახლოეს მომავალში გავა ეთერში. ამის შესახებ ეკამ ''ფეისბუქზე'' დაწერა.

''სააგენტოებმა რომ აღარ დამირეკონ და საქმე გავუადვილო, აქვე დავწერ. დავაარსე დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც კონტრაქტი დადო ''რუსთავი 2''-თან.
გადაცემა იქნება ანალიტიკური, საგამოძიებო ელემენტებით და ერქმევა ''განსხვავებული აქცენტები''. ჯერ პერიოდულობა ზუსტად არ ვიცით. თვეში ერთხელ ან ორჯერ გავა ეთერში კვირა დღეს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში მწერდა და მგულშემატკოვრობდა''.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ია
დიდი ხანია აღარ ვუყურებ რუსთავი 2-ს არა მარტო მე არამედ მთელი ოჯახი და თანმშრომლებიც კი.
11:31 / 09-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ალამარია
მოაშორეთ ეს წიკვინაა
11:21 / 09-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატა
მეზიზღება ეს ქალი ფუ სასჰინელი არსებაა,მარტო მე არა საქართველოში მგონი ყველას ასეთი რეაქცია აქვს ამ ქალზე..ალბათ საშინელებაა ყველას რომ არ ევასები
20:01 / 08-04-2014
გამოხმაურება / 0 /
vax
ახლა ნამდვილად დაეცემა რუსტავი2 რეიტინგი.ეს ქალი ხომ ნაცების აგენია....ნუ ვნახოტ როგორი ობიექტური იქნება მისი გადაცემა.ისე კარგი იქნება რუსტავი2 გადაერქვას სახელი და ეწოდოს ნაცების ბუდე.აბა ტქვენ რას დაარქმევდიტ?
18:26 / 08-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS