24 დეკემბერი, 2013
მორიგი სკანდალი შოუბიზნესში - ''ქუჩის ბიჭები'' კულტურის სამინისტრომ ''გადააგდო''
უამრავი რეგიონი გეგმავდა საახალწლო კონცერტს და ჩვენ უარი განვაცხადეთ მონაწილეობაზე, მეტიც საკუთარ ქალაქში არ ჩავდიოდი ამ კონცერტის გამო, შედეგად კი რა მივიღეთ საახალწლო კონცერტების შესახებ აჟიოტაჟი უფრო და უფრო მძაფრდება... მართალია, კულტურის სამინისტროს უნდა, ამ ჯადოსნურ ღამეს ქართველი ხალხი კონცერტებით გაანებივროს, მაგრამ წინასაკონცერტო მზადება და შოუბიზნესის წევრების დაბლოკვა ამ პროცესის თანმდევი აღმოჩნდა.

ჯერ იყო და მომღერალ მარიკა თხელიძის მამიდა მარინა ბერიძეს, როგორც კონცერტის ორგანიზატორს, ხელების დამტვრევითა და გალახვით დაემუქრა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დაგეგმილ საახალწლო კონცერტზე
ოფიციალურად ''ალტერვიჟენი'' მუშაობს....

ამას მოჰყვა კახა კუხიანიძის, ეკა კვალიაშვილის და სხვათა პროტესტი, მაგრამ ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ მოლოდინს გადააჭარბა. დაბლოკვა ერთია, მაგრამ ''გადაგდება'' მეორე.

როგორც აღმოჩნდა, ქალაქ რუსთავის მერია, კერძოდ კი მერიის სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი, მაია ნეფარიძე, რუსთაველებისათვის ახალი წლის ღამის გასალამაზებლად დაგეგმილ კონცერტში მონაწილობაზე მოლაპარაკებებს ჯგუფ ''ქუჩის ბიჭებთან'' აწარმოებდა.

შეთანხმებისამებრ, ჯგუფი 2014 წელს ერთსაათიანი პროგრამით სცენაზე რუსთაველებთან ერთად უნდა შეხვედროდა. თუმცა ''ქუჩის ბიჭების'' ერთ-ერთი წევრმა, ზურა ხაჩიძემ, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომ კონცერტი ჩაიშალა. რასაკვირველია, ამ თემით დავინტერესდით და ზურას შევეხმიანეთ. მან კი ამავე ჯგუფის წევრ ირაკლი ნოზაძესთან გადაგვამისმართა, რადგან ის იყო მოლაპარაკებებზე და მან უფრო კარგად იცოდა საქმის დეტალები....

ირაკლი:
- პირველი, რაც უნდა გითხრათ, არის ის, რომ კონცერტი არ ჩაშლილა..
- ანუ, მხოლოდ ''ქუჩის ბიჭებს'' გითხრეს უარი მონაწილეობაზე?
- ასე გამოდის. თავიდან დაგვიკავშირდა ქალბატონი მაია ნეფარიძე, ქალაქ რუსთავის მერიის კულტურის განყოფილების წარმომადგენელი, გვქონდა მოლაპრაკებები კონცერტში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რამოდენიმეჯერ შევხვდით, თანხაზეც შეთანხმებულები ვიყავით და საქმე იქამდე იყო მისული, რომ კონტრაქტზე ხელი უნდა მოგვეწერა, მაგრამ რატომღაც დარეკვა დააგვიანეს. გადამოწმების მიზნით, მაია ნეფარიძის დავუკავშირდი და მდივანმა თუ მოადგილემ, არ ვიცი ზუსტად ვინ იყო (ეტყობა თავად ქალბატონმა მაიამ თავი აარიდა ჩემთან საუბარს) მითხრა, რომ თბილისიდან, კერძოდ კი კულტრის სამინისტროდან თანხა სხვა მხარეს გაუშვეს და ''ქუჩის ბიჭებისთვის'' განკუთვნილი თანხა არ დაგვიმტკიცესო. ისე გამოვიდა, რომ სხვებისთვის გამოყვეს თანხა, ჩვენთვის კი არა. არადა, როგორ ვიცი ყველა კონცერტი კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით იგეგმება, ამიტომ ვიკითხე კონკრეტულად ვის შეეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მან კი მიპასუხა, კულტურის მინისტრს, ან მოადგილესო. თუ ასეა, ნამდვილად უპასუხისმგებლო და არასერიოზული საქციელია. თუ თანხა არ გყოფნის, მაშინ რას ელაპარაკები ადამიანს და უშლი გეგმებს. უამრავი რეგიონი გეგმავდა საახალწლო კონცერტს და ჩვენ უარი განვაცხადეთ მონაწილეობაზე, მეტიც საკუთარ ქალაქში არ ჩავდიოდი ამ კონცერტის გამო, შედეგად კი რა მივიღეთ...
- მაინტერესებს, თქვენს გარდა, ამ კონცერტში კიდევ ვის უნდა მიეღო მონაწილოება? რამდენიმე სიმღერა უნდა შეგესრულებინათ, თუ ეს იყო სოლო კონცერტი?
- ერთსაათიანი პროგრამა ჩვენ უნდა წაგვეყვანა, ასევე უნდა ყოფილიყვნენ რუსთავის სახელმწიფო ანსამბლის მომღერლები და ''გორდელა'', მათ თუ არ ვცდები, სამი-ოთხი სიმღერა უნდა შეესრულებინათ, ძირითადი მოთხოვნა იყო ის, რომ ერთად უნდა შევხვედროდით ახალ წელს სცენაზე. ამ ყველაფრის გამო კი უარი ვთქვით, სხვა შემოთავაზებებზე...
- აპირებთ, რომ ბოლომდე მიჰყვეთ ამ საქმეს და ყველაფერი დეტალურად გაარკვიოთ?
- კი, რასაკვრიველია. თუ ვიღაცამ არ დაიწყო და ბოლომდე არ მიიყვანა, ხვალაც, ზეგაც და მომავალშიც სხვა მომღერლებსაც იმავეს გაუკეთებენ, მერე კი პრეტენზია ექნებათ, იმაზე რატომ მიდიან მომღერლები სხვა ქვეყანაში, რატომ უფუჭდება გემოვნება ხალხს.
- მოგეხსენებათ, შოუბიზენსის ''შავი სიების'' თემა ამ ბოლო დროს გააქტიურდა, როგორ ფიქრობთ, თქვენც მათ რიგებში ხომ არ ჩაგწერეს?
- არა მგონია, როდესაც შავ სიაში ხვდები, არ გაჭაჭანებენ არსად, ჩვენ კი ძალიან ნაყოფიერი და აქტიური წელი გვქონდა.
- წარმატებებს გისურვებთ, იმედია, ჟურნალსტებიც მივყვებით კვალდაკვალ თქვენს გამოიძიებას..
- რა თქმა უნდა, აუცილებლად ჩაგაყენებთ საქმის კურსში, შეიძლება შემდეგ პრესკონფერენციაც მოვაწყოთ.

ციცი ომანიძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
Gიო
ისე რუსთავი არ იმსახურებს ქუჩის ბიჭების კონცერტს და მგონი თბილისიც...
18:07 / 15-01-2014
გამოხმაურება / 0 /
კატო
ვინმეს უნდოდა რუსთავში ამ ჯგუფის სიმღერა, რატომ არ კითხეთ?
01:31 / 06-01-2014
გამოხმაურება / 0 /
george
ირაკლის მთელი თბილისი ყავს გადაგდებული და კულტურის სამინისტროსი გაუკვირდა?
14:26 / 25-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი.რუსთავიდან
მიუხედავად იმისა რომ არ ვიმყოფები ახლა რუსთვაში მე მგონი ჩემი თანამოქალაქეები უფრო საინტერესოდა კარგ მომღერლებს იმსახურებენ,რაღა დროს ეს ხახლია,კარგით რა უბრალოდ სირცხვილია,ამათი თოვლი მოსულა და სისულელეები ბავშვმაც კი აღარ უნდა მოისმინოს.ჯერ მერიაზე ვბრაზდები რადგან ცოტა ფული უნდოდათ შედარებით ამათ იმიტო უნდა მოეგდოთ ჩვენთვის?
18:31 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS