09 თებერვალი, 2014
ირინა შეიკი მსოფლიოს ქართველმა გია ჯიქიძემ „აჩუქა“
ასევე გია ჯიქიძის დამსახურებაა, რომ ნიჟნი ნოვგოროდში ადგილობრივ სამოდელო კონკურსზე დანახულ მშვენიერ გოგონაში - ირინა შაიხლისლამოვაში, მომავალი მსოფლიო მოდელი დაინახა, მასაც მოჰკიდა ხელი და დედაქალაქში წაიყვანა სოჭში ოლიმპიადის გახსნაზე ირინა შეიკის გამოსვლას და ქართული დელეგაციის გამოსვლისას საქართველოს რუკის „დაბინდვას“ საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ირინა შეიკს, რომელიც აქამდე ქართველების დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა, „ფეისბუქის“ გვერდზე უამრავი ქართველი სწერდა ერთსა და იმავე ტექსტს: „აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველო!!!“

ირინასგან განსაკუთრებულად გვეწყინა ქართველებს, რადგან ცნობილია, რომ ირინას ბევრი ქართველი
მეგობარი ჰყავს. რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელებით მისი და ირაკლი ფირცხალავას მიერ შესრულებული „განდაგანაც“ გავრცელდა, ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის ჩვენებაზე გამოსვლას სიხარულით დათანხმდა და თბილისშიც კი იმყოფებოდა თავის სასიძოსთან, რონალდუსთან ერთად.

„რეიტინგს“ არაერთხელ დაუწერია, თუ საიდან მოდის ირინას ქართველებისადმი სიყვარული. ამას ღრმა ფესვები აქვს და ერთი პროვინციელი გოგონას კარიერის დასაწყისს უკავშირდება. ის გოგონა ირინა შაიხლსილამოვა იყო, რომელიც სწორედ ქართველმა მამაკაცმა აღმოაჩინა და მსოფლიოს „აჩუქა“ წარმატებული და მომხიბვლელი მოდელი ირინა შეიკი.

ეს ადამიანი სკაუტი გია ჯიქიძე, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, არა მხოლოდ ირინას აღმომჩენია. სწორედ მას უპოვია და უქცევია ტოპმოდელებად ნატალია ვოდიანოვა, ეკატერინა ელიზაროვა და არაერთი სხვა. 

გია ჯიქიძე საერთაშორისო სამოდელო სააგენტო გრეის მოდელ ვორლდ-ის პრეზიდენტი იყო - რუსი მოდელების პირველი და ერთადერთი აგენტი დასავლეთში. იგი 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი სიკვდილის გარემოებები დღემდე უცნობია - ოფიციალური ვერსია გულის შეტევაა.

გია ჯიქიძე კრასნოდარში დაიბადა, ცნობილი სკაუტი იყო. სანამ თავის სააგენტოს დააარსებდა, სამოდელო სააგენტო ვივა-ში მუშაობდა. ამ სააგენტოს დავალებით ეძებდა მოდელებს რუსეთსა და უკრაინაში. მახვილი თვალისა და განსაკუთრებული ალღოს წყალობით, მას მართლაც შეეძლო ნამდვილი მარგალიტების პოვნა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბებზე გადიოდნენ.

მისი აღმოჩენილები არიან ნატალია ვოდიანოვა და ირინა შეიკი. ეს გოგონები, რუსეთის პროვინციიდან, სწორედ ამ კაცის წყალობით გავიდნენ ჯერ რუსეთის დედაქალაქში, მერე კი მსოფლიო პოდიუმებზე და მაღალანაზღაურებად ტოპმოდელთა შორის მოხვდნენ. ასევე გიას აღმოჩენილები არიან „მის რუსეთი-90“ ვიქტორია დრონოვა, ტოპ-მოდელი ინა ზობოვა, კატია ელიზაროვა, ევგენია ვოლოდინა, ელენა მელნიკი, ოლგა შერერი.

გარდა იმისა, რომ ეს კაცი ნამდვილი პროფესიონალი იყო, ახერხებდა, ყველა გოგონასთან საოცრად თბილი ურთიერთობები შეენარჩუნებინა და ყველა მათგანი დღემდე განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს მათზე მზრუნველ აგენტს.

Rating

„შესანიშნავი სკაუტი იყო... თუმცა ალბათ ერთადერთი ბუკერი, რომელიც უბრალოდ კი არ ეძებდა მოდელებს, მათ გამო განიცდიდა კიდეც“, - იხსენებს ნატალია ვოდიანოვა, რომელიც გიამ გაიყვანა პროვინციული ქალაქიდან, სააგენტოში გაუკეთა პორტფოლიო და სულ ცოტა ხანში გერმანულ „ელთან“ დაადებინა კონტრაქტი. ამის შემდეგ დაიწყო მისი აღმასვლა.

ასევე გია ჯიქიძის დამსახურებაა, რომ ნიჟნი ნოვგოროდში ადგილობრივ სამოდელო კონკურსზე დანახულ მშვენიერ გოგონაში - ირინა შაიხლისლამოვაში, მომავალი მსოფლიო მოდელი დაინახა, მასაც მოჰკიდა ხელი და დედაქალაქში წაიყვანა.

გია ჯიქიძის შემდეგ მისი საქმე მისმა დისშვილმა ნინო ჯიშიაშვილმა გადაიბარა, სწორედ ის ხელმძღვანელობს ამჟამად სააგენტოს გრეის მოდელ ვორლდს.

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
Geo-Fan
ვერაფრით მივხვდი ირინა შეიკმა რა დაგვიშავა და განაწყენებული რატომ უნდა ვიყოთ, მით უმეტეს ქართველების მიმართ კეთილგანწყობის გარდა არაფერი გამოუხატავს ამ გოგოს! იქნებ ამიხსნათ ვინმემ.
18:40 / 10-02-2014
გამოხმაურება / 0 /
alan's psychedelic breakfast
რა გეწყონათ გამაგებინეთ რა?! რა შუაშია ირინა შეიკი რუკის დაბინდვასთან? ან რუსეთს არ უნდა უგულშემატკივროს? ეგრე დოყლაპია სააკაშვილი გვყავდა პრეზიდენტად, მაგრამ ის 9 წელი არ უნდა გვებალეშიკა ქართველი სპორცმენებისთვის? იმენა სამაძანგლეთი ვართ რა!
11:01 / 10-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ia
ძაან იცის გამოშტერებულმა ირინა შეიკმა რა არის ოსეთი ან აფხაზეთი, ღმერთს სილამაზე მიუცია და უტვინო თავი ეს რა დასაწერი სტატია იყო საერთოდ
07:26 / 10-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გჰჰ
ჯიქიძე არა ჯიქიაა გვარად :)
23:40 / 09-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ვასო
კი მარა რა ქნა ეგეთი დროშა ეჭირა ავტომატი ხო არა. ჩვენები რატო წავიდნენ მაგაზე ილაპარაკეთ რა მიარბენინებდათ
21:07 / 09-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS