26 მარტი, 2014
რატომ მოიხადა ბოდიში ''X ფაქტორის'' კონკურსანტმა სტეფანეს შეფასების შემდეგ
თავიდანვე გაგვაფრთხილა, რომ ის წამყვანის ამპლუაში არ გამოსულა და ჟიურის წევრები წარუდგინა მაყურებელს ფილარმონიაში ''X ფაქტორი''-ს შესარჩევი ტურის ჩაწერები დაიწყო და ჩვენს არ ჩამოვრჩით მოვლებს და კონცერტს დავესწარით. ჟიურის წევრებმა უკვე აიღეს რთული მისია საკუთარ თავზე და მალე მაყურებელი ეთერში ნახავს, რამდენად ნიჭიერი კონკურსანტები მივიდნენ პროექტში, მანამდე კი ჟიურის წევრებს რამდენიმე შეკითხვა დავუსვი.

სტეფანე მღებრიშვილი:
- დღეს ჩამოვფრინდი, არ ვიყავი საქართველოში. ვიცი რომ ძალიან მაგარი ბავშვები მოვლენ, დიდი მოლოდინი მაქვს. პროფესიონალები აკეთებენ ამ შოუს და
მიხარია, აქ რომ ვარ. პროექტი იქნება ძალიან სანახაობრივი. მართალია, დღეს სატელევიზიო რეიტინგები აღარ გვაქვს ქვეყანაში...…
- უკვე გვაქვს.
- დაგვიბრუნეს? აი, რამდენ რამეს ჩამოვრჩი. გპირდებით, რომ ყველაზე რეიტინგული იქნება ეს შოუ.
- რას ველოდოთ შენგან?
- სტეფანეს. მე თამაში არ შემიძლია, არც შოუსთვის. ეს ვარ რაც ვარ.

გიორგი გაბუნია:
- მოლოდინი დიდია. ჩვენ ვნახავთ ძალიან კარგ კონკურსანტებს, სასაცილო კონკურსანტებს, ისეთებს როგორებიც საინტერესო იქნებიან მაყურებლისთვის.
- მკაცრი იქნები?
- ვიქნები მკაცრი, მაგრამ სამართლიანი.

ფილარმონიაში შეკრებილ მაყურებელს სცენაზე პირველი ვანიკო თარხნიშვილი გამოეცხადა. როგორც შევიტყვეთ, ვანიკო ამ პროექტის ''სტაფის'' წევრია. თავიდანვე გაგვაფრთხილა, რომ ის წამყვანის ამპლუაში არ გამოსულა და ჟიურის წევრები წარუდგინა მაყურებელს.

სოფო ტოროშელიძემ, გიორგი გაბუნიამ, სტეფანემ და თამთა გოდუაძემ აპლოდისმენტების ფონზე დაიკავეს მათთვის განკუთვნილი ადგილები. ამასობაში პროექტის წამყვანები, გეგა ფალავანდიშვილი და ია სუხიტაშვილიც მოგვესალმნენ სცენიდან და პირველი კონკურსანტი წარადგინეს.

''ლ''-ებით ნამღერმა ქართულმა სიმღერამ ცოტათი გააღიზიანა სოფო ტოროშელიძე. მალე სცენა ჯანმრთელმა ახალგაზრდა ბიჭმა დაიკავა. მისმა შესრულებულმა ''რამშტაინის'' ერთ-ერთმა სიმღერამ შოკში ჩააგდო მაყურებელი.

ისეთი კონკურსანტიც ვნახეთ ზედმეტი მანერულობით რომ გამოირჩეოდა. პატარა გაუგებრობა მოხდა ერთ-ერთ კონკურსანტთან დაკავშირებით. იუმორით სავსე ახალგაზრდა ინგლისურის მასწავლებელმა ბიჭმა, რომელმაც საკუთარი სიმღერა შეგვისრულა, სიმღერაში ''დაუნი'' ახსენე, რითიც შეურაცხყოფა მიაყენა დაუნის სინდრომით დაავადებულებს.

ამან სტეფანე გააღიზიანა, რის შემდეგაც კონკურსანტს ბოდიშის მოხდამ მოუწია (სამჯერ). გიორგი გაბუნიამ კი ასე შეაფასა. ერთი რაღაცის ამოღება გიწევეს და ეგ არც ისე რთული უნდა იყოსო.


სანამ მხიარული ინგლისურის მასწავლებელი რამეს ამოიღებდა სცენა გურჯაანელმა ბიჭმა, ლევან ყანდაშვილმა დაიკავა, რომელსაც საგულშემატკივროდ რაიონიდან ბებია-ბაბუა გამოჰყოლიან. სცენაზე რომ დადგა, ვიფიქრე, ''კახეთო, ჩემო კახეთოს'' იმღერებდა, მაგრამ ისეთი შოკი დამართა ყველას თავისი ინგლისურენოვანი სიმღერით, სახის მიმიკებითა და მანერებით, ჟიური აპლოდისმენტები დიდხანს არ წყდებოდა.

ერთი სიტყვით სტარტი მართლაც ეფექტური იყო. ვნახოთ რა იქნება შემდეგ.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ივანეს-ს
რა მნიშვნელობა აქვს სად ცდილობს შერმადინი კარიერის გაკეთებას?ერთაერთია ვისაც ამ პროექტთან შეხება ქონდა და დაიმსახურა კიდეც,ჯიურიში ყოფნა...საქართველოში ხომ დაფასება არ ვიცით ადამიანის! P.S. თამთას 13 წლიანი კარიერა საბერძნეთს უკავშირდება,ასე რომ უსაფუძვლოა გასასამართლებელ საბუთად იმის მოშველიება,რომ ნინი შტატებში ცდილობს კარიერის გაკეთებას!
16:46 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ლევან შენთან ვართ!!!!!
16:26 / 27-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ლევაან მჯეროდა შენიი ყოველთვის
13:07 / 27-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ივანეს
ნინი შერმადინს მართლა არ მოუგია საბერძნეთის იქს ფაქტორი, მეორეზე გავიდა, რაც ასევე ძალიან დიდი წარმატებაა, რაც შეეხება მისი ჯიურიში ყოფნას ნინი ერთი წელია უკვე ამერიკაში ცდილობს თავისი კარიერის აწყობას, ასე რომ...
12:47 / 27-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
კახელები მარტო კახეთოს მღერიან... სხვა ბევრი რამეების კეთებაც შეუძლიათ და ბევრზე ნიწიერებიც არიან....თქვენი შავი იუმორი ცოტა გამაღიზიანებელია...
11:20 / 27-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS