03 აპრილი, 2014
ცნობილი ქართველების უცნაური გატაცებები - ''ბევრმა არ იცის რომ ქვეყნის პირველ ლედის უყვარს''…
ხშირად არის შემთხვევები, როცა უკვე სამსახურში აყვანილი პირადი მძღოლი ან დაცვა რამდენიმე დღეში საკუთარი ნებით გარბის გია სურამელაშვილისგან გატაცებები, ფობიები და სხვადასხვა სახის უცნაური ჩვევები ცნობილ ადამიანებსაც ახასიათებთ. ზოგს უპატრონო ცხოველების მოვლა იტაცებს, ზოგი განდიდების მანიით არის შეპყრობილი, ზოგს სიბნელის ეშინია და ა.შ. გადავწყვიტეთ ცნობილი ადამიანები უცნობი კუთხით წარმოგვეჩინა.

მაკა ჩიჩუა

ქვეყნის პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული აღმოჩნდა, ხატავს, მღერის, უკრავს, იყო ტელეწამყვანიც. ბევრმა არ იცის რომ ქვეყნის პირველ ლედის უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით
კატები. ხშირად იფარებდა უპატრონო ცხოველებს და მათ განსაკუთრებით უვლიდა. ასევე უყვარს მცენარეების მოვლა. ამბობენ, რომ სახლში სადაც მაკა ჩიჩუა ცხოვრობდა უამრავი ცხოველი ცხოვრობს და სხვადასხვა სახეობის მცენარეები ხარობს.

დუტა სხირტლაძე

თეატრი, კინო, ტელევიზია, ბიზნესი ეს არასრული ჩამონათვალია იმ სფეროების რომელშიც დუტა სხირტლაძემ საკუთარი ძალები მოსინჯა. როგორც თავად ამბობს ბავშვობიდან ბევრი რაღაცით იყო დაინტერესებული. "მე პრობლემებით სავსე ბავშვობა მქონდა, თუმცა იმ წლებში ბევრი რაღაცით ვიყავი დაინტერესებული. ბავშვობაშიც კი ყველა მიმართულების, პროფესიის ინტერესი მკლავდა. სულ რაღაცას ვჩალიჩობდი, ხან ვხატავდი, ხან მუსიკას ვუკრავდი, ვმღეროდი, მაშინ ძველბიჭობაც მოდაში იყო და მეც ვძველბიჭობდი. ხან მშვილდ–ისრით დავრბოდი, ხან აკრობატი ვიყავი, კალათბურთითაც ვიყავი გატაცებული, რაგბითაც... მათემატიკა და ფიზიკა ყველაზე მეტად მიზიდავდა. "მაზიანი" სანაძლეოებიც კარგად მახსოვს. ლექსებს, მოთხრობებს ვწერდით. მე–8 კლასში ვიყავი, როდესაც საზოგადოება "იტიოდები" დავაარსეთ. მოაზროვნე ხალხი ვიყავით და პროზაულ ნაწარმოებებსაც კი ვწერდით". სულ რამდენიმე წლის წინ კი ისტორიამ და ხრიდოლმა გაიტაცა. დაუჯერებელია, მაგრამ მსახიობი ქალაქში განთქმულია არაპუნქტუალობით. ყველა შეხვედრაზე საათობით აგვიანებს. ამ თვისების გამო ბევრჯერ მნიშვნელოვანი გადაღებებიც ჩაშლილა.

თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვან თამუნა მუსერიძეს ცარიელ ოთახში მარტო შესვლის შიში აქვს. სამაგიეროდ ხშირად დადის ღამით სასაფლაოებზე სასეირნოდ მეგობრებთან ერთად. უყვარს გველები და ზაფხულში ეყოლება კიდეც. " ზოოპარკის ეგზოტარიუმში დავდივარ ხშირად, ვგიჟდები გველებზე და ქვეწარმავლებზე. დილის ეთერში ჩართვა მქონდა და ეგზოტარიუმის უფროსი დამპირდა ზაფხულში ახალდაბადებული გველის ჩუქებას, მოუთმენლად ველოდები როდის მოვა ზაფხული. სახლში უნდა მივიყვანო გველი თუ დედაჩემი არ გამოგვაგდებს სახლიდან".

ნუკი კოშკელიშვილი

ქერათმიანი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი თმას 7 წლის ასაკიდან იღებავს. მისი ბუნებრივი თმის ფერი ყავისფერია. ცოტა ხნის წინ ნუკიმ გადაწყვიტა თმა საკუთარი პატარა დისთვის, ელენესთვისაც შეეცვალა და მასაც ქერად შეუღება თმები. როგორც თავად ტელეწამყვანმა განაცხადა, მის პატარა დას მუქი ფერის თმა არ უხდებოდა. ნუკის კიდევ ერთი უცნაური ჩვევა აქვს, გარდერობში აქვს ტანსაცმელი რომელსაც არ იცმევს, მაგრამ აუცილებლად მიაქვს როცა საზღვარგარეთ მიდის. ასეთ სამოსს ნუკი და დედამისი ბედნიერების სამოსს ეძახიან და თვლიან, რომ მუდმივად უნდა ატარონ. ბედნიერების სამოსი კი იმიტომ ჰქვია, რომ მაშინ არის შეძენილი, როცა განსაკუთრებით კარგ განწყობაზე იყვნენ.

გია სურამელაშვილი

გია სურამელაშვილის სიყვარული ოქრო–ვერცხლის მიმართ საქვეყნოდ არის ცნობილი. გია სურამელაშვილის დაცვის წევრები არაერთხელ გამხდარა ინტერნეტ–მომხმარელებში განსჯის საგანი. სურამელაშვილს დაცვის გარდა ემსახურება პირადი მძღლი, თუმცა მომღერალს ხშირად იწევს მომსახურე პერსონალის შეცვლა. სამსახურში თანამშრომლები კასტინგის შედეგად აჰყავს, უპირატესობას სიმპატიურ და ახალგაზრდა მამაკაცებს ანიჭებს. როგორც მისი მეგობრები ამბობენ ხშირად სამდღიან კასტინგებს ატარებს სურამელაშვილი მძღოლების შესარჩევად, დიდხანს ფიქრობს არჩევანის გაკეთებაზე, მაგრამ ხშირად არის შემთხვევები, როცა უკვე სამსახურში აყვანილი პირადი მძღოლი ან დაცვა რამდენიმე დღეში საკუთარი ნებით გარბის გია სურამელაშვილისგან.

თამარ ბოჭორიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
მარი
როდის მერე გახდა პირველი ლედი,სადაც გინდათ იქ თვალს ხუჩავთ.
17:57 / 07-04-2014
გამოხმაურება / 0 /
როგორ გავიგო? ნათია
54 წელია გყავს ქმარი და ..ახლა შენ ხარ ... რამდენი წლის? ამ კომენტრას რომ წერ? ალბათ 80-ს უკაკუნებ!!!!!!!!!!!!!
12:43 / 06-04-2014
გამოხმაურება / 0 /
სალი
დაიცათ ამ ცოლქმარის გარდა კიდე ვინმე ფიქრობს რომ ერთი პრეზიდენტია მეორე პირველი ლედი. ღმერთო ჩემო რა მარაზმია
20:18 / 04-04-2014
გამოხმაურება / 0 /
gocha
დეეეეეეეეედაააააააააააააა რა ინტერესნია მაინც?! განსაკუთრებით ბიცოლა გიალოს რა უყვარს და როგორ მამაკაცებს იყვანს სამსახურში!!!
16:50 / 04-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათიას
ნათია!თქვენ ხართ რიგითი მოქალაქე და გინდა ხელი მოაწერეთ,გინდა ფეხი და გინდა ათი საყვარელი გყავდეთ,არავის აინტერესებს,მაგრამ პრეზიდენტი სულ სხვაა. ბოლოსდაბოლოს რა გახდა ერთი ხელის მოწერა ან ჯვრის დაწერა თუ ასე უყვართ ერთმანეთი?!
16:45 / 04-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS