20 დეკემბერი, 2013
სალომე ღვინიაშვილს მართვის უფლება ჩამოართვეს
პოლიციამ მის მიმართ მკაცრ ღონისძიებას მიმართა. დადგენილების ტექსტის მიხედვით, შესაძლებელია, მისი გასაჩივრება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მოდელი სალომე ღვინიაშვილი წინასაახალწლოდ პატრულმა განსაკუთრებული სიურპრიზით გაანებივრა, თუმცა, როგორც ''ფეისბუქზე'' გამოქვეყნებული სტატუსიდან ჩანს, მოდელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ის წერს - ''10-ლარიანი ჯარიმის გადახდა დამავიწყდა და ოპაა!.. შეამოწმეთ ჯარიმები''. მოდელმა ამ მინაწერს თან დაურთო დადგენილება, რომელიც, როგორც ჩანს, ახლახან მიიღო და რომლის მიხედვითაც, 13 დეკემბრიდან 12 თვის ვადით, ანუ ერთი წლით მანქანის მართვის უფლება ჩამოერთვა.

სალომეს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტიდან
ნათლად ჩანს, რომ მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო საჯარიმო ქვითარი 13 ოქტომბერს მიუღია და ზემოხსენებული 10-ლარიანი ჯარიმის, ასევე დაკისრებული საურავის გადაუხდელობის გამო საპატრულო პოლიციამ მის მიმართ მკაცრ ღონისძიებას მიმართა. დადგენილების ტექსტის მიხედვით, შესაძლებელია, მისი გასაჩივრება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.

სალომეს ამ სტატუსს და დადგენილების ფოტოს უამრავი მისი მეგობარი გამოეხმაურა. ბევრს გაუკვირდა, რომ ორთვიანი დაგვიანების გამო პოლიციამ ამგვარ ზომას მიმართა. თავად სალომემაც მოგვიანებით დაწერა: ''ტელეფონის ჯარიმა დავკარგე თუ დამავიწყდა და ორ თვეში ეგრევე ''ლიშენია''. ვერ არიან''.

სალომეს ასევე გამოეხმაურა ეკო ფანგანი: ''ადრე 150-ლარიანი საურავი მოდიოდა და გაფრთხილება 30 დღით, მაგის მერე არ დაგავიწყდებოდა. 10-ლარიანის დავიწყება უფრო მარტივია. ''ლიშენია'' + რაღაც ძალიან დიდი ჯარიმა = ფულის საჭრელ ახალ დაზგას. ახალი კანონია, გაქვს 30 დღე, რომ 10 ლარი გადაიხადო, თუ არადა, პირდაპირ ''ლიშენია'' მოდის. საჩივრის შეტანისთვისაც გაქვს 30 დღე, მაგრამ აზრი არ აქვს''.

ამ სტატუსის ქვეშ საკმაოდ ბევრი კომენტარის წაკითხვა შეგიძლიათ, აშკარაა, რომ ეს თემა საკმაოდ აქტუალურია.

მარიამ ლაღიძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


ბეჭდვა