03 აპრილი, 2014
სკანდალი - ვინ არის ფოტოგრაფი, რომელმაც ფიროსმანის შედევრთან ქალი გააშიშვლა?
მისი ნამუშევრები ძირითადად სწორედ ნიუს ჟანრშია გაკეთებული და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქალბატონი გააშიშვლოს სხვადასხვა ''მხატვრული ჩანაფიქრის'' თანახმად ეს ფოტო სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ ინტერნეტში. დაინტერესების ერთადერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ შიშველი ქალბატონი რატომღაც ფიროსმანის ცნობილი ტილოს წინ პოზირებდა.

რასაკვირველია, დავინტერესდით ამ ''ფოტო-არტის'' ავტორის ვინაობით. აღმოჩნდა, რომ ავტორი რუსეთში ცნობილი ფოტოგრაფი რუდოლფ კარტელინია, რომელსაც იქ თავისი საკუთარი ფოტოსკოლაც აქვს.

Rating

მისი ნამუშევრები ძირითადად სწორედ ნიუს ჟანრშია გაკეთებული და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქალბატონი გააშიშვლოს სხვადასხვა ''მხატვრული ჩანაფიქრის'' თანახმად.

Rating

ეს ფოტოგრაფი ბევრ კონკურსშიც მონაწილეობს და იმარჯვებს კიდეც _ ეს არც არის გასაკვირი, დღეს ხომ სიშიშვლე და სექსი ყველაზე მოთხოვნადი თემებია. იმედია, მისი შთაგონების წყარო აღარ დაუკავშირდება ქართველების სათაყვანებელ ადამიანებს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ლოლა
რას გვანან. ეს მეორ ხომ მთლად საშინელებაა.
23:59 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატა
სკანდალი არა ბუს კვერცხები კიდევ. მოგცლიათ ერთი.
22:36 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ირა
სად მოძებნა ეს მახინჯები,თანაც ფიროსმანის სურათთან გადაუღო,ეს არის ჩვენი მასხარად აგდება,ჩემი აზრით კულტურის სამინისტრომ პასუხი უნდა მოსთხოვოს მაგ ვაიმხატვარს ამ უმსგავსობისთვის,მაგრამ გვაქვს კი კულტურის სამინისტრო?
20:28 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS