07 თებერვალი, 2014
თაკო გაჩეჩილაძე ვალენტინობას მოსკოვში ნინი ბადურაშვილის ქმრის ბარში იმღერებს
ამომწურავად გიპასუხეთ ყველა კითხვაზე და ნუ დამიწყებთ პატრიოტობაზე და რაღაც სისულელეებზე მოწერას მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე პირველ თებერვალს რუსეთის დედაქალაქში გაემგზავრა. ამის შესახებ, ინფორმაცია თაკომ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

''ოკუპანტებთან მიდიხარ?'' - დაუწერა კომენტარი ერთ-ერთმა მეგობარმა მომღერალს. ''არა, მე ჩემებთან მივდივარ'', - ასეთი იყო თაკოს პასუხი.

''პუტინი აქაც არ უნდათ რუსებს. რა მინდა? ჯერ ერთი მიყვარს მოსკოვი, მეორეც ბიძაჩემი ცხოვრობს აქ თავისი ოჯახით. მესამე - ქეთა და ძალიან ბევრი მეგობარი ცხოვრობს აქ. იმედია ამომწურავად გიპასუხეთ
ყველა კითხვაზე და ნუ დამიწყებთ პატრიოტობაზე და რაღაც სისულელეებზე მოწერას'' - მოგვიანებით, ასე უპასუხა მის მიმართ გაჩენილ კითხვებს თაკომ.

დღეს, კი სოციალურ ქსელში კონცერტის პლაკატი გავრცელდა. კაფე-რესტორანი ''სექტემბერი'' 14 თებერვალს სიყვარულის დღის აღსანიშნავად ქართული ესტრადის სუპერდივა თაკო გაჩეჩილაძეს უმასპინძლებს.

პლაკატზე მაგიდების დასაჯავშნად რესტორნის ნომერია მითითებული. როგორც ჩანს, მომღერალი მინიმუმ 14 თებერვლის ჩათვლით მოსკოვში დარჩება. გააგრძლებს თუ არა თაკო კარიერას რუსეთის დედაქალაქში მეგობარი ქეთა თოფურიას მსგავსად. ამ თემაზე გაჩეჩილაძე ჯერჯერობით კომენატარს არ აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ კაფე-ბარი „სექტემბერი“ ნინი ბადურაშვილის ყოფილ ქმარს, ირაკლი კუტალაძეს ეკუთვნის.

Rating

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
თეო
აქ არავინ უსმენს მაგას და იქ გინდათ გადარიოთ რუსები?
14:08 / 11-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ფუ თქვენ,
ა, მესმის შური და ღვარძლი
12:11 / 11-02-2014
გამოხმაურება / 0 /
abuka
სუპერდივა :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D
13:42 / 10-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატო
რა სუპერდივა, ნუ გამაგიჟეთ ხალხოოო.. მოგვეჭრა თავი.. არ რცხვენია მაინც ასე რომ უწერია თავის თავზე? ვაიმეე
17:47 / 09-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკო
წარმატებები თაკო, ნიჭიერი გოგო ხარ!!!
14:22 / 09-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS