28 ივნისი, 2017
"მეუხერხულება ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება" - როგორ აღმოჩნდა გიგი უგულავა მარიშკა ჯავახაძესთან ბათუმში (ფოტო)
მსახიობმა მარიშკა ჯავახაძემ სოციალურ ქსელში გიგი უგულავასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. სურათი ბათუმში არის გადაღებული, სოციალურ ქსელში წერენ რომ ისინი ბათუმში ერთად ისვენებენ. როგორ აღმოჩნდნენ უგულავა და ჯავახაძე ბათუმში ერთად, ამის გასარკვევად მარიშკას დავუკავშირდით.

- მარიშკა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში ისვენებთ გიგი უგულავასთან ერთად...

- ბათუმში არ ვისვენებ, მე გადაღებებზე ვიყავი, გიგი საქმეებზე და ასე შევხვდით ერთმანეთს. საერთოდ ძალიან მეუხერხულება ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, რადგან გიგი უგულავა არის დედაჩემის მეგობარი. მან უბრალოდ გადაღებაზე შემოგვიარა და
ახლა ორივე თბილისში ვართ. 
Rating
ბეჭდვა