28 ივნისი, 2017
"ბოლო ხანს ათეისტურმა აზრებმა შემაწუხეს" - რა სასწაული შეემთხვა ნინო კუზანოვას?
ექიმი ნინო კუზანოვა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

"ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა, რადგან გრძელი სტატუსებით თავის შეწყენა არ მიყვარს ადამიანებისათვის, მაგრამ, ბოლოს მაინც გადავწყვიტე, მომეყოლა ეს ამბავი.

ბოლო ხანს ათეისტურმა აზრებმა შემაწუხეს, რამოდენიმე თვე არ ვყოფილვარ ეკლესიაში, ამ პარასკევს, მე და გუგა გამოფენიდან გამოვედით და, გადავწყვიტეთ რუსთაველზე ფეხით გაგვევლო ერთად, რაც, ალბათ 10 წელია არ გაგვიკეთებია, და, ქაშუეთთან რომ ჩავიარეთ, უცებ, ორივემ, ერთმანეთისგან შეუთანხმებლად შევუხვიეთ ეკლესიისკენ, ჯვარცმასთან მამაჩემის სახელზე სანთელს რომ ვანთებდი, ვფიქრობდი, მამა, როგორმე მაგრძნობინე
რომ საიდანმე მაინც მადევნებ თვალსთქო.

ამ დროს მომიახლოვდა სათნო გარეგნობის გოგონა და მითხრა , წამოდით, ზეთს გაცხებენო! მე მივუგე, არც ვმარხულობ, არც ვეზიარები და მაინცთქო? მაინცო, თან დღეს კარგი დღეა, მოციქულების, ბართლომეს და ბარნაბის ხსენების დღეაო! მამაჩემს ბარნაბი ერქვა!"-წერს კუზანოვა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS