10 მარტი, 2014
ანუკი არეშიძის ჩვენება კიევში აღარ გაიმართება – დიზაინერი პატიებას ითხოვს
თუმცა პირადი მიზეზების გამო, ჩვენს მთავარ დიზაინერ ანუკი არეშიძეს ამჯერად ჩვენების გადადება მოუწია ანუკი არეშიძემ გადადო თავისი ჩვენება, რომელიც უკრაინის მოდის კვირეულის ფარგლებში იგეგმებოდა, 16 მარტს. განცხადება ანუკის ბრენდის სახელით გაკეთდა:

''ჩვენი გუნდი გულმოდგინედ მუშაობდა ამ კოლექციის შემქნაზე, გვსურდა, 2014-2015 წლების შემოდგომა-ზამთრის მოდური სეზონის ჩვენეული ხედვა წარმოგვედგინა.

თუმცა პირადი მიზეზების გამო, ჩვენს მთავარ დიზაინერ ანუკი არეშიძეს ამჯერად ჩვენების გადადება მოუწია.

მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენებაში თითოეულ დეტალზე თავად იმუშავოს, თუმცა რაკი ამ მომენტში
ეს შეუძლებელია, გადავწყვიტეთ, ეს სეზონი გამოვტოვოთ და მორიგ მოდის კვირეულზე დავბრუნდეთ. მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის და პატიებას ვითხოვთ ამ ცვლილებებისთვის.

იმედი გვაქვს, ჩვენს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებით''.

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS