04 თებერვალი, 2014
ირაკლი ნოზაძე ცოლს დაშორდა - ''ბოლომდე ვიყავი ყოფილი ცოლის გვერდით ''
უბრალოდ არაა ლამაზი, წელიწადში ერთხელ კამათზე ვიღაც უცხო სხეულები ჩაერიონ ოჯახურ სიტუაციაში. ამას ფატალური შედეგი მოაქვს ''ქუჩის ბიჭების'' წევრი ირაკლი ნოზაძე, რომელსაც ყველა პიკასოთი ვიცნობთ, ცოლს დაშორდა. გუშინ ''ფეისბუქზე'' შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა. ''ხალხოო, მე ცოლს დაშორებული ვარ და გთხოვთ, ნუღარ მწერთ ამდენ კითხვას და ათას უბედურებას. რა გახდა ეს ჩემი დაშორება? ჯერ არავინ დაშორებია, თუ? მას თავისი ცხოვრება აქვს, მე-ჩემი. რატომ უნდა ვაგო პასუხი მის ქმედებებზე, ვაახ.'' ირაკლის მეუღლესთან დაშორებასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართე.

- როგორც ვიცი, ელენე ქართველიშვილთან ერთად დაახლოებით რვა წელი ცხოვრობდით. გყავთ შვილი, ლუკა. რატომ დაშორდით ერთმანეთს?
- აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანები აღმოვჩნდით.
- ეცადეთ ოჯახის გადარჩენას?
- მთელი გულით, სულით და არსებით ვეცადე.
- როგორ ფიქრობ, რატომ ვერ მოახერხე?
- მე ალბათ სხვანაირად მესმის ოჯახი, მას - სხვანაირად.
- უთანხმოების მთავარი მიზეზი რა იყო?
- აზრთა სხვადასხვაობა.
- დიდი ხანია, დაშორდით?
- ოფიციალურად ორი წლის წინ, არაოფიციალურად ორ იანვარს.
- ოფიციალურად ორი წელი თუ იყავით დაშორებული, რეალურად ორ იანვარს რატომ დაშორდით?
- ხომ გითხარით, ვეცადე ყველანაირად, რომ ოჯახი არ დანგრეულიყო. ყოფილი ცოლის გვერდით ბოლომდე ვიყავი. სანამ ბოლო ძაფი გაწყდებოდა.
- ხდება რამე შენს პირად ცხოვრებაში?
- ხდება.
- შეგიძლია, გვითხრა, ვინაა შენი რჩეული?
- არა.
- შენი ყოფილი მეუღლის ცხოვრებაში რა ხდება?
- შეიძლება, არის კიდეც მის ცხოვრებაში სიახლე. არ გამოვრიცხავ. როგორც აღმოჩნდა, ორი წლის წინ დასრულდა ურთიერთობა და კანონით ის თავისუფალი ადამიანია, ასე რომ…
- რას ეტყოდი წყვილებს, ვისაც ოჯახში პრობლემები აქვთ?
- წყვილებს ვურჩევ, წინ გაიხედონ და მომავალზე იზრუნონ. ვერავინ დამაჯერებს, რომ ოჯახში დაძაბულობა და კამათი არ ხდება. უბრალოდ არაა ლამაზი, წელიწადში ერთხელ კამათზე ვიღაც უცხო სხეულები ჩაერიონ ოჯახურ სიტუაციაში. ამას ფატალური შედეგი მოაქვს თანაცხოვრებაში და ყველაზე ძალიან შვილები ისჯებიან. ოჯახს თავისი საიდუმლოება აქვს და ეს ყველა პატრულის და პროკურორის გასარჩევი არ უნდა გახდეს. ბოლოს ვიტყოდი, გაუფრთხილდით ერთმანეთს.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის











FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
აუფ ეს რა გავიგე,გასკდა გული. ნეტა ვის რაში აინტერესებს
22:09 / 06-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ბუხუტი
ცოლს უნდა მიხედო. .არ მიხედავ და სხვა მიხედასვ, სემდეგ სხვები მიხედავენ და საბოლოოდ ნახავ ცირკთან, და საერთოდ ქალმა უნდა იცოდეს მისი ადგილი, როცა ამას ვერ ასწავლი და არ გაქვს ამის შნო. ელოდე რომ დაკარგავ ოჯახს და ცხოვრებას.
11:56 / 06-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ამას ცოლი ვინ მისცა
კაცს მაინც გავდეს....
13:38 / 05-02-2014
გამოხმაურება / 0 /
Vაააახ კაცოოოო
Eს მერამდენე ცოლს Dაშორდა უკვე ვაააზზხ
03:14 / 05-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS