21 იანვარი, 2014
გუკა რჩეულიშვილის უხამსი კომენტარი ლელა კილაძის ''გათხოვებაზე''
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის პირველ ლედის პრესასთან ურთიერთობით თავი არასოდეს შეუწუხებია, გააცნობიერა, რომ ამ შემთხვევაში მისი კომენტარიც საჭირო გახლდათ მას შემდეგ, რაც გიგი უგულავამ ლელა კილაძეზე იქორწინა, ამ წყვილზე ჭორები ყველაზე ხშირად ვრცელდებოდა. მართალია, ისინი ერთად გამოჩენას არ ერიდებოდნენ, საერთო შვილიც შეეძინათ და გიგი უგულავას მიერ მეუღლისთვის მიძღვნილ საჩუქრებზე ლეგენდები დადიოდა, მათი დაშორების შესახებ ყველაზე მეტს საუბრობდნენ.

პირველად ჭორი 2013 წლის 8 თებერვალს გავრცელდა, როდესაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან უგულავამ პოლიტპატიმრებთან იჩხუბა. მაშინ ამბობდნენ, მერი ასეთი განრისხებული
იმიტომაც გახლდათ, რომ მის მეუღლეს თავი ძველმა სიყვარულმა დავით მიქაძემ (ვერელი) შეახსენა და უგულავა მიატოვაო.

ფაქტია, რომ ეს ინფორმაცია მორიგი ჭორი აღმოჩნდა, რადგან ძალიან მალე ლელა და გიგი საზოგადოებაში ერთად გამოჩნდნენ. მეუღლეს კილაძე განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა სასამართლო პროცესზეც. ცნობილია, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა, თუმცა სასამართლომ წინასწარი პატიმრობის მაგივრად გირაოს გადახდა შეუფარდა.

უგულავა მერი აღარ არის და მის მოვალეობას სევდია უგრეხელიძე ასრულებს. რამდენიმე დღის წინ ყოფილმა მერმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ სააგენტოებს მისმა ადვოკატებმა განუცხადეს. სამშობლოში ორ დღეში დაბრუნდა, მაგრამ ამ პერიოდს დაემთხვა მორიგი სენსაციური ჭორის გავრცელება.

ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ლელა კილაძე პროდიუსერ გუკა რჩეულიშვილთან ერთად საქართველოდან გაიქცა და მას ცოლად გაჰყვა. ამ ამბავს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ზოგიერთი მათგანი სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ლელა და გუკა რამდენიმე თვეა, შეყვარებულები არიან და მათი გაპარვის ამბავი სიმართლე იყო. თუმცა უგულავას ოჯახის ახლობლებმა და რჩეულიშვილის მეგობრებმა ეს ინფორმაცია მაშინვე უარყვეს. ამ ჭორს გამოეხმაურა გიგა ბოკერიას მეუღლე თამარა ჩერგოლეიშვილიც:

''როგორც ამ ოჯახის მეგობარმა, შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით და თავდადებით განვაცხადო, რომ ლელა კილაძე კვლავინდებურად გიგი უგულავას ცოლია და არასოდეს გუკა რჩეულიშვილზე დაქორწინება არ უფიქრია. 99%-იანი ვარაუდით შემიძლია ვთქვა, რომ არც გუკა რჩეულიშვილს უფიქრია, ლელა კილაძეზე ექორწინა''.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის პირველ ლედის პრესასთან ურთიერთობით თავი არასოდეს შეუწუხებია, გააცნობიერა, რომ ამ შემთხვევაში მისი კომენტარიც საჭირო გახლდათ და სოციალურ ქსელში პირად გვერდზე გავრცელებულ ჭორს კილაძე ასე გამოეხმაურა:

''მსურს, გამოვეხმაურო ჭორს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მეუღლეს გავშორდი და გუკა რჩეულიშვილზე ვიქორწინე. ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ტყუილი. საინფორმაციო სააგენტოებს ვთხოვ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საქმიანობას. მესმის, რომ გიგი უგულავას სტატუსიდან გამომდინარე, ჩვენი ოჯახი საჯარო ყურადღების ცენტრშია და მსგავსი ჭორების მიმართ თმენის ვალდებულება გვაკისრია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მე და გიგი უგულავას გვყავს ხუთი მცირეწლოვანი შვილი და ამ ტიპის კამპანია, პირველ რიგში, მათ აყენებს ტრავმას. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას''.

გუკა რჩეულიშვილის ოჯახმა საჯარო კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თავად პროდიუსერი კი თამარა ჩერგოლეიშვილის სტატუსს ასე გამოეხმაურა:

''ჩერგო, ასეთ ყ...ზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ღადაობ?''
გუკა რჩეულიშვილი რამდენიმე წელია, რაც მსახიობ ნუცა კუხიანიძეზეა დაოჯახებული და წყვილს საერთო შვილიც ჰყავს. მართალია, მათი დაშორების შესახებაც არაერთხელ გავრცელდა ჭორი, მაგრამ გუკას ''ფეისბუქის'' გვერდს თუ გადავავლებთ თვალს, დადებული ფოტოებიდან გამომდინარე სულაც არ დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

Rating


სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
თეა
ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდებაო.....
15:50 / 27-07-2016
გამოხმაურება / 0 /
მარა
რას ერჩით ჟურნალისტებ ამ შემთხვევაში?? ფაქტია რომ მართლები გამოდგნენ!!! ერთი ქმარი ციხეში მიატოვა ეხლა მეორეს უზიდოს "პერედაცები"
15:25 / 19-07-2016
გამოხმაურება / 0 /
გუკა არ შემაგინოოოოოოოოოოოოო
გუკა რომ მექალთანეა და მის პირად ანგარიშზე ლელაც ყავს ჩარიცხული ეს ნამდვილად ვიცი. მაგრამ ერთია რომ "გაფორმებული" ყავს და მეორე რომარც ლელა იყო მის მიმართ გულგრილი, გუკას ყავს ცოლი და ის მართლაც უყვარს. ასე რომ, გვერდით სიარული მისგან ასატანია და გაგებით უნდა მოეკიდოთ
19:38 / 07-12-2014
გამოხმაურება / 0 /
აუფ რა სკანდალია! მეტი ვერაფერი ნახეთ სასკანდალო :)))
01:10 / 23-01-2014
გამოხმაურება / 0 /
გიგა
სხვა არაფერი გაქვტ დასაწერი?ამოვიდა ყელში ერტი და იგივე ტანაც ვისზე კილაძეზე?გატხოვდა ტუ გამოტხოვდა მაგის პატრონმა იკიტხოს .
20:40 / 21-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS