03 აპრილი, 2014
სკანდალი - ვინ არის ფოტოგრაფი, რომელმაც ფიროსმანის შედევრთან ქალი გააშიშვლა?
მისი ნამუშევრები ძირითადად სწორედ ნიუს ჟანრშია გაკეთებული და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქალბატონი გააშიშვლოს სხვადასხვა ''მხატვრული ჩანაფიქრის'' თანახმად ეს ფოტო სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ ინტერნეტში. დაინტერესების ერთადერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ შიშველი ქალბატონი რატომღაც ფიროსმანის ცნობილი ტილოს წინ პოზირებდა.

რასაკვირველია, დავინტერესდით ამ ''ფოტო-არტის'' ავტორის ვინაობით. აღმოჩნდა, რომ ავტორი რუსეთში ცნობილი ფოტოგრაფი რუდოლფ კარტელინია, რომელსაც იქ თავისი საკუთარი ფოტოსკოლაც აქვს.

Rating

მისი ნამუშევრები ძირითადად სწორედ ნიუს ჟანრშია გაკეთებული და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქალბატონი გააშიშვლოს სხვადასხვა ''მხატვრული ჩანაფიქრის'' თანახმად.

Rating

ეს ფოტოგრაფი ბევრ კონკურსშიც მონაწილეობს და იმარჯვებს კიდეც _ ეს არც არის გასაკვირი, დღეს ხომ სიშიშვლე და სექსი ყველაზე მოთხოვნადი თემებია. იმედია, მისი შთაგონების წყარო აღარ დაუკავშირდება ქართველების სათაყვანებელ ადამიანებს.

ბეჭდვა