16 დეკემბერი, 2013
სოფო ბედიას ახალი სიყვარული მიშა მესხია
ჩემი გრძნობა დროებით ცალმხრივი იყო, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან სოფოსაც ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს ზაფხულში, მომღერალი სოფო ბედია, ქმარს ოფიციალურად დაშორდა. ყვითელ პრესაში გაჩნდა ეჭვი, რომ მიშა შაყულაშვილის და სოფოს ოჯახი, რომელიც ხუთ წელზე მეტს ითვლიდა, მესამე პირმა დაანგრია.

სოფოს და მისი მეუღლის დაშორებიდან ძალიან მალე ''ფეისბუქზე'' გავრცელდა ფოტო, სადაც სოფო ვიღაც ბიჭს კოცნიდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს ბიჭი ცხრამეტი წლის ხვიჩა ხოჯავა იყო.

თუმცა, ამ ფოტოზე ორივე მხარემ განაცხადა, რომ
ფოტოშოპი იყო. ამ ამბების შემდეგ სოფოს, მოძღვარმა ინტერვიუებში პირად ცხოვრებაზე საუბარი აუკრძალა...

მკითხველს თითქმის დაავიწყდა, სოფოს გარშემო ატეხილი სკანდალი, მაგრამ მის პირად ცხოვრებაში სიახლეა და ''რეიტინგი'' ამის შესახებ, როგორც ყოველთვის პირველი გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მომღერლის რჩეულთან.

სოფოს ახალი სიყვარული, უფლებადამცველი და პოლიტპატიმარი მიშა მესხია. მიშამ ჩვენთან საუბარში ეს ინფორმაცია დაადასტურა.

- მიშა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ და სოფო ბედია შეყვარებულები ხართ.
- ნამდვილად ასეა.
- დიდი ხანია, სოფოს იცნობთ?
- სიმართლე გითხრათ, მე და სოფო სიყვარულში ერთმანეთს ახლახანს გამოვუტყდით.
-  სოფოს შემოქმედებას თუ იცნობთ?
- ყოველთვის ისეთი საქმიანობით ვიყავი დაკავებული, რომ კონცერტებზე არ დავდიოდი. თუმცა, რასაკვირველია, ვიცოდი, ვინ იყო სოფო ბედია. მას შემდეგ, რაც ერთმანეთი გავიცანით, ამ ადამიანმა ისეთი დადებითი ემოცია დატოვა ჩემში, რომ შემიძლია, ვთქვა, ასეთი შეყვარებული არ ვყოფილვარ. აქამდე სულ მეგონა, რომ ცხოვრებაში ერთი გოგო მიყვარდა, მაგრამ თურმე ისიც არ მყვარებია, რადგან სოფომ ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მივხვდი, მის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. გაცნობიდან რაღაც დროის გასვლის შემდეგ მე ავუხსენი სიყვარული. ჩემი გრძნობა დროებით ცალმხრივი იყო, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან სოფოსაც ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს.

Rating

- როგორი გეგმები გაქვთ?
- ჩვენი ურთიერთობა ძალიან სერიოზულია. გავიცანი მისი ოჯახის წევრები.
- ალბათ ბავშვსაც იცნობთ.
- ბავშვს მანამდე ვიცნობდი, სანამ ოჯახის წევრებს გავიცნობდი. ბავშვი ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მე ვიცი ვის ვიყვარებ. ამ ეტაპზე ვერ გეტყვი, ერთ თვეში დაქორწინებას ვგეგმავთ-მეთქი. ჯერ კარიერა მაქვს ასაწყობი და ჩვენც დავლაგდებით. დღევანდელი დღით ვცხოვრობთ და ვტკბებით სიყვარულით. ჩვენი ურთიერთობა ძალიან სერიოზულია და არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ეს დროებითია.
- თქვენ მღერით?
- ყოფილი პოლიტპატიმარი ვარ და პოლიტიკაში ვარ ჩართული. სიმღერისგან ძალიან შორს ვარ.
- სოფოს რეპერტუარი ალბათ კარგად იცით. მისი სიმღერიდან რომელი მოგწონს ყველაზე მეტად?
- სოფოს სიმღერიდან ძალიან მიყვარს ''იებით ხელში''. ეს სიმღერა ტელეფონშიც კი მაქვს ჩაწერილი და როცა სოფო ჩემს გვერდით არაა, ვუსმენ ხოლმე.

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
ნინა
პოლიტპატიმარია ყველაზე ამაზრზენი ამ სიტყვის მნიშვნელობა არავინ არ იცის ალბათ ან არ უნდათ იცოდნენ.
16:56 / 23-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
არც იმდენად ასაკიანი ვარ რომ ხელი ჩაქნეული მქონდეს პირად ცხოვრების მოწყობაზე და ბედნიერებაზე .....და არც ბოღმა მალაპარაკებს.....მაგრამ გული მტკივა ომ რეალობაზე,რომ დღეს მარადიული სიყვარული იშვიათობაა.....დ ერთგულებამაც დაკარგა ფასი...უბრალოდ სოფოსგან გამიკვირდა მიშა მესხი როგორ უნდა დაგაინტერესდეს....ნაგავი რეციდივისტი ვაჩნაძის "პადელნიკი".......
16:25 / 23-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
პირადად ვიცი ეს გოგო საშინელი სწერვაა და ქმარი უარესი უჟმური ყავდა.ერთი ამისიც და მეორე იმ ქმრისაც და ვაი ამ მესამის პატრონს )))))))))
22:42 / 17-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ალიკა
ვისაც მოუხდებიტ, იმას მიუჯეგიტ და სე იკმნება და ინგრევა ოჯახები, აგარარის ვალდებულება, ასე ცხოველებს უფრო გავხარტ, მაკიაჯი რო არ გესვატ,ან ატასები რომ არ გკონდეტ დახარჯული პლასტირურებსე
13:58 / 17-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ელენე
მიშა გილოცაააააააააააააავ
13:11 / 13-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS