15 დეკემბერი, 2013
შორენა ბეგაშვილის ოთხი რომანტიკული ღამე – სექსსიმბოლო საყვარელ მამაკაცთან ერთად მოსკოვში ისვენებს
სულ ცოტა ხნის წინ ანონიმური წყაროს მეშვეობით შორენას და ირაკლის მოსკოვში გადაღებული ფოტოები მივიღეთ, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ტკბება წყვილი ერთად ყოფნით...

სექსუალური ტელეწამყვანის, შორენა ბეგაშვილის პირადი ცხვრება მუდმივად განხილვის საგანია, ამას ხელს ისიც უწყობს, რომ თავად სექსსიმბოლო თავს არიდებს ჟურნალისტებთან ურთიერთობას, და პირადი დეტალების გასაჯაროვებას, მაგრამ თურმე ამასაც თავისი მიზეზი ჰქონია...

ჩვენი ჟურნალისა თუ საიტის მეშვეობით ინფორმაციას შორენას და ბიზნესმენ ირაკლი ნანაძის ''ლავსთორის'' შესახებ პერიოდულად გაწვდიდით. შეგახსენებთ, რომ ნანაძეს ცოლი
და სამი შვილი ჰყავს და როგორც ამბობენ, შესანიშნავი მამა და მეუღლეა, თუმცა ამის პარალელურად შორენასთანაც აქვს ურთიერთობა და ძვირადღირებულ საჩუქრებსაც არ იშურებს მისთვის.

მიუხედავად ამისა, ირაკლი ყველანაირად ცდილობს, არ გასაჯაროვდეს შორენასა და მისი ურთიერთობა, უკრძალავს ტელეწამყვანს მის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარს, ტელეფონის ნომერიც კი შუცვლია მსახიობისთვის, რათა ჟურნალისტებს ზედმეტად არ შეეწუხებინათ...

ალბათ სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ქართველი სექსსიმბოლო ასე საგულდაგულოდ არიდებს ინტერვიუების მიცემას თავს, მაგრამ თუ მაინც მოუწია რომელიმე გადაცემაში სტუმრობა, მხოლოდ იმის თქმით კმაყოფილდება, რომ შეყვარებულია, მაგრამ დეტალებს არ ამხელს..

Rating

ასეა თუ ისე, ჩვენს ქვეყანაში ინფორმაციის გასაიდუმლოება ძალიან ძნელია, მითუმეტეს ასეთი ცნობილი ადამიანის პირადი ცხოვრების...

სულ ცოტა ხნის წინ ანონიმური წყაროს მეშვეობით შორენას და ირაკლის მოსკოვში გადაღებული ფოტოები მივიღეთ, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ტკბება წყვილი ერთად ყოფნით...

იქიდან გამომდინარე, რომ ირაკლი შორენასთან სახლში მისვლისასაც კი ძალიან ფრთხილობს, ''კვალის არევის'' მიზნით საზღვაგარეთაც სხვადასხვა რეისებით დაფრინავენ...

Rating

როგორც წყარო გვატყობინებს, სამი დროს წინ ნანაძე მოსკოვში გაფრენილა. ორდღიანი განშორების შემდეგ კი მას სატრფომ ჩააკითხა, წყაროს ინფორმაციით წყვილი ოთხ რომანტიკულ დღეს გაატარებს რუსეთში და შემდეგ ისევ ცალ-ცალკე და ისევ სხვადასხვა დღეს დაბრუნდება საქართველოში...

თეკლა ჟვანია
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


ბეჭდვა