04 თებერვალი, 2014
როგორ ებრძვიან უცხოეთში ქართველ კანონიერ ქურდებს - რაზე აიყვანეს კიევში ''ყურშა''
ორ ათეულზე მეტი ქურდი დაიკითხა ბრეტანის სხვადასხვა ქალაქში. მათი ხელმძღვანელი კი ახლახან აიყვანეს რენის ერთ-ერთ გარეუბანში, საკუთარ ბინაში ბოლო პერიოდი განსაკუთრებით აქტიური გამოდგა დანაშაულებრივი სამყაროს წინააღმდეგ მებრძოლებისთვის. სხვა კრიმინალებთან ერთად, არც ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყებიათ. ამ სფეროში კი, ვისთვის სამწუხაროდ და ვისთვის - საბედნიეროდ, კვლავ უდაოდ ლიდერობენ ქართველები.

23 იანვარს მოსკოვში დაიჭირეს ე.წ. კანონიერი ქურდი ოთარ ტოტოჩია, მეტსახელად ''ბატია''. მას ყალბი რუსული პასპორტი ჰქონდა თან. სამართალდამცველებმა მალე გაარკვიეს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული
ქურდია საქართველოში, რამდენჯერმე ნასამართლევი. ამ მომენტში მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე, თუმცა ძიებას იმედი აქვს, რომ სხვა ბრალდებებიც ამოტივტივდება.

ამავე პერიოდში კიევში აიყვანეს ერთდროულად რამდენიმე ქურდი, წარმოშობით ქუთაისელები. სამართალდამცველების ყურადღება მიიპყრო რესპექტაბელურმა ბმვ-მ. რომლითაც ქუთაისელები გადაადგილდებოდნენ. მგზავრებს შორის უკრაინელმა სამართალდამცველებმა ამოიცნეს მათი ''ძველი ნაცნობი'', 39 წლის პოლიკარპე ჯანელიძე, რომელიც შარშან სექტემბერში იქნა დეპორტირებული უკრაინიდან. მეორე მგზავრი აღმოჩნდა 41 წლის ''კანონიერი ქურდი'' ვლადიმერ ჯავახაძე, მეტსახელად ყურშა ან ვალერა კუტაისკი.

Rating

მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი ცნობილია, ჯავახაძე ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს და თითქმის არ ჩანს გახმაურებულ საქმეებში. ფაქტობრივად არ ჩავარდნია ხელში მილიციას ე.წ. ოდესის სხოდკის შემდეგ (1998 წელს). გავრცელებული მონაცემებით, სწორედ ყურშამ ''მონათლა'' 2002 წელს პოლიკარპე.

თვით ჯავახაძის კორონაცია კი 39 ცნობილი ქუთაისელი ქურდის დათო სებისკვერაძის სახელს უკავშირდება, რომლის 39 წლის ვაჟი ვალერი, ასევე იმყოფებოდა მანქანაში ქურდების აყვანის მომენტში. აღმოჩნდა, რომ ის მომავალი ქურდია, რომელიც ამ ტიტულზე აცხადებს პრეტენზიას და კორონაციას ელის.

ამ ორ მოვლენას კი წინ უსწრებდა ფრანგ სამართალდამცველთა აქტივობა. ფრანგულმა ჟანდარმერიამ აშკარად გამოიჩინა თავი. მათ მთელი ოპერაცია დაგეგმეს - ''დასავლეთის ქურდები'', და ბრეტანში კარგა ხნის წინ დაფუძნებული ქურდული ქსელი ''დაარბიეს''.
რამდენიმე თვით ადრე 35 წლის ქართველი ქურდი გერმანიიდან ჩავიდა საფრანგეთში, რომ ადგილობრივ ბანდას ჩასდგომოდა სათავეში.

მძარცველთა ''ხელმძღვანელობის'' აზრით, ბრეტანული (ბრეტანი - რეგიონი საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში) დაჯგუფების წევრები მეტისმეტად ''გაზარმაცებულნი და არაპროდუქტიულები'' იყვნენ და მათ მართვაში ჩარევა იყო საჭირო. ახალმა ბოსმა საჭირო სამუშაოები სწრაფად ჩაატარა - მეტისმეტად გაზარმაცებულ ქურდებთან.

სხვებსაც მოუწოდა გააქტიურებისკენ და ისინიც ''გამოსწორდნენ'' - მათმა პროდუქტიულობამ უკვე ივლისში 100 პროცენტამდე მოიმატა. შესაბამისად, მეტი თავსატეხი გაუჩნდა ჟანდარმერიას და მათაც გააძლიერეს სამუშაოები.

ცნობისათვის, საფრანგეთში უკვე ათ წელზე მეტია აყვავებას განიცდიან კანონიერი ქურდები. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, XX საუკუნის 20-იან წლებში შექმნილი ეს მოდელი, დღესაც წარმატებით მუშაობს, მათ შორის დასავლურ ქვეყნებშიც.

როგორც ფრანგული პრესა იუწყება, იქ დაფუძნებული ქართველი ქურდების მორიგი შეკრება ბრეტანის ქალაქ რენის პარკში შედგა, გასული წლის ზაფხულში. როგორც ჩანს, შედეგები შეაჯამეს. ე.წ. მაყურებელმა ინსტრუქტაჟისთვის შეკრიბა თავისი ხალხი - 40 ქურდი, რომლებიც ფრანგული ბრეტანის ტერიტორიაზე ''მუშაობდნენ''. ამ შეკრებას თვალს ადევნებდნენ რამდენიმე ასეულ მეტრში ჩასაფრებული ჟანდარმები.

2013 წლის დეკემბერში, ჟანდარმების მიერ ფირზე აღბეჭდილი ''რენის პარკში გამართული სემინარიდან'' ოთხ თვეში, დაიწყო სწორედ ოპერაცია ''დასავლეთის ქურდები''. ორ ათეულზე მეტი ქურდი დაიკითხა ბრეტანის სხვადასხვა ქალაქში.

მათი ხელმძღვანელი კი ახლახან აიყვანეს რენის ერთ-ერთ გარეუბანში, საკუთარ ბინაში. მისი აყვანის შემდეგ გაცხადდა, რომ მაფიური დაჯგუფების წევრების უმეტესობა ქართველები იყვნენ. ისიც გამოაცხადა ფრანგულმა პრესამ, რომ ქართული მაფია არა მხოლოდ ბრეტანში ბუდობდა, არამედ ნორმანდიასა და ლაჟვარდოვან სანაპიროზეც.

სპეციალურად საიტისთვის




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
fdvgbsev
საქართველოში მოსაპარი როგორ არ არის, ცოცხი ყველას აქვს სახლში რაც მაგათ უყვართ...
20:18 / 05-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯიმი
რა დაგემარტად რა იყო,ესე რამ გაგაბოროტად ,მაგეებსაც ყავტ ოჯახი,ახალი ტაობა იმიტომ არის ესეტ უცოდინარი და არაფრის მცოდნე,მანდიდან გინების მეტი არაფერი არ გეხერხებატ !!!!!
00:45 / 05-02-2014
გამოხმაურება / 0 /
პატრიოტი
მოსაპარი საკმაოდ არის ,მერსედესები და ჯიპები ბევრი დადის მაგრამ ვინ შემოოუშვებს. მაგატი დრო წავიდა და აგარასოდეს დაბრუნდება.
20:53 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
რომეო
ქურდებს ერთი სული აქვთ საქართველოში რომ დაბრუნდნენ, მაგრამ ვაი რომ აქ უკვე მოსაპარი აღარ არის , ყველაფერი მოპარულია და ვინც მოიპარა იმას კიდევ ვერ მიეკარები, დარჩა მშიერი და უპატრონო ხალხი, ამათ რა უნდა აახიო ................
19:58 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კუზიანს მხოლოდ სამარე ასწორებს
მძარცველთა "ხელმძღვანელობის" აზრით,გაზარმაცებული და არაპროდუქტიული წევრებისთვის სასწრაფოდ გამოიძახეს ახალი ბოსი,რომელმაც სასწრაფო ზომები მიიღო მეტისმეტად გაზარმაცებული ქურდებისთვის,სხვებსაც მოუწოდა გამოსწორებულიყვნენ და ისინიც გამოსწორდნენო. დიდი ხანია ასე გემრიელად აღარ მიცინია. გამოსწორდნენო კაცოოოოოოო.
18:10 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS