27 მაისი, 2013
გუფი გოგონას მამა გახდა
გუფი მეუღლის მშობიარობასაც დაესწრო და ამით ლიდიას ტკივილი შეუმსუბუქა. გუფი, იგივე გურამ მაკალათია 7 მაისს გოგონას მამა გახდა. გუფი და ლიდია ხომენკო ბავშვის სახელზე ბევრს ფიქრობდნენ, საბოლოოდ კი არჩევანი მარიამზე შეაჩერეს.

Ratingწყვილის მეგობრები ერთად აღნიშნავენ, რომ მარიამი ძალიან ჰგავს გუფის უფროს ვაჟს სანდროს, რომელიც გუფის ტელეწამყვან თამუნა მუსერიძისგან ჰყავს. 

Ratingროგორც გავიგეთ, გუფი მეუღლის მშობიარობასაც დაესწრო და ამით ლიდიას ტკივილი შეუმსუბუქა. მუსიკოსი ამბობს, რომ სუსტი გულის ნამდვილად არ არის და მსგავსი სცენები მასზე უარყოფითად არ მოქმედებს.

Rating
პატარა მარიამ მაკალათია ძალიან მშვიდი ყოფილა. ჯერჯერობით მთელ დროს ძილში და ჭამაში ატარებს. გუფის და ლიდიას ვულოცავთ გოგონას დაბადებას და პატარას ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ.

Ratingსპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS