08 იანვარი, 2014
რომელმა ცნობილმა ვარკვლავებმა მიმართეს სუროგაციას და ინვიტრო განაყოფიერებას?
ზოგიერთებს საერთოდ არ შეეძლოთ ბავშვის გაჩენა, ზოგმა კი მეორე და მესამე შვილის გასაჩენად გადადგა ეს ნაბიჯი მას მერე, რაც უწმინდესისა და უნეტარესის საშობაო ეპისტოლეს დიდი ხმაური მოჰყვა და სრულიად საქართველო განიხილავს ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის ავ-კარგიანობას, ალბათ საინტერესო იქნება გადავხედოთ ამ საქმის ''პიონერებს'' ცნობილთა შორის.

უშვილობის პრობლემა, რასაკვირველია, მხოლოდ ''უბრალო მოკვდავთ'' არ აღელვებთ. ჰოლივუდის ვარსკვლავებსა და სხვა ცნობილ ადამიანებს შორის მრავლად არიან ისეთები, ვისაც დედობის ბედნიერება არც ისე იოლად ხვდა წილად.

Rating

ზოგიერთებს საერთოდ არ შეეძლოთ ბავშვის
გაჩენა, ზოგმა კი მეორე და მესამე შვილის გასაჩენად გადადგა ეს ნაბიჯი. თუ გადავხედავთ, ვარსკვლავების უმეტესობა ამ გადაწყვეტილებამდე მიდის ან იმის გამო, რომ სამშობიაროდ უკვე დიდი ასაკის არის, ან სექსუალური ორიენტაციის საკითხი დგას.

Rating

ხელოვნური განაყოფიერების გზით გააჩინა თავისი პირველი შვილი 36 წლის ჯუდი ფოსტერმა. მეორე რომ ეყოლა, 39 წლის იყო. მამების ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ ორივე შემთხვევაში ჯუდიმ ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართა.


Rating

ასეთივე მეთოდით გახდა დედა ჯულია რობერტსი. მსახიობი მაშინ 37 წლის იყო და ტყუპი ქალ-ვაჟი სწორედ ხელოვნური ჩარევის შედეგად გააჩინა.

ასევე, მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების მეშვეობით გახდა დედა სელინ დიონი. თანაც, ორჯერ. 26 წლისამ პირველი შვილი გააჩინა, ათი წლის შემდეგ კი იმავე მეთოდით - ტყუპი.

ასევე ხელოვნური განაყოფიერების გზით გააჩინეს ტყუპი შვილი მომღერლებმა ჯენიფერ ლოპესმა და მერაია კერიმ. ანჯელინა ჯოლის პირველი შვილის გაჩენის შემდეგ მეორედ დაფეხმძიმების პრობლემა ჰქონდა და ექიმებს მიმართა. ასე მოევლინა ქვეყანას მისი ტყუპი ქალ-ვაჟი.

Rating

მრავალშვილიანმა ვარსკვლავებმა ვიქტორია და დევიდ ბექჰემებმაც გამოიყენეს ხელოვნური განაყოფიერება და სწორედ ამგვარად გაჩნდა მათი ერთადერთი ქალიშვილი ჰარპერ სევენი.

Rating

რაც შეეხება სუროგატი დედის მომსახურებას, ესეც აპრობირებული მეთოდია ვარსკვლავებს შორის. ერთ-ერთი ბოლო იყო რეჟისორ ჯორჯ ლუკასისა და მისი ცოლის მელოდი ჰობსონის გადაწყვეტილება.

Rating

მხცოვანი ასაკის გამო წყვილმა გადაწყვიტა, სუროგატი დედის მომსახურებით ესარგებლა და 2013 წლის 9 აგვისტოს მათი ბავშვი მოევლინა ქვეყანას.

გასული წელი ამ მხრივ ასევე აღსანიშნავი იყო რუსეთის პრიმადონას ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინისთვის, რომელთაც სუროგატი დედის დახმარებით ტყუპი შვილი გაუჩნდათ.

არც ალას ყოფილი ქმარი, ფილიპ კირკოროვი ჩამორჩა ''მოდას'' და სუროგატ დედას გააჩენინა შვილი.

მანამდე, მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა და მეთიუ ბროდერიკმა ისარგებლეს სუროგატი დედის მომსახურებით. სარას პირველი შვილი ჰყავდა, მეორედ დაორსულების კი შეეშინდა და სუროგაციის წყალობით ორი ჯანმრთელი შვილი გაუჩნდა.


Rating

მსახიობი ნიკოლ კიდმანი ჯერ კიდევ ტომ კრუზთან ცხოვრების დროს ვერ ფეხმძიმდებოდა. ამის გამო წყვილმა ორი ბავშვი იშვილა. მოგვიანებით, მუსიკოს კიტ ურბანთან თანაცხოვრების პერიოდში ნიკოლმა გადაწყვიტა, სუროგატი დედის მომსახურებით ესარგებლა. ასე გახდა ნიკოლი ორი ღვიძლი შვილის დედა.

Rating

ბოლო დრომდე ყველამ იცოდა, რომ შერონ სტოუნის სამივე შვილი აყვანილი იყო. ახლა კი გაირკვა, რომ მეორე ვაჟი შარონს სუროგატი დედისთვის გაუჩენინებია.
რობერტ დე ნიროს ექვსი შვილი ჰყავს, აქედან სამი - სუროგატი დედისგან. უკანასკნელად მსახიობი 68 წლის ასაკში გახდა მამა.

Rating

ცნობილ ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოს 2010 წელს გაუჩნდა შვილი სუროგატი დედისგან.

Rating

თავიანთი ორიენტაციის გამო (როგორც ცნობილია, ისინი ღია გეები არიან), ასევე სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლეს ელტონ ჯონმა და რიკი მარტინიმ. ელტონ ჯონი და მისი მეორე ნახევარი უკვე ორი შვილის მშობლები არიან.

Rating

ასევე ორი შვილი - ტყუპი ჰყავს რიკი მარტინის, რომელიც შვილებს თვითონ ზრდის და ამბობს, რომ ამით დიდ ბედნიერებას იღებს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
4მაკო4მაკო4
ვაჰ ჯულია რობერტს მართლა ტყუპი გოგო-ბიჭი ჰყოლია:D
20:50 / 22-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
დიახ ადამიანებს აქვთ არჩევანის უფლება, საპატრიარქომ მხოლოდ მისი პოზიცია დააფიქსირა. მე მგონი ყველა დამეთანხმება (და ისინიც ვინც აკრიტიკებს ამ ეპოსტოლეს) რომ საპატრიარქოს არც შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა პოზიცია ჰქონდეს, ისევე როგორც აბორტებთან დაკავშირებით....
22:14 / 15-01-2014
გამოხმაურება / 0 /
რე
გვეწვიეთ ბლოგზე _______♥_______ Creatiuli.Net Creatiuli.Net
22:14 / 14-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნონა-ს
"სურვილის ქონა არ ამართლებს ნებისმიერი გზით სურვილის არულებას............" სისულელეს ნუ ბოდიალობთ , და პატივი ეცით ადამიანის უფლებას, მით უმეტეს რომ ამ უფლების გამოყენებას მხ. სიკეთე მოაქვს..
17:28 / 13-01-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარი
მე ძალიან კარგად მესმის პატრიარქის მოწოდება,მაგრამ რა ვქნა, პირადად მე,15 წელი რომ შვილს ველოდები. თითქმის ყველანაირი მკურნალობა გამოვცადე,მაგრამ უშედეგოდ,ეს პრობლემა რომ ცოტათი მაინც მოგვარდეს,სახელმჭიფომ უფრო მეტად უნდა იზრუნოს ამ საკითხზე.ეს ხომ,ყველაზე ძვირად ღირებული მკურნალობაა,როგორ უნდა შევძლო,თუნდაც ინვიტრო განაყოფიერება,რომელიც 10000 ლარიდან იწყება,მაშინ როცა ჩემი,პედაგოგის ხელფსი,350 ლარია,დაფიქრდით ხალხნო,ჩვენ რას განვიცდით და რას ვგრძნობთ ამ დროს.არცერთი სადაზღვევო კომპანია არ აზღვევს უშვილობას.ჩვენს ქვეყანას,ცოტათი მაინც,რომ ეს პრობლემა ადარდებდეს,ვფიქრობ,გამოსავალს მოძებნიდა.ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ ეს ტკივილი....
00:37 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS