08 აპრილი, 2014
ინგა გრიგოლია "ორი ვარსკვლავის'' გამო აღშფოთებულია - "რელიგიურ ექსტაზში მყოფ ჟიურის ცოტას შევუტევდი''
იმედია, ტელევიზიას არ ვაწყენინებ ჩემი მოსაზრებით, უბრალოდ ჟიური ძალიან მომარხულე და რელიგიური ჩანს, როგორც ჩანს. დღეს მომინდა ვმჯდარიყავი ჟიურიში ''ორი ვარსკვლავის'' ქართული ტური მონაწილეებისთვის სიურპრიზით დამთავრდა. აუტსაიდერები გოგოლა კალანდაძე და მიშა ხუჯაძე შოუში დატოვეს. ჟიურის გადაწყვეტილება მოწვეულმა ჟიურის წევრმა დათო ოქიტაშვილმა აცნობა მაყურებელს ''დღეს ხარებაა და გადავწყვიტეთ, რომ ორივე მონაწილე დავტოვოთ შოუში''. ამ ამბავს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გამოეხმაურა.

''ვთქვა ჩემი აზრი? სამივე ვინც აუტსაიდერი იყო, უმაგრესები იყვნენ, მაგრამ ეი, ეს ჟიურის გადაწყვეტილება იყო ომგ. ყბა ჩამომივარდა. ხარებასასთან
ეს ფინალი რა შუაში იყო''? დაწერა ინგა გრიგოლიამ საკუთარ ''ფეისბუქზე''.

''იმედია, ტელევიზიას არ ვაწყენინებ ჩემი მოსაზრებით, უბრალოდ ჟიური ძალიან მომარხულე და რელიგიური ჩანს, როგორც ჩანს. დღეს მომინდა ვმჯდარიყავი ჟიურიში. რელიგიურ ექსტაზში მყოფ ჟიურის ცოტას შევუტევდი. და თუ მართლმადიდებელი არაა შოუს მაყურებელი და ასეთი უამრავია საქართველოში, მათთვის როგორ უნდა აიხსნას რელიგიური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილება? მარტო მართლმადიდებლები გვიყურებენ?'' - წერს ინგა.

ინგა გრიგოლიას ჟურნალისტი ეკა მიშველაძე გამოეხმაურა, რომლის შვილმა მაკო კვიტაშვილმა შოუ გასულ კვირას დატოვა. ეკას კომენტარებიდან აშკარად ჩანს, რომ ჟიურის გადაწყვეტილებით გულდაწყვეტილია. თავად მაკოს შოუს ყურების შემდეგ უთქვამს, და რადგან ხარებაა, ჩვენც რომ დაგვაბრუნონ, არ შეიძლებაო?

აშკარაა ''ორი ვარსკვლავის'' კრიტიკოსთა რიცხვი მატულობს. კრიტიკის საფუძველი კი ყოველი ტურის მერე სხვადასხვა რამ ხდება ხოლმე.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
tsiko
ძალიან მარტივადაა საქმე, მიშკას რომ ქონოდა ნაკლები ქულა, არ გაახსენდებოდათ ხარება. აბა ნაცბანდელ მძღოლ თუ მსახიობს ხომ არ გააგდებდნენ.. ,,ბეიბიც" ხომ გვახსენებს ხოლმე ,,მე ხუთიანი ვარო"...ეჭვიც არ გვეპარება, ვიცით, აბა ვინ იქნებით?...
13:42 / 23-04-2014
გამოხმაურება / 0 /
კუკრი
მე ამ კონკურსს პირველი ტურიდანვე გადავუსვი ხაზი. იმდენ კრიტიკას ვკითხულობ, ნოე სულაბერიძემ უნდა აღიაროს,რომ პროექტი ჩაფლავდა და არ არის საჭირო რიხიანი საუბარი, თითქოს ყველაფერი კარგადაა. რაა, ნოეა მაგარი და ქართველი ხალხი უვიცი?
17:41 / 13-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯ.ჩ. ს
ხოდა წადი და უყურე ისევ რუსულს რას ნერვიულობ?
17:58 / 12-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯ.ჩ.
მე ბევრჯერ მინახავს რუსული "ორი ვარსკვლავი" შედარებაც კი უხერხულია იმდენად მაღალი დონე აქვთ.აქ კი სირცხვილისგან ტელევიზორიც კი გადავრთე.სად ნახეს ამდენი უსმენო და უხმო მონაწილე. რჩეულიშვილზე კი საერთოდ არ ღირს ლაპარაკი.სისულელეა შოუა და ყველაფერი მოდისო.
13:37 / 10-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატო
ისე საქართველოში ასეთი შოუ შოუსთვისაა...იხალისეთ...ქვეყანაში რამდენი ადამიანია მუსიკალური სმენით დაჯილდოვებული, მაგრამ არა, აქ ყველაპერი უკუღმა უნდა იყოს....შოუ კიარა ცირკია
16:05 / 09-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS