16 თებერვალი, 2014
ხათუნა ჟორდანიას სკანდალური მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - "ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის“
მოვითხოვ მთავრობისგან, პირადად ჩემი და ჩემი თაობის მშობლების სახელით, მიიღოს უმკაცრესი ზომები, რათა აღმოფხვრას ეს უბედურება ჩვენი რეალობიდან, სანამ დაიღუპა მთელი თაობა... „კაფე გალერიში“ ბიონარკოტიკის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის ამბის გახმაურების შემდეგ, ცნობილი სახეები ბიონარკოტიკის აკრძალვის მოთხოვნით სოციალურ ქსელში სტატუსებს წერენ და პრემიერ მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით განცხადებებს ავრცელებენ.

მათ შორის გახლავთ მომღერალი ხათუნა ჟორდანია, რომელმაც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„გალერი - ჯოჯოხეთის ბუდე... რატომ არ იკეტება ეს უბედურება, სადაც მთელმა თბილისმა
იცის, რომ იყიდება ყველანაირი ნარკოტიკი. პატრონი ჰყავს თუ არა საერთოდ ამ ქვეყანას? საიდან გაჩნდა ამდენი იარაღი და ნარკოტიკი ამ ქალაქში.

როდემდე უნდა გავიღვიძო დილით, იმის შიშით, რომ გავიგებ რამე უბედურებას?.. იმედია ცილს არავინ დამწამებს იმაში, რომ ნაციონალებს მივტირი. იღუპება თაობა და კაცი პატრონი არ არის.

მივმართავ პრემიერ მინისტრს - ბატონო ირაკლი, ეს არის ჩემი პირველი და უკანასკნელი თხოვნა თქვენთან. გთხოვთ დაავალოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, მიიღოს უმკაცრესი ზომები კლუბი- გალერის წინააღმდეგ, სადაც ნარკოტიკები იყიდება (ეს ყველასთვის ცნობილია) და ამ ნარკოტიკებისგან იხოცებიან ახალგაზრდები! სავსეა ქალაქი ნარკოტიკით, და სანამ განადგურდა მთელი თაობა, აღკვეთეთ ეს მომაკვდინებელი უბედურება, სანამ ისევ განადგურდა, ახლა უკვე, ჩვენი შვილების თაობა.

პატივისცემით, ხათუნა ჟორდანია.

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანიას სტატუსი ახალგაზრდების გარკვეულმა ნაწილმა გააპროტესტა და ღიად დაუწერეს, რომ მისი შვილი, ნინი ქარსელაძეც სტუმრობს ამ კაფეს, მომღერალს განმარტების გაკეთება მოუწია.

„განმარტება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აპროტესტებენ ჩემს სტატუსს:

დიახ, ვიცი, რომ ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის. ისიც მსმენია, როგორც ამბობს, რომ ძალიან მაგარ მუსიკას უსმენს ამ კლუბში. კლუბის დახურვა, პრობლემის გადაჭრას რომ არ ნიშნავს, ესეც კარგად მესმის, მაგრამ ვაპროტესტებ იმას, რომ

1. ქალაქი სავსეა ბიო ნარკოტიკით.

2. უამრავი ახალგაზრდა მოიხმარს ამ ნარკოტიკს.

3. კლუბებში დაიშვებიან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფნი.

4. უამრავი ბავშვი ნადგურდება მორალურად და ფიზიკურად.

5. ახალგაზრდები თავისუფლად ატარებენ იარაღს, რის შედეგადაც იმატა უბედურმა შემთხვევებმა.

მოვითხოვ მთავრობისგან, პირადად ჩემი და ჩემი თაობის მშობლების სახელით, მიიღოს უმკაცრესი ზომები, რათა აღმოფხვრას ეს უბედურება ჩვენი რეალობიდან, სანამ დაიღუპა მთელი თაობა...

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 54 /
ნი_ა
იცით რას ვერ ვგებულოფ, ახალი მთავრობა რომელიც ნაცებს ადანაშაულებდა ბევრ უმსგავსო ქმედებებში, თვითონ უარესს რატომ სჩადის ეხლა როცა სათავეში არიან.... ქართველებს არაფერი გვეშველება –– უკვე ამ დასკვნამდეც მივედი.... ამდენი ნარკოტიკი, ამდენი გაუბედურებული ოჯახი ასეთი პატარა ერისთვის ნუთუ არ არის დამაფიქრებელი???? ფაქტია აღარ გვეშინოდა ღამით ქუჩაში გადაადგილების , ეხლა კი რა ხდება, გარეთ გამოყარეს ქურდები და ავაზაკები ხოდა შედეგებსაც კარგად ვხედავთ... ხმა ყველამ თუ არ ამოვიღეთ სულ მალე თბილისი ქურდების, მკვლელების, პრასტიტუტკების, ნაბოზრების და ნარკომანების ქალაქად იქცევა.....
16:36 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
Oჰოოო
რომ ამბობთ, აღზრდა ოჯახის საქმეაო მხოლოდ,თავადაც ხომ იცით ასე არაა,თუ საზოგადოება გახრწნილია ,ის ინდივიდსაც გახრწნის( გემახსოვრებათ ალბათ,ერთი დამპალი ვაშლი როგორ ალპობს მთელ კალათას) ჩემის აზრით ,სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს ისეთი ბერკეტები,რომ ცუდი ნაკლებ ხელმისაწვდომი დაგაპიარებული იყოს! იმაშიც დაგეთანხმებით,რომ მიშა მოგვენატრა!
00:21 / 24-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინა
აბსოლიტურად ვეტანხმები ხათუნა ჟორდანიას, დიახაც დაიხურის ის კაფე თ რაღაც ოხორბააა, ის მუსკა კი სხვაგან მოუსმინონ ამ ეტაპზე როგორც ვხვდები სხვა გამოსავალს ვერ ნახულობენ ეს უსუსური მთავრობა, საერტოდ არ მივტირი სააკაშვილს მაგრამ ამდენი მკვლელობა და უბედურება ნამდვილად არ ხდებოდა!!!! ნამდვილად არა! ეს რა სცოდავი ხალხი მოვიდა სათავეში და არა მარტო ეს კლუბი აფთიაქებშიც მაგრამ არავინ არაფერს აკრძალავს და იცით რატომ? იმიტომ რომ მთავრობა დგას წილში და თითონაც ირებს ფულს აი მათი შვილები რომ მოვლენ ამ ასაკამდე და მათ შეექმენებათ პრობლემა მერე არ ვიცი რას იზამენ, დაჟე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჯიბის ქურდები გამოჩდნენ უკვე
14:11 / 22-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
ვერცერტი მშობელი ვერ აუკრძალავს შვილს კაფეში სიარულს, უბრალოდ ამ შვილებს ცხოვრების ინტერესი უნდა გაუჩინოთ. საქმე უნდა გაუჩინოთ!საქარტველოში სადაც ყოველი მეორე უსაქმურია რტულია წესიერებაზე საუბარი.
04:24 / 22-02-2014
გამოხმაურება / 0 /
Dოდო
აბსოლუტურად ვეთანხმები ყველას ვინც კანონის გამკაცრებას მოიტხოვს! ქვეყანა წალეკა ნარკომანიამ და მთავრობა ხმას არ იღებს,ალბატ ისევ ხალხმა დედებმა მამებმა უნდა ამოირონ ხმა.დაიცვან შვილები და მომავალი,რარაც უნდა ვიღონოთ ხალხო!!!!!!!!
04:18 / 22-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS