14 თებერვალი, 2014
რუსეთში დაპატიმრებულ თბილისელ ჯადოქარს სერიული მკვლელობებისთვის ასამართლებენ
პატარა აბანოც ჰქონდა - ესეც კარმის გასასუფთავებლად, თოვლზე შიშვლად სირბილისთვის. მერე? თვითონვე აღიარებს, რომ საქმე ინტიმამდეც მიდიოდა მოსკოვში უკვე დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელზეც განიხილავენ თბილისელი ექსტრასენსის გოშა მარტიროსიანის საქმეს - გოშა-ჯადოქარი სერიული მკვლელი აღმოჩნდა, რომელიც მოდელ გოგონებს ნარკოტიკებით აბრუებდა და კლავდა.
როგორც კი მარტიროსიანს ხელბორკილები მოხსნეს, მაშინვე აყვირდა: ''მე მხოლოდ ვიწექი ჩემს პაციენტებთან. ნუთუ ეს დანაშაულია?''

ძიების ვერსიით, ამ ადამიანის სინდისზე მინიმუმ სამი მკვლელობაა. მარტიროსიანი 43 წლისაა. თბილისში დაიბადა და ბავშვობის წლებიც აქ გაატარა. სპეციალობით
მზარეულია. თუმცა ორჯერ არის გასამართლებული ხულიგნობისთვის. 1999 წელს გადაწყვიტა, ''ჯადოქრად'' გაესაღებინა თავი. წაიკითხა წიგნები მაგიურ რიტუალებზე, თავი ექსტრასენსად წარმოიდგინა და გაცნობის საიტებზე მალე გაჩნდა ''გოშა ჯადოქრის'' გვერდი.

- ჯადოს მოხსნა, კარმის გაწმენდა - ამ ტრადიციულ რიტუალებს ასრულებდა, - ამბობენ მოსკოველი გამომძიებლები, - იყო უფრო უცნაური შემთხვევებიც. მაგალითად, გოგოები რომელიმე ტაძარში მიჰყავდა, აიძულებდა სანთლები აენთოთ, მერე კი მსხვერპლშეწირვას ატარებდა - ტყეში ცხვარს კლავდა. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შეთავსება? მაგრამ გოგონები კმაყოფილები იყვნენ. მკერდზე სანთლის ნაღვენთებს აწვეთებდა, რაღაც ლოცვებს წარმოთქვამდა... და მათაც სჯეროდათ, რომ ამიერიდან მათ ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლებოდა.

წარმატება მალე ეწვია. თავიდან პატარა ბინა ჰქონდა ნაქირავები, მერე კი ორსართულიან სახლში გადაიტანა ოფისი. ეზოში პატარა აბანოც ჰქონდა - ესეც კარმის გასასუფთავებლად, თოვლზე შიშვლად სირბილისთვის. მერე? თვითონვე აღიარებს, რომ საქმე ინტიმამდეც მიდიოდა. არადა, მაგს ცოლი და ერთი შვილიც ჰყავს.

ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც პროვინციებიდან იყვნენ ჩამოსული მოსკოვში, გოშას მთავარი კლიენტები იყო. პოდიუმების დასაპყრობად ჩამოსულთ ხშირად არ უმართლებდათ. ვერც მდიდარ ქმარს თუ საყვარელს პოულობდნენ იოლად.

მარტიროსიანი კი ყველაფერს ჰპირდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ მაგიური რიტუალებით. კარგი ფსიქოლოგიც იყო და იოლად აჯერებდა გოგონებს. ისინიც ემეგობრებოდნენ, მირბოდნენ მასთან აურის გასაუმჯობესებლად და სხვებსაც ურჩევდნენ.

- ორმოცი-ორმოცდაათი კლიენტი ჰყავდა, - ამბობს მარტიროსიანის ადვოკატი, - მათ შორის ცნობილი მომღერლებიც იყვნენ. გვინდოდა, რომ ისინი მოგვეყვანა სასამართლოზე, მისი სიმართლის დასამტკიცებლად, მაგრამ უარი გვითხრეს.

მარტიროსიანი კარგ ფულს შოულობდა. სეანსი დაახლოებით 200 დოლარი ღირდა. თავის ცოლ-შვილს კარგად აცხოვრებდა, თვითონ ''ბეემვე''-თი დადიოდა. ხშირად მიდიოდა დასასვენებლადაც და შესანიშნავად ცხოვრობდა. მაგრამ რატომ დაიწყო გოგონების დახოცვა? ეს მის ამბავში მთავარი შეკითხვაა.

ბევრისთვის კარგ მეგობრად იქცა, შეეძლო, ყოფით საკითხებშიც მიეცა რჩევები. ხედავდა, რომ ზოგიერთებს შეეძლოთ, მილიონებიც მოეტანათ, ოღონდ კი ხელი გაეწოდებინა. როგორც ჩანს, ''ჯადოქარმა'' ვერ გაუძლო დიდი კუშის მოხსნის ცდუნებას. მან მთელი ფილოსოფია შეიმუშავა - გოგონებს არწმუნებდა, რომ ფული შინ უნდა ინახებოდეს, ასე ის სიმდიდრეს იზიდავს.

''ფულის გამრავლების რიტუალიც'' კი მოიგონა. თითქოსდა, საკმარისი იყო სოლიდურ ნაღდ ფულზე ჩაეტარებინა ჯადო, მის მფლობელს მაშინვე გაუმრავლდებოდა ქონება. გოგონებიც ხსნიდნენ ფულს საბანკო ანგარიშებიდან და მასთან მიჰქონდათ.

Rating

ერთ-ერთმა პირველმა ამგვარი ჯადოს ძალის გამოცდა ნატალია ტრაპეზნიკოვმა გადაწყვიტა, ნიჟნი ნოვგოროდიდან. ის 23 წლის იყო, უფროს კლასებში სილამაზის კონკურსებში იმარჯვებდა და სამოდელო კარიერისკენ ისწრაფოდა. 1,5 მლნ რუბლის მოგროვება მოახერხა - მანქანის ყიდვა უნდოდა. მაგრამ მანამდე გოშას დათანხმდა, კუპიურებისთვის რიტუალი ჩაეტარებინათ.

როგორც გამომძიებლები ამბობენ, 2011 წლის 21 სექტემბერს ნატალია შინ დაბრუნდა, სადაც მილიონ-ნახევარი რუბლი ეგულებოდა. ცოტა ხანში მიჰყვა მას უკან მარტიროსიანი (მისი იქ მისვლა სადარბაზოში დაყენებულმა ვიდეკამერებმა დააფიქსირეს). დილის ექვსი საათისთვის მარტიროსიანი წავიდა, გოგონა კი დილითვე იპოვეს სააბაზანოში მკვდარი. სისხლში ჰეროინის სასიკვდილო დოზა აღმოუჩინეს. ჰეროინი კუჭშიც იყო.

როგორც გაირკვა, მარტიროსიანი ნარკოტიკს ჯერ სასმელში ურევდა, მერე კი, როცა მსხვერპლი გონებას კარგავდა, ვენაშიც შეჰყავდა ჰეროინი, თითქოს ის ნარკოტიკის დოზის გადაჭარბებით გარდაიცვალა. ასეთი რამ ადვილი დასაჯერებელი იყო - სამოდელო სამყაროში ნარკოტიკის მოხმარება ნაკლებად უკვირთ. ბევრი დამწყები თუ არშემდგარი მოდელი ზის ნარკოტიკებზე - ზოგი გასახდომად, ზოგიც დეპრესიის გამო.

თუმცა ნატალიას სახლში ნაპოვნ შპრიცზე არ აღმოჩნდა თითის ანაბეჭდები, რამაც ეჭვები დაბადა.

ოთხი თვის შემდეგ მარტიროსიანმა პროცედურა კიდევ ორ გოგონასთან გაიმეორა - მარია და ნატალია აგარკოვებთან. ისინი დედა-შვილი იყვნენ კრასნოდარიდან და საბოლოოდ აპირებდნენ დედაქალაქში გადაბარგებას. 2012 წლის იანვარში ბინის საყიდლად შეგროვებული დაახლოებით 5 მლნ დოლარი მიუტანეს მაგს, რომ ბედი მიეზიდათ.

20 იანვარს დედა-შვილის გვამები მათ ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინეს. ქალების სისხლში ჰეროინის დოზა 10-ჯერ აჭარბებდა სასიკვდილოს. შესაძლოა, მაგის ანგარიშზე კიდევ ერთი მსხვერპლი იყოს - 2012 წლის იანვარში მისმა კიდევ ერთმა კლიენტმა გაანაღდა ფული და დაიკარგა. თუმცა მისი გვამი ჯერ არ აღმოუჩენიათ...

მარტიროსიანს კი ახლა სასამართლო პროცესები ელის და მოუწევს იმის დამტკიცება, რომ სერიული მკვლელობები მას არ ჩაუდენია.

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ნანა
გთხოვთ,თუ სააკაშვილის თუ სააკიანცის ბიძაშვილია მარტიროსიანი,როგორი ბიძაშვილია?დედის მხრიდან ქართველია,მამის მხრიდან სააკაშვილი,მაინტერესებს....
16:50 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
აკო მინაშვილი
გოშა მარტიროსიანს კარგად ვიცნობ! იგი ჩვენი მიშიკო სააკიანის ბიძაშვილია!
09:39 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ტასო
არ ვარ იმის მომხრე რო ადამიანი მისი ნაციონალურობიდან გამომდინარე განვსაჭო მაგრამ სომხებს მესაკუთრეობითი ბუნება ყველგან არის გამოვლენილი ჩვენს ქართულ მიწაზე ითხოვენ ავტონომიას სომხურ სკოლებს უნივერსიტეტებს ამიტომაც თურქეთში მიიგეს ის რაც მიიგეს
16:00 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
აშკარად მასეა, ასეთი დებილი და შტერი გოგოები რომ არიან, იმიტომ ტყუვდებიან
20:12 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
!!!!
ამ ხალხსაც რომ მეტი ჭკუა არ აქვთ ხოლმე, იმიტომაც ლაღად არიან ასეთი გაიძვერები და თვითმარქვიები!
16:48 / 14-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS