10 მარტი, 2014
ვანო ჯავახიშვილი გადაცემაში გასული ვიდეოსთვის ბოდიშს იხდის
ვიდეო ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორ მოხუც ქალბატონს საქანელა დაუდგა ვანო ჯავახიშვილის ბოლო გადაცემამ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვანოს პოპულარულ რუბიკაში, სადაც საინტერესო და სახალისო ვიდეოებს უშვებს, გავიდა ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც ყოფილი ხელისუფლების მმართველობისას იყო გადაღებული. ვანომ კი აღნიშნა, რომ ეს ფაქტი, ''ქართული ოცნების'' დროს მოხდა. ვიდეო ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორ მოხუც ქალბატონს საქანელა დაუდგა.

გადაცემას სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და ჯავახიშვილისგან ბოდიშის მოხდას და შეცდომის აღიარებას
ითხოვენ. მათ შორის არის, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველიც. მომხდარზე კომენტარი ვანო ჯავახიშვილს ვთხოვეთ.

- ვანო, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თქვენმა ბოლო გადაცემამ. ვიდეო, რომელიც ტოპ ვიდეოდ გაუშვით, ყოფილი ხელისუფლების დროს იყო გადაღებული. თქვენ კი აღნიშნეთ, რომ ორი საქანელა მოხუცებს ''ქართული ოცნების'' მოსვლის შემდეგ დაიდგა სოფელში სადაც მხოლოდ ორი მოხუცი ცხოვრობდა.
- ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ლინკი მოგვაწოდა მაყურებელმა. ვიდეოს ატვირთვის თარიღი მითითებული იყო 2013 წლის 22 სექტემბერი. მომდევნო გადაცემაში ბოდიშს მოვიხდით. თუ გაინტერესებთ, დაგეგმილად გავაკეთეთ თუ არა, ეს ყველაფერი, გეტყვით, რომ - არა. ეს იყო შეცდომა, რომელიც ყველას შეიძლება, დაემართოს და ყველას ეპატიება. ჩვენც ვაღიარებთ ჩვენს შეცდომას. მომავალში ვინმემ რომ რამე წამოგვაძახოს, ასეთი არაფერი არ გვინდა.
- მომავალში მსგავსი შეცდომა რომ არ გაიპაროს გადაცემაში, რამე ღონისძიებას ხომ არ გეგმავთ.
- ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ ხოლმე და ამ მიმართულებით უფრო დაკვირვებულები ვიქნებით, რომ მსგავსი შეწცდომა აღარ გაგვეპაროს.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
არ ეცცოდინებოდა ნამდვილად იმიტომ, რომ ჩლუნგია!
10:04 / 05-12-2017
გამოხმაურება / 0 /
დათო
ეგ იმიტომ არ იცოდი ჩემო ვანო,რომ მიშას დროს ეგეთ ვიდეოებს არ უყურუებდი,აბა იმ დროს მაგ ვიდეოზე ღადაობას რომელი თქვენგანი გაბედავდით რომც გენახათ
22:40 / 04-12-2017
გამოხმაურება / 0 /
რუუუუუუუუუუუუ
ვანო არ იცოდი ვითომ, საცოდავი ხარ....
14:36 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
რუუუუ
ბოდიში უნდა მოიხადოს, ვითომ არ იცოდა, მაგათ ყველაფერი იციან, საცოდავები ხართ.....
14:33 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ჩაინიკას
რა არ იცოდი ვანიჩკა!!!! შენ და შენმა პარტნიორებმა რა არ იცთ ამ ქვეყნად!! თქვენ ხომ ნაც. ბანდის წარმომადგენლები ხართ!!! ოგონდ ოცნება დაადანაშაულოთ და რას არ იკადრებთ. მოხუცებსაც აბუჩად იგდებთ. თუნდაც მასე ყოფილიყო მაგით მერწმუნე რეიტინგ ვერ აიმაგლებთ!!!
12:12 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS