31 დეკემბერი, 2013
რა კრიტერიუმით შეარჩიეს საახალწლო გალაკონცერტისთვის მომღერლები
ოდესმე ყოფილა ისეთი კონცერტი, რომელშიც საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსიკოსს მიეღო მონაწილეობა საახალწლო მთავარ კონცერტთან დაკავშირებით ვნებათაღელვა ბოლო ორი კვირაა, არ ცხრება. რამდენიმე მომღერალი, იმის გამო, რომ გამომსვლელთა სიაში ვერ მოხვდა, მარინა ბერიძეს დაუპირისპირდა, თუმცა თავად ქალბატონი მარინა აცხადებს, რომ მას კონცერტთან არანაირი შეხება არ ჰქონია და მით უმეტეს, არც მომღერლები შეურჩევია თუ დაუბლოკავს.

მართლაც, საახალწლო კონცერტს ორგანიზებას ოფიციალურად ''ალტერვიჟენ ჯგუფი''უწევს, რომლის წარმომადგენელი დავით ცინცაძე ჩვენი ჟურნალის სტუმარია და დეტალურად გვიყვება, რა მოხდება და ვინ გამოვა 31
დეკემბრის ღამეს საახალწლო გალაკონცერტზე.

- 31 დეკემბერს, საღამოს 11-ის ნახევრიდან, ''ალტერვიჟენ ჯგუფი''თბილისის მერიასა და კულტურის სამინისტროსთან ერთად გთავაზობთ ექსპერიმენტული შინაარსის გალაკონცერტს ევროპის მოედანზე. გვაქვს 35 ნომერი, ვმოქმედებთ ორ სიბრტყეზე, დროის მანქანით ვმოგზაურობთ მუსიკალურ სამყაროში 1930-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე. ათწლეულებად გვაქვს დაყოფილი ბლოკები და შესაბამისად, მუსიკალური ნომრები, სულ რვა ბლოკი იქნება. იქნება ჟანრების, თაობების, მუსიკალური სტილების სინთეზი. თითოეული ნომერი გარკვეულ კოლაბორაციას გულისხმობს ამა თუ იმ შემსრულებელს შორის.
ამ 35 ნომრიდან თითქმის ყველა ასეთია, ვთქვათ, ლელა წურწუმია და ტეტე, ეკა მამალაძე და სამორი ბალდე, რომლებიც ყანჩელის კომპოზიციას შეასრულებენ ''ბეარ ფოქსთან''ერთად, მაია დარსმელიძე და ''მინსი'', ნიაზ დიასამიძე ნატო მეტონიძესა და ლიზა ბაგრატიონთან ერთად იმღერებს, ანრი ჯოხაძე და ჯგუფი ''ჯეტბერდი''ერთად შეასრულებენ კომპოზიციას, ბიგ ბენდი ოთო ნემსაძესთან, ''ფორტე''კი თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად დაიკავებენ სცენას და ა.შ.
- მომღერლები როგორ შეხვდნენ ამ ექსპერიმენტს?
- რაც შეეხება ამ დუეტებს, ჩვენ რამდენიმე წლის წინ გვქონდა ასეთი პროექტი, სადაც ჩვენი ფესტივალის გამარჯვებულები პოპარტისტებთან დავაწყვილეთ და ამან ძალიან საინტერესო შედეგი მოგვცა. მას მერე ეს ბექგრაუნდი შექმნილია და მომღერლებისთვის ამგვარი დუეტები უცხო არ არის. ვისთვისაც ახალი იყო, მასაც არ გამოუთქვამს არანაირი პრეტენზია.
- მუსიკალურ მხარეზე ვინ იზრუნა?
- აჩიკო გულედანი და ბექა ჯაფარიძე არიან პროექტის მუსიკალური პროდიუსერები, აგრეთვე ჩვენი გუნდიდან ვახო ბაბუნაშვილი.
- მომღერლები რა კრიტერიუმით შეარჩიეთ?
- ესტრადა ჩვენგან ცოტა შორს მდგომი ფორმატია და განსხვავებული მიდგომა გვაქვს. ჯერ სიმღერები შევარჩიეთ, კონკრეტული ეპოქებიდან გამომდინარე, და შემდეგ დავიწყეთ მათი ძებნა, ვინც ამ სიმღერას მოუხდებოდა.
- მუსიკოსთა სია საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ისევ ალაპარაკდნენ დაბლოკვასა და ''შავ სიებზე''.
- მართალი გითხრათ, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით, ამიტომაც ამ პრეტენზიებს დიდად ვერ გავეცანით. მცირე ინფორმაცია მაინც მივიღეთ და ჩვენთვის ეს ცოტა გაუგებარია. სხვა ფორმატს ვართ ნაჩვევი და ის ურთიერთობები, რაც ესტრადის წარმომადგენლებს ერთმანეთთან აქვთ, ჩვენთვის უცხოა. როცა დაბლოკვაზე ლაპარაკობენ, ეს ძალიან უცნაური და სასაცილოა. ამ კონცერტზე 184 მონაწილე გამოდის. ზუსტ სტატისტიკას არ ვიცნობ, მაგრამ საქართველოში, ალბათ, რამდენიმე ათასი ადამიანი მღერის. ჩვენ არ განვსჯით, ვინ მღერის კარგად და ვინ ცუდად, რადგან ეს არასერიოზული დისკუსია იქნებოდა. ვინც ჩვენს სცენარში მოხვდა და მას მოერგო, მათ დავუძახეთ. თუ ვინმე ამ შემთხვევაში გარეთ დარჩა, დარწმუნებული ვარ, სხვაგან წარმოაჩენს თავს კარგად. ოდესმე ყოფილა ისეთი კონცერტი, რომელშიც საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსიკოსს მიეღო მონაწილეობა?!..
- წინა წლების საახალწლო კონცერტებზე სულ ხდებოდა პატარ-პატარა სკანდალები. თქვენ აკეთებთ ამაზე აქცენტს?
- წინა ახალი წლები ჩვენ არ გაგვიკეთებია. არც თვალი გვიდევნებია დიდად, მაგრამ სკანდალებს, როგორც თქვენ უწოდებთ, გვირჩევნია შოკის მომგვრელი დუეტები, რომლებსაც საზოგადოებას წარვუდგენთ. მაყურებელს მუსიკის საშუალებით დავანახვებთ ექსპერიმენტებს და სიახლეებს.
- როგორ ფიქრობთ, კრიტიკა იქნება?
- კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, ჩვენ ყველა პროექტთან მიმართებით ვეძებთ კრიტიკას, რომლიდან გამომდინარეც ვაკეთებთ შემდგომ პროექტებს. გვგონია, რომ ჩვენი ნომრების ხარისხი და მუსიკალურობა მაინც დადებით გამოხმაურებას გამოიწვევს.
- საღამოს წამყვანები ეყოლება?
- დიახ, ''რუსთავი 2''-დან, ვანიკო თარხნიშვილი, თიკა ფაცაცია, დიმა ობოლაძე და ნიკა გრიგოლია.
- საახალწლო გალაკონცერტებისთვის მომღერლების საარაკო ჰონორარებზე დადიოდა ჭორები.
- კონცერტზე მთლიანად რა თანხა იხარჯება, ვერ გეტყვით, არ მაქვს სრული ინფორმაცია, მაგრამ მომღერლებზე არ იხარჯება არანაირი საარაკო თანხები და არ არის საუბარი არანაირ მრავალათასიან ანაზღაურებაზე. უხეშად შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება ათას ლარამდე, ცოტა მეტი ან ნაკლები. შესაძლოა ითქვას, რომ ეს არ არის მაღალი ჰონორარი, დაბალიც კია. ბიუჯეტის ყველა სეგმენტში ვცდილობთ, მინიმალური დანახარჯი გვქონდეს. იმ რიცხვზე ვერ ავალთ, რომელიც შემდგომ საზოგადოების გაკვირვებას გამოიწვევს.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ზაკო
დათო-ს და სხვა შენსავით მოაზროვნე (ვგონებ ერთი და იგივე ადამიანია). იძახით კონცერტი არ მომეწონაო. კი ბატონო არ მოგეწონათ, გემოვნებაზე არ დაობენ. აქ ერთი რამ არის გასაკვირი. როცა ჩამოყავდათ ცნობილი მომღერლები, კონცერტიც შესაბამისად მაღალი დონის იყო და ანაზღაურებაც ძვირი ჯდებოდა. ერთ ამბავს ტეხდით, რა საჭიროა ამდენა თანხების გადახდაო. ახლა დაბალი დონისააო. კაროჩი რა, თქვენი მოსაწონი, მხოლოდ გელოვანია რა.
11:26 / 21-01-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო
ვეთანხმები ყველას ვინც უარყოფითად შეაფასა ეს საახალწლო შოუ, სიმღერებს შორის ჩასმული კომპიუტერული გახმოვანება გულის ცემის არითმიის იმიტაციას ქმნიდა და ყოველ 5-წუთში საავადმყოფოში მეგონა თავი, ვინ მოიგონა ასეთი ორიგინალური სიგიჟე ეტყობა ფანტაზიის ნიჭი საერთოდ არ გააჩნია, რეჟისორი და პროექტის ავტორი ეტყობა ფსიქიკური მედიტაციის კურსებს გადის...დაეხმარეთ!!!!!!!!!!!!!!!
22:25 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
გაგა
ძალიან დაბალი დონის კონცერტი იყო, კონცერტს ვეც დავარქმევდი, ჰონორარს არც ერთი მომღერალი და წამყვანი არ იმსახურებდა,არაფერი ორიგინალური ან საინტერესო არ ყოფილა, რაში ხარჯავთ ხალხის ფულს მერიის კულტურის სამსახური ან კულტურის სამინისტრო?! ჭოხონელიძეს ხმა საერთოდ არ ჰქონდა, არც მეტონიძეს.. სტრეპტოციდი დალიეთ და თავზე ქუდი დაიხურეთ გაცივებულები ხართ...
22:15 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნეკა
ვერანაირი სიამოვნება ამ კონცერტით ვერ მივიღეთ ვერც მე და ვერც ჩემმა მეგობრებმა, ჭოხონელიძის ხმა საერთოდ არ ისმოდა-ინგლისური სიმღერა ვერ იმღერეს- ტექსტი საერთოდ არ ისმოდა, ფორტეს და ჭოხონელიძის დუეტი ვერ შედგა, ასევე გაბანძდა ნიაზის მეტონიძის და ბაგრატიონის შესრულება, სიმღერა თბილისო დამახინჯდა და გიტარისტი სხვა რაღაცას უბერავდა,,,ამ კონცერტში მომღერლებს ერთ ლარსაც არ გადავუხდიდი, საწყალი ხალხი შიმშილით კვდება და ესენი ბანძი შესრულებით, ან ფონოგრამებით გვასულელებენ, ვაი თქვენს პატრონს, წაით შვილო სახლში იყროყინეთ ხალხი ნუ დააშტერეთ...
22:05 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
კატო
მანახეთ 41 ადამიანი ვისაც ეს კონცერტი მოეწონა და - სათითაოდ შევხვდები ყველას, ოღონდ დამიმტკიცოს რა მოეწონათ :)
16:23 / 09-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS