15 მარტი, 2014
"მასაჟის შემდეგ მას შესანიშნავი განწყობა ჰქონდა" - სააკაშვილის მასაჟისტის აღიარება
ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას უამრავი ეკლესია ნახა, რომლებსაც თურმე ვერ იტანს. ეს ერთ-ერთ ფოტოზეც კარგად ჩანს, სადაც მისი ფეხი ძველი თბილისის ფონზეა გადაღებული ეს მასალა ჟურნალ ''რეიტინგში'' 2009 წელს გამოქვეყნდა. მაშინ მთელი საქართველო სააკაშვილისა და დოქტორ დოტის შესახებ ლაპარაკობდა. ვფიქრობთ, საინტერესოა თვალი გადავავლოთ უახლოეს წარსულს და დოქტორ დოტის სკანდალური დღიური კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ.

ელიტური მასაჟისტის, სახელად დოქტორ დოტის მომსახურებით, რომლის კლიენტებიც ძირითადად ცნობილი ვარსკვლავები არიან, რამდენიმე წლის წინ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ისარგებლა. საკმაოდ ძვირად ღირებული მასაჟისტის
ასევე ძვირად ღირებული თბილისური გასაიდუმლოებული ვოიაჟის დეტალები არავისთვის გახდებოდა ცნობილი, რომ არა თვით დოტის აღიარება მისივე ინტერნეტგვერდზე, სადაც მან დაწვრილებით უამბო საიტის სტუმრებს საქართველოში ვიზიტის დეტალები.

Rating

სააკაშვილი - ყველაზე მაგარი პრეზიდენტი და უსაყვარლესი კლიენტი

სააკაშვილმა მასაჟისტი მას მერე მოიწვია საქართველოში, რაც ბერლინში ისარგებლა მისი მომახურებით. თბილისში ჩასულ სტუმარს კი მართლაც მეფურად გაუმასპინძლდა, საუკეთესო რესტორნებში, საუკეთესო სუფრებით, კერძო თვითმფრინავით და სხვა ვიპ-სერვისით. თუმცა ალბათ ჯობს, თვით დოქტორ დოტს მოვუსმინოთ, რომელმაც თავის საიტზე, დღიურებში აღწერა ყველაფერი.

პირველი ჩანაწერი სააკაშვილის შესახებ ბერლინში გაკეთდა, სადაც პრეზიდენტი ანგელა მერკელსა და კონდოლიზა რაისთან შესახვედრად ჩავიდა და, როგორც აღმოჩნდა, კიდევ ერთ ქალთან შესახვედრად გამონახა დრო. დოტის სახელსა და მისი სასწაულმოქმედი ხელების ''მადლს'' ალბათ სააკაშვილის ყურამდეც მიეღწია და გადაწყვიტა, ეცადა.

23 ივნისი, 2008 წელი

''დღეს შესანიშნავი დღე იყო. მე გავუკეთე მასაჟი დედამიწაზე ყველაზე მომხიბვლელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ის საქართველოს პრეზიდენტია და ძალიან მხიარულია ურთიერთობაში. საერთოდაც, თავდაპირველად 30-წუთიანი მასაჟი უნდოდა, მაგრამ 90 წუთის შემდეგ აღიარა, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო მასაჟი იყო. კარს უკან მცველები ელოდნენ, ტანმაღლები და ფართომხრებიანები. ერთ-ერთი მათგანი კარგად ლაპარაკობდა ინგლისურად და მითხრა, რომ მისი საყვარელი ჯგუფი ''მეტალიკაა''! ''მე როკერი ვარ!'' - დასძინა დაცვამ და ერთად მშვენიერი დრო გავატარეთ, სანამ პრეზიდენტი მუშაობას დაამთავრებდა. მანამდე საუდის არაბეთის პრინცისთვის გამიკეთებია მასაჟი და რამდენიმე მერისთვის, მაგრამ პრეზიდენტი პირველად მყავდა.

Rating

სეანსის დროს ძალიან გონებამახვილი იყო. მის მძლავრ კისერს ხელით ვეხებოდი და ვუთხარი: ''ვაუ! თქვენი კისერი ისეთი დაჭიმულია!'' მან კი მიპასუხა: ''თუ სერიოზულად გინდათ გითხრათ, მასზე რუსეთი ზის!'' ორივემ მაგრად ვიცინეთ ამ ხუმრობაზე. ძალიან კომფორტულად ვიყავი. მერე ვკითხე, იყო თუ არა ნამყოფი ჯორჯიაში, ჩვენს, ამერიკულ ჯორჯიაში, ატლანტის დედაქალაქში. გაეცინა და მითხრა: ''რასაკვირველია''.

უფრო შორსაც წავედი და ვკითხე, მოუსმენია თუ არა ოდესმე რეი ჩარლზის Georgia on my mind, თან მეცინებოდა, ასეთ სულელურ შეკითხვებს რომ ვუსვამდი. მერე ვუამბე, რომ ჩემი ოჯახი ჯორჯიის შტატში ცხოვრობს და მან მითხრა, რომ ღირდა, საქართველოში ჩავსულიყავი. დამარწმუნა, რომ თუ წავიდოდი, ყველანაირად იზრუნებდნენ ჩემს უსაფრთხოებაზე. ასე რომ, ამ ზაფხულს შეიძლება წავიდე კიდეც საქართველოში.

დაიფიცა, რომ საქართველოში ძალიან უყვართ ამერიკელები. მე კი ვუპასუხე, რომ შესაძლოა ეს ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ამერიკელები უყვართ. მიამბო, რომ ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა და ვაშინგტონში ცხოვრობდა. მისი თქმით, ეს მისი საყვარელი ადგილებია შტატებში.

Rating

მის მცველებსაც კი სახეები გაუნათდათ, როდესაც ვუთხარი, რომ ამერიკელი ვარ. პრეზიდენტთან იმაზეც ვიცინე, როგორი სერიოზულები არიან გერმანელები. გიჟებივით ვიცინოდით. მან მითხრა: ''ჩვენ, ქართველები, გერმანელების სრული ანტიპოდები ვართ''. ახლა გული აღარ მითმენს, სანამ აღმოვაჩენ იმ საიდუმლო ქვეყანას, რომელშიც სულ ხუთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი ჟურნალი ''ფლეიბოი'' (როგორც ჩანს, ცნობილი მასაჟისტისთვის ეს ქვეყნის ''განვითარების'' მთავარი კრიტერიუმია - ავტ.).
ამის შესახებ იმიტომ ავლაპარაკდით, რომ ვუთხარი, ჟურნალ ''პენტჰაუსისთვის'' ვწერ-მეთქი. ბევრი შეკითხვა დამისვა, სად ვისწავლე მასაჟი, ჩემი ოჯახისა და ცხოვრების შესახებ. ვცდილობდი, ბევრი არ მელაპარაკა მასაჟის დროს, რადგან მაშინ სუნთქვა მიხშირდება და არ მინდა, ვინმემ არასწორად გამიგოს. ხა-ხა!

მასაჟის შემდეგ მას შესანიშნავი განწყობა ჰქონდა, ჩემთან ერთად სურათებიც გადაიღო. სეანსზე ჩემი ''სონის'' კამერა არ წამიღია, ვერ ვიფიქრე, რომ ის მასაჟისტ-როკერთან სურათს გადაიღებდა, მაგრამ რატომღაც დამთანხმდა და ჩემი ტელეფონის კამერა ჩავრთე საქმეში.

ვუამბე, რომ ბევრ როკვარსკვლავს ვუკეთებ მასაჟს მაგალითად, სტინგს, Kiss-ის წევრებს, მან კი მიპასუხა: ''ოჰო, ე.ი. უნდა ვიამაყო''. ის ძალიან მაგარია. გულწრფელად მეგობრული. დაცვა ქვემოთ გაუშვა ქართული ღვინო ''მუკუზანის'' ამოსატანად და 100 ევრო გაატანა. აი, ეს არის კაცი! მას ახალი ფანი ჰყავს ჩემი სახით.

მართლა, როცა სასტუმროში მივედი პრეზიდენტთან მასაჟის გასაკეთებლად, საშინელი ქაოსი დამხვდა. დაცვის ბრბო იდგა გარეთ, შიგნით არავის უშვებდნენ, რადგან კონდოლიზა რაისი აპირებდა შესვლას. მე პოლიციელებს ვუთხარი: ''საქართველოს ახირებული პრეზიდენტი მელოდება მასაჟისთვის! შემიშვით!'' ჯერ არ დამიჯერეს, მაგრამ რაციით გადაამოწმეს და წინ გამიძღვნენ. ამ სასტუმროში კიდევ გრძელდება ღონისძიებები, ამიტომ არ შემიძლია მისი სახელის დაწერა. მე დამჯერი გოგო ვარ.

28 ივნისი

დღეს სულ ორი საათი მეძინა, გვიან მოვედი. სასტუმრო Adlon-ის კონსიერჟის ზარმა გამაღვიძა. მითხრა, რომ საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთი მასაჟი სურდა, პირდაპირ ახლა, გაფრენამდე.

იძულებული ვიყავი, უარი მეთქვა. პრეზიდენტი ან გაბრაზდება ჩემზე, ან ამას გამოწვევად მიიღებს და მართლაც მიმიწვევს საქართველოში, როგორც დამპირდა, და მიიღებს კიდევ რამდენიმე ''საუკეთესო მასაჟს მის ცხოვრებაში''. ვნახოთ. ალბათ პირველად ვთქვი ''არა'' აქ, ბერლინში, მაგრამ ორსაათიანი მოუსვენარი ძილის შემდეგ ეს მასაჟი კი არა, რაღაც საშინელება იქნება.

9 აგვისტო

ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რატომ არ გამოდიოდა კავშირზე საქართველოს პრეზიდენტი - საქართველოს რუსეთთან აქვს ომი. დამირეკა და მითხრა: ''ბოდიში, ექიმო დოტ, ძალიან მინდა მასაჟი, მაგრამ ახლა ცუდ დღეში ვარ''.

13 თებერვალი, 2009 წელი

მოკითხვა საქართველოდან, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან.
ერთი კვირაა აქ ვარ, დედამიწაზე უსაყვარლესი კლიენტის მასაჟირებისთვის (ბოდიში საიმონ კოუელ, შენ ჩამოგაგდეს პირველი ადგილიდან) - მიხეილ სააკაშვილის, რომელმაც ამ საინტერესო ქვეყანაში მიმიწვია.

ის ბედნიერია ქორწინებაში, ორი შვილის მამაა, გამუდმებით მოგზაურობს და მაინც პოულობს დროს მასაჟისთვის. მან შესანიშნავად იზრუნა ჩემზე, აქ უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს და ყველაფერი მაქვს, რაც საჭიროა.

სინამდვილეში ასეთი საშინელი ომის შემდეგ მას სურს მეტად დაიმასაჟოს მხრები, რომლებზე შემოჯდომაც რუსეთს სურს. საზიზღრები! მისტერ პრეზიდენტი ისეთი ინტელიგენტურია, გონებამახვილი, კეთილშობილი, მეგობრული და სასაცილო. გამუდმებით იცინის და მაჭმევს. ძალიან რთულია აქ ფიგურის შენარჩუნება, პირველი, რასაც მეკითხება, როცა მხედავს: ''მშიერი ხარ?'', მერე კი უამრავ საჭმელს უკვეთს. წამიკითხავს, საქართველოში სჯერათ, რომ სტუმარი ''ღვთის საჩუქარია'' და გიჟდებიან სტუმრების გამოკვებაზე.
პრეზიდენტისგან დიდი კეთილშობილება იყო, ჯერ თავისი რეზიდენციის ჩვენება სანაპიროზე ტაბულში (ლაპარაკია ბათუმზე, რომელიც მასაჟისტმა კარგად ვერ გაიგო -ავტ.), მეორე დღეს კი თბილისში ჩავფრინდით.

პრეზიდენტს იმდენი დაცვა ჰყავს, მეც გამიზიარა. მათ უბრძანა, თვალი არ მოეშორებინათ ჩემთვის, ამიტომ სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს. ისინი ყველანი ძალიან პუნქტუალურები არიან, პროფესიონალები, მათ შეიძლება დაეყრდნო, ეს მართლაც საოცარია.
კვლავ ვივახშმე პრეზიდენტთან და მის შეიარაღებულ გარემოცვასთან ერთად შესანიშნავ რესტორანში, მაგარია, როგორ ახდენენ ეს მცველები უსაფრთხოების ორგანიზებას? დანიშნულების ადგილამდე რამდენიმე კილომეტრში დგანან პოლიციელები, მცველები. ეს უსაფრთხოების მოქნილი სისტემაა. სანამ მისტერ პრეზიდენტს გავიცნობდი, ვფიქრობდი, რომ ''როლინგ სტოუნზი'' იყო ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა. ძალიან მომწონდა დაცვასთან ურთიერთობა. ჩემ გვერდით ყოველთვის იყო ერთი-ორი კარგი აღნაგობის შეიარაღებული მამაკაცი, რომლებიც კარს მიღებდნენ და ჩემ მაგივრად იხდიდნენ ფულს''.

ექიმმა დოტმა ისიც აღნიშნა, რომ მისი მაგარი სასტუმრო ქალაქისკენ საუკეთესო ხედით იყო და ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას უამრავი ეკლესია ნახა, რომლებსაც თურმე ვერ იტანს. ეს ერთ-ერთ ფოტოზეც კარგად ჩანს, სადაც მისი ფეხი ძველი თბილისის ფონზეა გადაღებული. ვერაფერს იტყვი, ასეთ ''გულითად სტუმარს'' გულითადი მასპინძლობა ნამდვილად ეკადრებოდა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ნი-ნია
მიშა-მაგარია! და,ეს ზღაპარიც მაგარი გამოგონებაა! ნეტა ვინ შეთხზა,ან ვის უკვირს მასაჟი დღეს ,რა ქაჯებივით ავარდით?! მასაჟს ვინც იკეთებს" ის სიგარეტსაც მოწევს" ,აპა??!:)))თქვენს პატრონს?! ჯერ ის დაუფასეთ რაც ქვეყნისთვის გააკეთა და მერე ილაქლაქეთ!
23:42 / 27-05-2016
გამოხმაურება / 0 /
მია
რა გატლიკინებთ მიშას დროს ქვეყნის ბიუჯეტი 11-ჯერ მაინც გაიზარდა და სრული უფლება ჰქონდა ამ ყველაფრის და თქვენ კიდე ვიღაც ტილებს იცავთ რომლებსაც ბიუჯეტში გარღვევა აქვთ და პრემიებს ირიგებენ ოხრად. ფუუ თქვენი!!
10:04 / 18-08-2014
გამოხმაურება / 0 /
გურული
მიშაია ნენა ქალებში ვის არ გოუვლია მარა მაგი ნამეტანი იკო.ამბობენ იგი ქალი იკმინებოდაო (მაგას არც შენ აკლებ) მარა რამე რომ მოეჭამა რას შობოდი მერე ნენა გვღუპავდი??????
13:33 / 14-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯავახელი
ჯერ რას გავს ეს ჩემისა- მეტრა ოცია ნახტომში.. და ეს სირი მიხუანა კიდე ჩვენი ფულებით გულაობდა..ცოცხი მაგას
11:29 / 14-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ტომბა
წარმოიდგინეთ, საქართველო-რუსეთის ომის წინა პერიოდი, უშუალოდ ომის დღეები, "მოგებული" ომის შემდგომი პერიოდი და მიხუილას მასაჟისტური ვოიაჟები. "აი, ასეთი, მხოლოდ ასეთი, მწამს პრეზიდენტი".
11:21 / 14-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS